Thursday, 23 November 2017 , 04:31:07

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ანდროგენული ალოპეცია

ანდროგენული ალოპეცია მამაკაცური ტიპის ალოპეცია

ეს დაავადება აწუხებს მსოფლიო მოსახლეობის მამაკცების 65% და ქალური მოსახლეობის 25%. ის იწყება სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თმა ამ დროს ტერმინალური ფორმიდან ტრანსფორმირდება ღინღლოვანში, ე.ი. ხდება მათი “მინიატურიზაცია”. დაავადების მიზეზია მამაკაცური სასქესო ჰორმონები-ანდროგენები. გამელოტების დასაწყებად იმ მაკაცებში, რომლების გენეტიკურად წინასწარგანწყობილნი არიან გასამელოტებლად, საკმარისია ანდროგენების ნორმალური დონე.
ანდროგენული ალოპეციის პირველი ძირითადი ფაქტორი არის ანდროგენული რეცეპტორების არსებობა თმის ფოლიკულებთან. მეორე ფაქტორია_ ანდროგენების მეტაბოლიზმში მონაწილე სფეციფიური ცილერბის დისბალანსი. რა თქმა უნდა არ შეიძლება გარემო ფაქტორების როლის იგნორირება, კერძოდ, კვების ხასიათი, ნერვული სისტემის მდგომარეობა და სხვა.

ანდრეგენული ალოპეციის განვითარების მექანიზმი


ანდროგენული ალოპეცია

ანდროგენული ჰორმონი -ტესტოსტერონი, სპეციფიური ცილის, 5-ალფა რედუქტაზას საშუალებით გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად, რომელიც მოქმედებს ფოლიკულის ანდროგენულ რეცეპტორებზე, ფორმირდება პერიფოლიკულარული ლიმფოჰისტოციტარული ინფილტრატი. შედეგად სისხლმომარაგება მცირდება, რასაც მოჰყვება ანაგენური ფაზის შემცირება, თმის “მინიატურიზაცია” და საბოლოოდ ფოლიკული ატროფირდება.
ძირითადი კლინიკური ნიშანი, რაც საერთოა მამაკაცებითვის და ქალებისთვისაც , არის ტერმინალური თმის შეცვლა უფრო თხელი, ნაკლებად პიგმენტირებული თმით.თმის ფოლიკულის ზომის რედუქციას თან ერთვება ანაგენის ფაზის შემოკლება , შესაბამისად ტელოგენში მყოფი ფოლიკულების რაოდენობის ზრდა, ყოველ ციკლთან ერთად თმა ზომაში მცირდება და ამასთან ერთად მცირდება ციკლის დრო.

მამაკაცებში ეს პროცესი იწყება თხემ-საფეთქლის არეში თმის გათხელებით, შუბლის ხაზი ირღვევა, შუბლი ხდება უფრო მაღალი. თანდათან ღრმავდება ბიტემპორალური (საფეტქლის ორმხრივი)  შემელოტების ადგილი, შემდგომ თხემის მიდამო და გვირგვინის არე. ზოგიერთ მამაკაცს ღინღლოვანი თმა თხემის მიდამოში დიდხანს უნარჩუნდება.

ჰამილტონ-ნორვუდის კლასიფიკაცია


ანდროგენული ალოპეცია

დაავადების პროგრესის სიჩქარე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე.

ქალებში ფრონტალური (შუბლის ) ხაზი არ ირღვევა, თხემის მიდამოში თმის სტრუქტურა ღინღლოვანია და დიფუზურად გათხელებული, დამახასიათებელია თმის გაყოფის ადგილის გაფართოვება. ეს პროცესი დუნედ მიმდინარეობს, უფრო მკვეთრად გამოხატულია მენოპაუზის შემდეგ.

ლუდვიგის კლასიფიკაცია


დიაგნოსტიკა

პაციენტის დათვალიერების შედეგად დგინდება თმის ცვენის ტიპი, ობიექტური გამოკვლევის, ტრიქოგრამის შედეგად ფასდება ანაგენ/ტელოგენის ინდექსი(ანაგენში მყოფი თმის ფოლიკულის რაოდენობის შეფარდება ტელოგენში მყოფ ფოლიკულის რაოდენობასთან). თხემის არეში გამოკვლეული თმების უმრავლესობა ტელოგენის ფაზაშია, ხოლო კეფაზე აღებულ თმებში ანაგენ/ტელოგენის ინდექსი ნორმაა(ნორმა 9:1).

გაცვენილი თმის აღდგენის ერდაერთი საშუალებაა თმის გადანერგვა.


შემდეგ «დიფუზური ალოპეცია»