Thursday, 23 November 2017 , 04:36:08

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

თმის ცვენის დიაგნოსტიკა

როგორ ისმება დიაგნოზი, როცა საქმე ეხება თავის კანის და თმების დაავადებებს?

პირველ რიგში ხდება პაციენტთან გასაუბრება, ანამნეზის შეკრება_ჩივილები, დაავადების ხანგრძლივობა, მისი მიმდინარეობის ხასიათი, სტრესები, თანმხლები დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, გარკვეული მედიკამენტების მიღება, კვების ხასიათი და სხვა. შემდეგ მოდის გარეგანი, ვიზუალური დათვალიერება. ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში არის თმის ცვენის კერების ტიპიური სურათი. თავის კანის და თმების სხვა დაავადებების დროსაც ანალოგიურად ვიწყებთ დაზიანების კერის დათვალიერებას ნორმიდან გადახრის არსებობაზე და ვავლენთ თანმხლებ დაავადებებს (კანის დაზიანებები, პრობლემები დაკავშირებული_ფრჩხილებთან, წამწამებთან, წარბებთან. ჰირსუტიზმი, გამონაყარი, თმების ფაქტურა, მათი ცხიმოვნობა-სიმშრალე, ფესვები, დაბოლოებები) ასე რომ, ჩვენ თითქმის უკვე გვაქვს წინასწარი დიაგნოზი.


ამის შემდეგ იწყება ინსტრუმენტული გამოკვლევა_კომპიუტერულიმიკროსკოპია. 

დიაგნოსტიკასპეციალური ვიდეოკამერით, რომელიც კომპიუტერთანაა შეერთებული, ხდება მიკროსკოპით მრავალჯერადად გადიდებული გამოსახულების გადაცემა მონიტორზე. ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია, ვინაიდან პაციენტს აქვს საშუალება თვალნათლივ დაინახოს თავის თმებთან დაკავშირებული პრობლემები. იგი მოსახერხებელია ინფორმაციის შენახვის და მკურნალობის პროცესის მიკროსკოპიული კონტროლირების თვალსაზრისით(გაუმჯობასება-გაუარესების ვიზუალური, ობიექტური კონტროლირება). მიკროსკოპიული სურათი იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას თმის ბოლქვის მდგომარეობაზე, ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, თმის ღერის ზედაპირის ხასიათზე და სხვა მრავალზე.

დიაგნოსტირებაში მნიშვნელოვანია ტრიქოგრამა-განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს თმების გაძლიერებულ ცვენასთან. ხდება რამოდენიმე ათეული თმის (იდეალურ შემთხვევაში ზუსტად 100 თმა) აღება და მათი მიკროსკოპიული გამოკვლევა, განვითარების სხვადასხვა სტადიაში არსებული თმების პროცენტული თანაფარდობის დადგენა(ანაგენი, ტელოგენი). მიღებული მონაცემების ნორმასთან შედარებით შესაძლებელია გავიგოთ თუ რა მოსდის თმებს. მაგალითისთვის—ანდროგენული ალოპეციისას აღინიშნება ტელოგენში მყოფი თმების სიჭარბე (30%-მდე და მეტი).
დიაგნოზის დასმისას ყოველთვის გვჭირდება ჰორმონალური ფონის ცოდნა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ტ3, ტ4თავისუფალი, ტტგ) სასქესო ჰორმონები (ტესტოსტერონი, თავისუფალი ტესტოსტერონი, პროლაქტინი, ლგ, ფსგ, 17-ოქსიგიდროპროჟესტერონი და სხვა) ფერიტინი, ტრანსფერინი, შარდის დღიური ანალიზი ანდროგენებზე. ამ ანალიზების გარეშე ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

თმის ქიმიური შემადგენილობის გამოკვლევა

ხშირად საჭიროა პაციენტის გამოკვლევა მიკროელემენტებზე. მიკროელემენტური დისბალანსის შემთხვევაში (თმები არის საუკეთესო ინდიკატორი) საჭირო ეფექტის მიღწევა ამ გადახრების კომპენსაციის გარეშე რთულია. ამ ანალიზისთვის ვიღებთ თმებს კეფის არედან (კისერთან ახლოს).
რთულ შემთხვევაში კი საჭირო ხდება დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდების გამოყენება და სხვა სპეციალისტების კონსულტაციები.

შემდეგ «სპექტროგრამა»