Wednesday, 18 October 2017 , 06:33:22

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

მეზონიდლნგი

        

     

სამედიცინო  მეზონიდლინგი

     

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდი პოპულარობის მქონე არაქირურგიულ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას.   ჩვენს კლინიკაში იგი  დიდი წარმატებით  გამოიყენება : წვრილი და მსხვილი ნაოჭების,  აკნეს შემდგომი და პოსტოპერაციული  ნაწიბურების , პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ასევე მისი საშუალებით ხდება კანის ზედაპირულ შრეებში  ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი მეზოკოქტეილების შეყვანა.

   

პროცედურა წარმოადგენს კანის წერტილოვან მიზანმიმართულ დაზიანებას, უწვრილესი ნემსებით აღჭურვილი სპეციალური ხელსაწყოთი( მეზოროლერით) ,  რომელიც მიზნად ისახავს ელასტინის და კოლაგენის ახალი  სტრუქტურების  წარმოქმნას(ნეოკოლაგენოზს)  .   მრავალი გამოკვლევით დადგინდა, რომ დერმაროლერით მკურნალობა ხშირად უკეთესი შედეგის მომტანია ვიდრე დერმაბრაზია,  ღრმა ქიმიური და ლაზერული პილინგები და მათგან განსხვავებით არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

      

უშუალოდ პროცედურის შემდეგ  კანზე აღინიშნება გამოხატული ლიფტინგი, ზედაპირი სწორდება, ნაწიბურები სადავდება , ქრება წვრილი და მცირდება ღრმა ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და ხარისხი.    პროცედურის ეფექტი რამოდენიმე კვირის შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, რადგან კანის შედარებით ღრმა შრეებში აქტიურდება კოლაგენის და ელასტინის სინთეზი.

      

პროცედურა არ ტარდება აქტიური აკნეს,  კელოიდური ნაწიბურების და  კანის ატროფიის შემთხვევაში.

მეზონიდლინგი ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით   და საშუალოდ   1 საათი გრძელდება. 

პროცედურის რაოდენობა განისაზღვრება  კანის მდგომარეობის და  ეფექტურობის ხარისხის მიხედვით (საშუალოდ 3-6), 2-3 კვირიანი შუალედებით. 

     

      

                                                                                                       შემდეგ "3D მეზოძაფები" >>