Saturday, 16 December 2017 , 02:35:05

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

პლაზმოლიფტინგი

   

     

პლაზმოლიფტინგი

    

პლაზმოლიფტინგი  კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია.  ამ პროცედურას საფუძვლად უდევს პაციენტის სისხლის აღების და დამუშავების სპეციალური მეთოდი.   პროცედურის დროს სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი  აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც მიკროინექციის გზით შეიყვანება კანში, იგი იძლევა პლაზმის აღმდგენ, მასტიმულირებელ ეფექტს და სისხლის უჯრედების უნიკალურ შესაძლებლობებს.

   

თრომბოციტული აუტოპლაზმა შეიცავს ზრდის ფაქტორებს მაღალი კონცენტრაციით,  ასევე ჰორმონებს, ცილებს, ვიტამინებს  ბუნებრივ კომბინაციაში. პლაზმოთერაპია საკმაოდ დიდი ხანია რაც გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგებში. ბოლო რამდენიმე წელია მისი გამოყენება  ფართოდ დაიწყეს კოსმეტოლოგიაში სახის გაახალგაზრდავებისთვის, აკნეს და პიგემნტური ლაქების სამკურნალოდ,  თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. პლაზმის და თრომბოციტების მოქმედებით უმჯობესდება მიკროცირკულაცია და უჯრედოვანი  მეტაბოლიზმი. იზრდება ადგილობრივი იმუნიტეტი, ითრგუნება პათოგენური ფლორა, აქტიურდება  საკუთარი ფიბრობლასტების , კოლაგენის და ელასტინის  სინთეზი . თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა ასტიმულირებს  თმის ზრდას.

   

მის უპირატესობას წარმოადგენს ის,  რომ მკურნალობა ხდება მხოლოდ  საკუთარი პლაზმის საშუალებით,  რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისლის პლაზმისგან, სხვა მინარევების გარეშე.

   

პროცედურა დაახლოებით 30 წუთი გრძელდება.

  

კურსი შეადგენს საშუალოდ 3-6 პროცედურას  2-3 კვირიანი შუალედით.

  

პროცედურა არ ტარდება:  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აუტოიმუნური დაავადებების, ანტიკოაგულანტების მიღების, მწვავე ჰერპესული ინფექციის , მწვავე ჰეპატიტების, ონკოლოგური დაავადებების დროს.


    

      

                                                                                                                               შემდეგ "მეზოთერაპია" >>