Wednesday, 18 October 2017 , 06:39:24

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

მეზოთერაპია

         

      

მეზოთერაპია

  

მეზოთერაპია  გაახალგაზრდავების ერთ-ერთი  ყველაზე ეფექტური  საშუალებაა. 

მეზოთერაპიის დროს კანში ინექციის  მეშვეობით შეყავთ სხვადასხვა სახის კოქტეილი. ამისათვის კოქტეილში შერეულია სპეციალური კომპონენტები რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს,  ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ნტიოქსიდანტებს.

 

კლინიკა ჰეალაინში მეზოთერაპია გამოიყენება  როგორც თმის ცვენის სამკურნალოდ ( იხ. თმის ცვენის მკურნალობა) ასევე გამაახალგაზრდავებელი პროცედურების კომპლექსში,  პრობლემური კანის ( აკნე, პიგმენტური ლაქები, პოსტ აკნე) სამკურნალოდ .

პროცედურის დროს  კანის ზედაპირულ შრეში შეყავთ  ცალკეული პრეპარატები ან სპეციალური კოქტეილი.

     

კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. ხდება კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, ელასტიურობის აღდგენა.

 

მეზოთერაპიის დროს ინექციები წვრილი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე კეთდება  სახეზე, ყელზე ,    დეკოლტესა  და  ხელის მტევანზე. პროცედურა საკმაოდ მარტივად  უმტკივნეულოდ და უსისხლოდ მიმდინარეობს.


შესაძლებელია მეზოთერაპიის კომბინაცია  სახის პროფესიულ წმენდასთან,  ასევე  ზედაპირულ პილინგთან.   მეზოეკლატი – ეს არის ზედაპირული პილინგისა და მეზოთერაპიის კომბინაცია, რითაც მკვეთრად გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს აღწევენ. პროცედურა იწყება ულტრაბგერითი პილინგით. შედეგად, კანი უფრო მეტად შეღწევადი ხდება ყველა იმ პრეპარატისთვის, რაც პროცედურის მიმდინარეობისას გამოიყენება.
 

კლინიკა ჰეალაინის   ექიმები მეზოთერაპიის კურსის ჩატარებისას იყენებენ  მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმების წარმოებულ პრეპარატებსა და კოქტეილებს.


პროცედურის დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება.  კურსი მოიცავს  4-6 პროცედურას,  7-10 დღეში  ერთხელ .მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად,  პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 30 წუთია.

 

მეზოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.

პროცედურა  ანესთეზიას  არ საჭიროებს.

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების  ჩვეულ რიტმს.

    

   

                                                                                                                       შემდეგ "მეზონიდლინგი" >>