ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2012 , 07:39:44

საიტზე ძიება

ნაწიბუროვანი ალოპეციანაწიბუროვანი ალოპეცია


ნაწიბუროვანი ალოპეციანაწიბური არის სხვადასხვა დაზიანების( ტრამვა, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა და სხვა) გამო წარმოქმნილი კანის დეფექტის არასრულფასოვნად ჩანაცვლების შედეგი.  სხეულის ხილულ ნაწილზე, განსაკუთრებით სახეზე და თავის თმიან ნაწილზე, ლო კალიზაციისას ნაწიბურები ხშირად ხდებიან ფუნქციონალური და ესთეტიკური დეფექტების მიზეზი.კანის ნაწიბუროვანი გადაგვა რება თავზე ხშირად იწვევს გამელოტებული უბნების წარმოქმნას. ასეთი ტიპის  ალოპეციას ჰქვია მეორადი ნაწიბუროვანი ალოპე ცია.

ასეთ უბნებზე  თმის ბუნებრივი საფარველის აღდგენა ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია. თავის თმიან ნაწილზე ნაწიბურების აღმოფხვრის არსებული ქირურგიული მეთოდები (თავისუფალი კანის ნაფლეთის გადანერგვა ნაწიბურის ამოჭრა, ექსპანდერის და ექსტენდერის მეთოდი) ყო ველთვის ეფექტური არ არის და თან ახლავს რიგი გართულებებისა მაგ:თავის თმიანი ნაწილის  ნაწიბურის ამოჭრას  თან ახლავს ახალი ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის წარმოქმნა, ამ არეში თმის ზრდის აღდგენის გარეშე.  სკალპის რედუქციის ნაკლად ითვლება ეგრეთწოდებული " სანგრის" ეფექტი ოპერაციის წარმოების  ად გილზე,  დიდი დეფექტების კორექციის სირთულე,  ხშირად კოსმე ტიკური შედეგის არქონა.  ექსპანდერის მეთოდი გულისხმობს  მკუ რნალობის დიდ ხანგრძლივობის ეტაპებს,  განმეორებითი ოპერაცი ული ჩარევის აუცილებლობას და ხშირ შემთხვევაში არ გვაძლევს სასურველ შედეგს . ერთადერთი ეფექტური მეთოდი ნაწიბურო ვანი ალოპეციის მკურნალობაში არის საკუთარი თმის გადანერგვა მიკროგრაფტინგის მეთოდით.   (ფოლიკულური მიკროტრანსპლან ტაცია).
ამ თემაზე დაცულია დისერტაცია: "თავის თმიან ნაწილზე ნაწიბუროვანი  დეფექტების მქონე პაციენტთა  ქირურგიული მკურნალ ობა". ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნა ლობის დროს აუცილე ბელია ნაწიბუროვანი ქსოვილის სტრუქ ტურის  თავისებურების გათვა ლისწინება და ქირურგიული ტაქტიკის შერჩევა ნაწიბუ როვანი ქსოვილის ტრამვატიზაციის შემცირების მიზნით. ჩვენი მეთოდით თმის გადანერგვისას ნაწიბუროვან ქსოვილში  ტრანს პლანტირებული ფოლიკულის სიცოცხლისუნარიანობა 93%-ს აღწევს.


შემდეგ «ბუდობრივი ალოპეცია»