Saturday, 16 December 2017 , 02:37:16

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

კონტურული პლასტიკა

   

                

კონტურული პლასტიკა- არამიმიკური ნაოჭების კორექცია

  

კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ელასტიურობას,  მასში არსებული ბუნებრივი კომპონენტი ჰიალურონის მჟავა განაპირობებს.

 

ჰიალურონის მჟავას (HA)  დონე  ასაკის მომატებასთან ერთად მცირდება, ხდება მისი გამომუშავების დაქვეითება, შედებად იცვლება სახის ფერი, კანი კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები და სახის მოცულობა მცირდება.  

 

სწორედ  ამ ცვლილებების კორექციისთვის ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ჰიალურონის მჟავას ბიოთავსებადი პრეპარატები:  იუვიდერმი (Juvederm),  ფილორგა (Filorga),  პრინცესი (Princess).

 

ამ პრეპარატების საშუალებით  ხდება  სტატიური ნაოჭების სრული შევსება და კანის გადასწორება,  ტუჩების მოცულობის გაზრდა,  სახის კონტურის კორექცია, კანის ელასტიურობის გაუმჯობესება.

 

კონსულტაციის შემდეგ ექიმი ირჩევს პაციენტისთვის შესაბამის პროდუქტს, როცედურა დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდება.  პროცედურის შემდეგ პაციენტი უკვე ხედავს პრეპარატის მოქმედების  წამიერ ეფექტს, რაც მომდევნო დღეებში კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება  და  დაახლოებით 1-1,5 წელი ნარჩუნდება. ინექციის ადგილზე შესაძლოა გაჩნდეს წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან შეშუპება , რაც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

    

                                                                                                                                                           შემდეგ "ბოტოქსი" >>