Wednesday, 18 October 2017 , 06:36:17

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

პილიონგი

        

      

                                                     პილინგი      

                              

პილინგი ასაკობრივად შეცვლილი კანის არაოპერაციული მეთოდით გაახალგაზრდავების მეთდია. იგი ერთ-ერთ  ყველაზე პოპულარულ კოსმეტოლოგიურ პროცედურას წარმოადგენს.  პილინგი- იგივე ექსფოლიაცია , კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს და ამ გზით მიზნად ისახავს  კანის გარეგანი იერის გაუმჯობესებას. პილინგის საშუალებით ვებრძვით კანის დეფექტებს- ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ  ნაწიბურებს და სხვა.

    

მკვდარი უჯრედების მოცილების შემდეგ, კანის ღრმად მდებარე ახალგაზრდა  ჯანმრთელი უჯრედები იწყებს გაყოფას, რაც კანს არბილებს და ანაზებს. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი კანი  უფრო ელასტიური, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხდება.

    

პილინგი შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ასევე საშუალო და ღრმა.  ჩვენს კლინიკაში  ვიყენებთ ყველაზე საიმედო, აპრობირებულ და გარანტირებული ეფექტის მქონე ფილორგას (Filorga)  პილინგს.  იგი მიეკუთნება  ზედაპირულ პილინგებს და წარმოდგენილია გლიკოლის მჟავის სხვადასხვა  კონცენტრაციით. გლიკოლის მჟავა ეს ხილის მჟავაა, მას  აგრეთვე უწოდებენ ალფა-ჰიდროქსი მჟავას და შესაბამისად პროცედურას AHA-პილინგს. პროცედურა საშუალოდ 20-30 წუთი გრძელდება.  თავდაპირველად კანი ცხიმისგან იცმინდება,  სახეზე სხვადასხვა მჟავიანობის მქონე(pH) პილინგის აგენტი იდება , შემდეგ ხდება ჩამობანა და შემდგომი მოვლა ფილორგას აღმდგენი, ფოტოდამცავი და დამატენიანებელი საშუალებით.

      

პროცედურა უმტკივნეულოა. დასაშვებად მიჩნეულია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მჟავას ნეიტრალიზაციის შემდეგ გაივლის. თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა წვა შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს.

     

 ფილორგას პილინგი შეიცავს 18 აქტიურ ნივთიერებას, გააჩნია 4 სახის ზემოქმედება კანზე:

  • მომენტალური ეფექტურობა
  1. ექსფოლიაცია: გამწმენდი და ბრწყინვალების გამააქტივებელი მოქმედება( გლიკოლის მჟავა)

  2. დამცავი ფუნქცია: დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან, ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი ეფექტი(თეთრი თუთა, ყავისფერი წყალმცენარე, გლიცერინი, მცენარეული ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი)

  •  თანდათანობითი ეფექტურობა
  1. სტიმულაცია: ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება, კანის ლიფტინგი (ვიტამინები A,C,E)

  2. მაკორექტირებელი ზემოქმედება ადგილობრივ პიგმენტაციაზე  ( კოის მჟავა, ვიტამინი C)

  მკურნალობის კურსი მოიცავს 4 პროცედურას, 7-10  დღიანი ინტერვალით;

    

პროცედურა არ ტარდება კანის ინფექციური დაავადებების, ქრონიკული დერმატოზის, ანთებითი აკნეს, ჰერპესის აქტიური ფორმის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

    

    

                                                                                                                        შემდეგ "სახის წმენდა" >>