Saturday, 23 September 2017 , 10:34:46

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ყველაფერი თმის შესახებ

 თმა "მინი-ფაბრიკა"

ყველაფერი თმის შესახებთმა-მხოლოდ ერთი შეხედვით არის მარტივი, რეალურად, ის ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი რთული შემადგენელი ნაწილია. თმა ცოცხლობს და კვდება, ის იზრდება, ცვივა და შემდეგ მის ადგილას (ნორმაში) იზრდება ისეთივე ახალი თმა.
საინტერესოა, რატომ იქმნება „მინი-ფაბრიკა“ თმის საწარმოებლად? თმის ფოლიკული, რომელშიც ციკლური ფაზები ერთმანეთს ცვლიან, გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე! თავიდან ფოლიკულში უჯრედების გაძლიერებული სინთეზი მიმდინარეობს, შემდეგ ეს პროცესი მუხრუჭდება და სრულიად წყდება. დღეს მეცნიერებამ მიაღწია ისეთ სიმაღლეებს, რომ შესაძლებელია იმ გენების გაშიფვრა რომელიც პასუხისმგებელია თმის ცვენაზე. არის გამოკვლევები გენეტიკური ინფორმაციის „პროგრამირების“ მიმართულებით.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით თმის ღერი არის სუბსტანცია რომელსაც ვერ დავარქმევთ ცოცხალს: ის არ მარაგდება სისხლით, მასთან არ მიდის ნერვული ბოჭკოები, არ არის მიერთებული კუნთები. თმის შეჭრის დროს არ ვგრძნობთ არანაირ ტკივილს, ეს არ არის სისხლმდენი პროცესი. და მაინც თმა ცოცხალი სუბსტანციაა რომელსაც თვითწარმოქმნის უნარი აქვს. ცოცხალი უჯრედები რომლებიც დიდი სიჩქარით მრავლდებიან, თმის ძირში არიან განლაგებული. კერძოდ ღრმად დერმაში. თმის ფოლიკული არის თმის ძირი შემოფარგლული ქსოვილებით გარეგანი და შინაგანი გარსი თმოვან ჯირკვლოვან კომპლექსით (ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლები, თმის ამწევი კუნთი, სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები.)

დერმაში, ფოლიკულის ძირში მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი, თმის დვრილი რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს და უზრუნველყოფს თმის ფოლიკულის კვებასა და ზრდას. ყოველ თმის ფოლიკულს აქვს საკუთარი მუსკულატურა და ინერვაცია. სწორედ ამიტომ თმას აქვს ტაქტილური მგრძნობელობის უნარი. თუ ე.წ „თმის ამწევი კუნთი“ შიშის ან სიცივის გავლენით შეიკუმშება თმა იწევა და წარმოიქმნება „ბატის კანი“. დაყოფის სიჩქარის მიხედვით თმას ორგანიზმში უჭირავს მეორე ადგილი (ძვლის ტვინის უჯრედების პროლიფერაციის სიჩქარის შემდეგ).

ყველაფერი თმის შესახებყოველი თმის ფოლიკული დამოუკიდებელი წარმონაქმნია ინდივიდუალური ზრდის ციკლით: სხვადასხვა ფოლიკულებში ეს ციკლი სხვადასხვანაირია. ეს ციკლი სინქრონული, რომ ყოფილიყო მაშინ ყველა თმა ერთდროულად დაგვცვივდებოდა. თმის ზრდის პროცესი ორგანიზმში შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

თმის შემცველობა იცვლება თმის სხვადასხვა დაავადებების დროს. ფიზიკური ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად. მაგ: ხშირმა შეღებვამ, ქიმიურმა დახვევამ, თმის მოვლის საშუალებების არასწორმა შერჩევამ, თმას შეიძლება დააკარგვინოს ტენიანობის დიდი პროცენტი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შეირჩეს თმის მოვლის ხარისხიანი სისტემები, რათა თმამ აღიდგინოს ტენიანობის ნორმალური დონე.


შემდეგ «თმის ანატომია»