“ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ თამაზაშვილი. თმის გადანერგვის ეფექტურობა მან მრავალი წლის წინ ჟერ საკუთარ თავზე გამოსცადა და შემდეგ კი პირველმა ამიერკავკასიაში, 1998 წელს შემოიტანა და დაამკვიდრა ბუნებრივი თმის გადანერგვის ტექნოლოგიები. ამერად “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრით პროფ. თ თამაზაშვილი სამედიცინო საზოგადოების წინაშე წარსდგა თმის გადანერგვის სფეროში მსოფლიოში არსებული მოწინავე ტექნოლოგიების და საკუთარი მრავალწლიანი კვლევების შეამების შედეგად მიღწეული თანამედროვე, გამართლებული კონცეფციებით და საკუთარი შედეგებით.

პროფ. თ თამაზაშვილის მიერ ამერიკელ კოლეგებთან ერთად შემუშავებული სიახლეები პატენტირებულია და მუდმივად ინერგება მსოფლიოს მოწინავე კლინიკებში. სწორედ ამიტომ იგი მიწვეული იქნა “Robbins Instruments”-ის (თმის გადანერგვისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანის მსოფლიოში, ა.შ.შ.) მთავარ სამეცნიერო კონსულტანტად.

პროფ. თ თამაზაშვილი არის ავტორი 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, 40 გამოგონების, 6 სამეცნიერო მონოგრაფიის, 1998 წელს მეცნიერებაში მიღწეული წარმატებების გამო მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

პროფ. თ თამაზაშვილი 1994 წელს ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისათვის მიწვეულ იქნა პენსილვანიის უნივერსიტეტში (ა.შ.შ.). იგი არჩეული იქნა ამერიკის კოსმეტიკური ქირურგიის აკადემიის წევრად, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრად, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. პროფ. თ თამაზაშვილი მონაწილეა 60-ზე მეტი სამეცნიერო კონფერენციის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

“ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ში პროფ. თ თამაზაშვილთან ერთად მუშაობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიცირებული ექიმები. აქ დასაქმებულ ექიმთა უმრავლესობა გახლავთ ევრაზიის ტრიხოლოგთა ასოციაციის წევრი (ტრიხოლოგია _ თმის დაავადებათა შემსწავლელი მეცნიერება). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლინიკაში მომუშავე ყველა თანამშრომელს მიღებული აქვთ სპეციალიზირებული სამედიცინო განათლება და გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ჩვენი კოლექტივის ყველა თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი თმის ხარისხიანად გადანერგვის საიმედო გარანტიაა.