Thursday, 19 October 2017 , 23:00:02

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

სახის წმენდა

     

       

                       სახის პროფესიული წმენდა  + მეზოთერაპია

        

სახის პროფესიული წმენდა ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად მოთხოვნადი პროცედურაა ყველა ასაკში. იგი ესაჭიროება როგორც პრობლემურ ასევე უპრობლემო კანს.    სხვადასხვა შემთხვევაში კლინიკა ჰეალაინის  ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი  ინდივიდუალურად გირჩევთ წმენდის პროფესიულ ხაზს,  აფასებს კანის მდგომარეობას,  ახდენს მის დიაგნოსტიკას, და იმისდა მიხედვით თუ როგორია კანი: აკნეს ტიპის, ცხიმიანი, გამომშრალი, კომბინირებული,  პიგმენტური ლაქებით, ასაკობრივად შეცვლილი თუ უბრალოდ გადაღლილი და მოშვებული, ან სრულიად ჯანმრთელი.. არჩევს მისი მოვლის ინდივიდუალურ პროგრამას.

    

პროცედურა რამდენიმე ეტაპიანია, მოიცავს  დემაკიაჟს,  კანის გათავისუფლებას  ზედაპირული მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან ,    ფორების გაწმენდას  ულტრაგერითი სკრაბერით ( საჭიროების შემთხვევაში კოვზით და მანუალურადაც).  პროცედურის მიმდინარეობისას გამოიყენება  Filorgas ,  (ფრანგული) Kenweelis ( ესპანური),  Gigi-ს (იზრაელი) და Soskin (ფრანგული)  სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი პროფესიული ხაზები. პროცედურის ბოლოს კანზე იდება დამამშვიდებელი, ფორების შემკვრელი  ნიღაბი,  ასევე  კანის ტიპის მიხედვით   ირჩევა  სებომარეგულირებელი,  ანტიბაქტერიული, გამაღიავებელი, ანტიოქსიდანტური ან გამაახალგაზრდავებელი ალგინატური ნიღბები.

   

შესაძლებელია სახის გაწმენდის  კომბინირება  მეზოთერაპიასთან .   გაწმენდილ კანში გაცილებით უკეთ აღწევს  მეზოკოქტეილში შემავალი , ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, ამინომჟავები, მიკროელემენტები, ჰიალურონის მჟავა.  ამ ორი პროცედურის კომბინაციით მიიღწევა წარმოუდგენლად სწრაფი, საოცარი შედეგი.   სახის კანს უბრუნდება ჯანმრთელი ფერი, ჯანსაღი მეზო-ბრწყინვალება. კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. პროცედურის დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება. 

    

კურსი მოიცავს საშუალოდ  3  პროცედურას,   10 დღიანი ინტერვალით.   შემდგომში  მანიპულაციების რაოდენობა და ინტერვალი განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად.  პროცედურის ხანგრძლივობა  საშუალოდ 90 წუთია.

    

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების  ჩვეულ რიტმს.

   

   

                                                                                                    შემდეგ "კანის მოვლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა" >>