Thursday, 19 October 2017 , 22:56:02

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

კანის მოვლა

             

          

კანის მოვლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა

           

   ყოველი პაციენტი  ინდივიდუალურია.  განსხვავებულია მათი ჩივილები, კანის მდგომარეობა, ასაკობრივი ცვლილებები.

    

   შესაძლოა ერთი და იგივე ასაკის სხვადასხვა  პაციენტს  სრულიად განსხვავებული ჩივილები გააჩნდეს..  ერთს აწუხებდეს მიმიკური ნაოჭები და ორმადაკარგული ტუჩები,  მეორეს სახეზე გამონაყარი და ცხიმიანი კანი  , მესამეს პიგმრნტური ლაქები და კანის გამოშრობა..

   

  სწორედ ამიტომ  ჩვენს კლინიკაში დანერგილია პაციენტების მიმართ ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა, რასაც ერთობლივად ახორციელებენ კლინიკა ჰეალაინის   პლასტიკური ქირურგი და დერმატო-კოსმეტოლოგი.

   

   პროგრამის შერჩევა ხდება   პაციენტის სურვილის გათვალისწინებით,  კანზე არსებული პრობლემების და ასაკობრივი ცვლილებების მიხედვით.

   

    ჩვენი კლინიკა  ფეხდაფეხ მისდევს  ესთეტიური მედიცინის სიახლეებს და საკუთარ პრაქტიკაში ნერგავს ბოლოდროინდელ მიღწევებს. პაციენტების ამკურნალოდ მიმართავს  ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს.

   

       

                   

                                                                                                                                                         შემდეგ "პერმანენტული მაკიაჟი" >>