Thursday, 23 November 2017 , 04:30:14

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ბუდობრივი ალოპეცია


ბუდობრივი ალოპეცია (კეროვანი, პელადა) - დაავადება, რომელიც ხასიათდება მკვეთრად შემოსაზღვრული მომრგვალებული გამელოტებული კერების გაჩენით შეუცვლელ კანზე. შემოსაზღვრული ფორმების პროგრესირება შეიძლება გავრცელდეს  მთლიან  თავზე და ზოგჯერ მთელს სხეულზე.
თანმხლები დაავადებების მრავალფეროვნების და მიმდინარეობის გაუთვლელობის გამო ბუდოდრივი ალოპეცია ითვლება ჰეტერაგენულ(სხვედესხვა გენესის) კლინიკურ სინდრომად, რომლის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციური სტრესი, მწვავე და ქრონიკული ინფექციები, ფიზიკური ტრავმა, გენეტიკური ფაქტორი. კლინიცისტების უმრავლესობა მხარს უჭერს ჰიპოთეზას ბუდობრივი ალოპეციის აუტოიმუნური ბუნების შესახებ.

დაავადება იწყება უეცრად, მომრგვალებული ფორმის კერების წარმოქმნით, რომელსაც შემთხვევით აღმოაჩენენ. სუბიექტური ნიშნები როგორც წესი არ არის. კანი შეუცვლელია, ზოგჯერ ცომისებური კონსისტენციის და ჯანმრთელ კანთან შედარებით უფრო მეტად იჩენს ნაოჭებს. კერების საზღვარზე თმა ზოგჯერ ადვილად ეპილირდება, დამახასიათებელია თმის გაფაშრება, და ე.წ. ძახილის ნიშნის ფორმის თმა.

დაავადების მიმდიონარეობა კაკნონზომიერებებს არ ექვემდებარება. შესაძლებებია კერებში თმის ზრდის აღდგენა, თუმცა ზოგჯერ ჩნდება სხვა კლერებიც, რომლებიც ერთიანდებიან უფრო დიდი გამელოტებული არეების  წარმოქმნით.

პირველი კერები როგორც წესი თავის თმიან ნაწილში წარმოიქმნება. შესაძლებელია თმის გაცვენა წვერის მიდამოში. ხშირია წარბის და წამწამის გაცვენა, თმის ნაწილობრივი გაცვენა სხეულზე , იღლიის და საზარდულის მიდამოში. დაავადების გავრცელების მიხედვით განასხვავებენ:


  • კეროვანს – მცირე კერების წარმოქმნით
  • სუბტოტალურს- მხოლოდ წარბი და წამწამია დარჩენილი
  • ტოტალურს- სკალპზე თმის სრული არარსებობა
  • უნივერსალურს- თმის არარსებობა მთელს სხეულზე.

ბუდობრივი ალოპეციაბუდობრივი ალოპეციაბუდობრივი ალოპეცია









მკურნალობა

ჯერჯერობით დღემდე არ არის შემუშავებული უნივერსალური, ადამიანისთვის უსაფრთხო სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც სამუდამოდ განკურნავდა პაციებტს ბუდობრივი თმის ცვენისგან.

მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და ინდივიდუალური, რასაც წინ უძღვის პაციენტის ღრმა გამოკვლევა, დაავადების ფონის გამოკვლევის მიზნით.
გარეგანი სამკურნალო საშუალებებიდან გამოიყენება გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები აპლიკაციის სახით, ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებები:ჰიდროქსიატროპინი(დიტრანოლ0.1-1% და ანტრალინი0.1-1%), წითელი წიწაკის ნაყენი, ხახვისა და ნივრის წვენი, თმის ზრდის მასტიმულირებელი და ტროფიკის გამამუმჯობესესბელი პრეპარატები(ბიპანტენის მალამო, აქტოვეგინი, სოლკოსერილი).


შემდეგ «ყველაფერი თმის შესახებ»