კლინიკის შესახებ
14 წლიანი წარმატებული პრაქტიკა

„ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი თამაზ თამაზაშვილი.თმის გადანერგვის ეფექტურობა მან მრავალი წლის წინ თავის თავზე გამოსცადა.შემდეგ კი პირველმა ამიერკავკასიაში,1997 წელს შემოიტანა და დაამკვიდრა ბუნებრივი თმის გადანერგვის ტექნოლოგიები. დაარსა კლინიკა „თალიზი“ ( სახელწოდება თავისი ქალიშვილების თამუნა -ს და ლიზი-ს სახელების მიხედვით შეურჩია). შემდეგ იყო კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”- ი - ახალი სიტყვა თმის ტრანსპლანტოლოგიაში, რომლითაც პროფ. თ თამაზაშვილი , თავის ახალ გუნდთან ერთად, საზოგადოების წინაშე წარსდგა თმის გადანერგვის სფეროში მსოფლიოში არსებული მოწინავე ტექნოლოგიებით, საკუთარი მრავალწლიანი პრაქტიკის და კვლევების შეჯამების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგებით.
პროფ.თ.თამაზაშვილის მიერ ამერიკელ კოლეგებთან ერთად შემუშავებული სიახლეები პატენტირებულია და მუდმივად ინერგება მსოფლის მოწინავე კლინიკებში.
პროფ.თ.თამაზაშვილი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის,40 გამოგონების,6 სამეცნიერო მონოგრაფიის,1998 წელს მეცნიერებაში მიღწეული წარმატებების გამო მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
პროფ.თ.თამაზაშვილი 1994 წელს ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისათვის მიწვეულ იქნა პენსილვანიის უნივერსიტეტში (აშშ) იგი არჩეულია ამერიკის კოსმეტიკური ქირურგიის აკადემიის წევრად(1997წ),თმის აღდგენითი ქირურგიის მსოფლიო ასოცისციის წევრად,ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.დღეისათვის თ.თამაზაშვილი ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს ნიუ-იორკის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის ცენტრში,რომელიც წამყვანი დაწესებულებაა აშშ-ში.
თამაზ თამაზაშვილის გამოგონებები აღნიშნულია მედლებით და დიპლომებით სამეცნიერო-კვლევით გამოფენებზე
ტრანსპლანტოლოგიაში მიღწეული წარმატებებისათვის 2005 წელს პროფ.თ თამაზაშვილს გადაეცა ამერიკის ქსოვილთა ბანკის „MTF“-ის უმაღლესი ჯილდო „ოქროს ხელთათმანი“.
კლინიკაში თ. თამაზაშვილთან ერთად მუშაობენ გამოცდილი ექიმები
მედიცინის დოქტორი,პროფესორი ა.მახარაშვილი, მედიცინის დოქტორი დ.პაპასკირი, ი.ბებიაშვილი, ქ.ჭუჭულაშვილი, მ.ქარდავა, ლ.პატეიშვილი, ე.თოდუა. ჩვენი კოლექტივის ყველა თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და 13 წლიანი წარმატებული პრაქტიკა, თმის ხარისხიანად გადანერგვის საიმედო გარანტიაა. | ![]() |
