Thursday, 19 October 2017 , 23:05:55

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

3D მეზოძაფები

     

     

3D მეზოძაფები

   

ეს უნიკალური,  არაქირურგიული  გაახალგაზრდავების მეთოდი პირველად იაპონიისა და სამხრეთ კორეის წამყვან კლინიკებში დაინერგა,   ამჟამად კი ფართოდ გამოიყენება მთელს ევროპაში და რა თქმა უნდა ჩვენს კლინიკაში. 

    

3D მეზოლიფტინგის 1 პროცედურა გვეხმარება კანის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებაში.   მისი საშუალებით ხდება გრავიტაციული ფტოზის კორექცია,  სახის ოვალის და ყვრიმალების მოდელირება, წარბების აწევა, შუბლის  და ცხვირ ტუჩის ნაოჭების კორექცია, ტონუს დაკარგული,  მოშვებული რბილი ქსოვილების არმირება სახის და სხეულის ნებისმიერ უბანზე. პროცედურის შედეგად მეზოძაფების შეყვანის ადგილას იწყება ნეოკოლაგენოზის პროცესი, რასაც თან ახლავს  საკუთარი კოლაგენური კარკასის წარმოქმნა.

     

პროცედურის დროს  ხდება სრულიად უსაფრთხო მასალის ( პოლიდიოქსანონი-PDO) მეზოძაფების შეყვანა კანში, კანქვეშ ან კუნთოვან ქსოვილში.  კანის დაჭიმვის, ტონუსის და ელასტიურობის გაზრდის ეფექტი მზარდია. იგი სახეზეა პროცედურის დამთავრებისთანავე.  დაახლოებით 2-3 თვეში კი, ძაფების გაწოვასთან ერთად იწყება კოლაგენის კარკასის ფორმირება და კანის ბუნებრივი რევიტალიზაცია. 

      

პროცედურა უმტკივნეულოა და არ გააქნია რეაბილიტაციის პერიოდი.   მისი დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. 

     

     

                                                                                                                     შემდეგ "აპარატული კოსმეტოლოგია" >>