Saturday, 16 December 2017 , 06:35:41

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

აპარატული კოსმეტოლოგია

                                                              

                  

 აპარატული კოსმეტოლოგია

   

  1. ულტრასონიკ  სკრაბერი- ულტრაბგერის სიხშირე იწვევს აპარატის მეტალის ბრტყელი ზედაპირის თვალით უხილავ რხევებს, რომელიც მოქმედებს კანზე ზედმეტი ტრავმის და ზეწოლის გარეშე.ახდენს კანის ღრმა წმენდას, ეპიდერმისის ზედაპირული შრეების ექსფოლიაციას, ცხიმის ჯირკვლების სეკრეტის მოცილებას. უმჯობესდება ლიმფის მეტაბოლიზმი, სისხლის მიმოქცევა. კანი ხდება სუფთა, უფრო ახალგაზრდა და ნაზი

  2. .ულტრასონიკი- სწრაფი ვიბრაციის საშუალებით იგი  წარმოქმნის სითბოს ფრაქციულ ნაკადს კანის შრეებში, რის შედეგად  აუმჯობესებს სისხლის  მიმოქცევას,  იწვევს კუნთების რელაქსაციას, კანის ლიფტინგს,შლის ზედმეტ ცხიმს,  მისი საშუალებით შესაძლებელია მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებების კანის ღრმა შრეებში პენეტრაცია.

  3. ცივი & ცხელი -კონტრასტული მასაჟი- უმჯობესდება კანის სისხლძარღვოვანი სისტემა, კანი გლუვი და  ელასტიურია,  უფრო ჯანსაღად გამოიყურება.

  4.  დარსონვალი- ხდება მაღალი სიხშირის და  დაბალი სიმძლავრის, ცვლადი იმპულსური ელექტრული ველის მოქმედება კანზე. იგი ასტიმულირებს კანს,ამცირებს ცხიმიანობას,  აუმჯობესებს ვენურდა ლიმფის მიმოქცევას,აქვს  ბაქტერიციდული მოქმედება. გამოიყენება  აკნეს ტიპის  კანის მკურნალობის პროცესში.

  5. ალმასური მიკროდერმაბრაზია- მეთოდის  საშუალებით შესაძლებელია კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული უჯრედების  მოცილება-„გაპრიალება“, პროცედურა ტარდება ალმასის მტვერით დაფარული მეტალის თავებისა და ვაკუუმის გამოყენებით,  უმტკივნეულოა და არატრავმატული. ეს მეთოდი ებრძვის აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, ჩაკირულ ფორებს, პიგმენტურ ლაქებს, ნაოჭებს. ხელს უწყობს კანში ელასტიური ბოჭკოების გამომუშავების გააქტიურებას.

  6. გალვანიკა- მისი მეშვეობით ხდება სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებების ხსნარების, კრემების, კანის ღრმა შრეებში შეყვანა იონოფორეზის საშუალებით.

  7. ვაკუუმ-სპრეი, ვაკუუმ-წმენდა- აშორებს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს, მაკიაჟის ნარჩენებს, მკვდარ უჯრედებს უარყოფითი წნევის ხანმოკლე ზემოქმედებით.  სპრეის საშუალებით ხდება სამკურნალო და კოსმეტიკური სითხეების შეფრქვევა კანის დატენიანების, დამშვიდების, ანთების შემცირების მიზნით.

  8.  ბროსაჟი( ბრაშინგი)-წმენდა ხორციელდება სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი ჯაგრისების და ღრუბლების გამოყენებით. კანის ტიპიდან გამომდინარე-გომაჟის ან სკრაბის ან ფერმენტული პილინგის  დახმარებით.

  9.  ვაპორიზატორი-ოზონით-   პროცედურისას ხდება კანის დამუშავება იონიზირებული ორთქლითა და ოზონის მასებით. ხდება ფორების მაქსიმალურად გახსნა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, პათოგენური მიკრობების გაუვნებლობა, ცხიმოვანი ჯირკვლების დროებით გააქტიურება და ჭუჭყის გამოდევნა. პროცედურა ნაჩვენებია სხვადასხვა სახის გაწმენდის წინ.

               

                      

                                                                                                                        შემდეგ "პილინგი" >>