Saturday, 23 September 2017 , 10:28:59

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

დიფუზური ალოპეცია


ყოველდღიური თმის ცვენა (100 თმამდე დღეში) ფიზიოლოგიური პროცესია: ფოლიკული, რომელმაც თმის ღერი დაკარგა, კვლავ შედის ანაგენის ფაზაში და ალოპეცია არ ვითარდება. თუმცა, ზოგჯერ გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად თმა მეტად ცვივა (1000 ღერამდე დღეში), რასაც მივყავართ დიფუზურ ალოპეციამდე. დიფუზური ალოპეციის მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ თმა ცვენას წყვეტს და ზრდას განაგრზობს.

დიფუზური ალოპეციის მიზეზებია:

  • ენდოიკრინული დაავადებები( ჰიპო- და ჰიპერთირეოზი, ჰიპოფიზის ფუნქციის შემცირება, ჰიპერკორტიციზმი და ა.შ.).
  • დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღება(ციტოსტატიკები, ანტიკოაგულიანტები, D-პენიცილამინი, თირეოსტატული პრეპარატები, რეტინოიდები, ანტიმალარიული საშუალებები და სხვა.
  • ემოციური და ფიზიკური სტრესი (ფეხმძიმობა,  ტრავმა, ცხელება).
  • ეკზოგენური და მეტაბულური ჰიპოპროტეინემია, მათ შორის სისხლის დაკარგვა, შიმშილი და მკაცრი დიეტა.
  • ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი.
  • რკინის,თუთიის და სხვა მინერალების დეფიციტი.
  • ავთვისებიანი დაავადებები.

დიფუზური ალოპეციადიფუზური ალოპეცია  ორი სახისაა, ანაგენური და ტელოგენური.

ანაგენური ალოპეცია –ანაგენი თმის აქტიური ზრდის ფაზაა,როდესაც თმის ღერი განუცკვეტლივ იზრდება სიგრძეში. თმის ანაგენური ცვენა ხდება უჯრედზე ტოქსიური მოქმედების შედეგად როგორიც არის მაგალითად სხივური ან ქიმიოთერაპია, ასეთი მკურნალობის დამთავრების შემდეგ თმები თავისით იზრდება, ხშირად თმა უფრო კარგი ხარისხის არის ვიდრე თერაპიამდე იყო. ანაგენური ალოპეციის მიზეზი უმეტეს შემხვევაში თვითონ პაციენტისთვისაც წინასწარ არის ცნობილი.

ტელოგენური ალოპეცი- ტელოგენი არის თმის ცვენის ფაზა,როდესაც თმის ბოლქვი შორდება დვრილოვან ზონას საიდანაც ხდება მთელი თმის კვება.თმა ნელ-ნელა კანის ზედაპირისკენ იწევა და ცვივა, იმავდროულად იმ ადგილზე ახალი თმა ჩაისახება და ყველაფერი თავიდან მეორდება.ნორმაში ანაგენი 3-6 წელი გრძელდება ტელოგენი 3-თვე .ჯანმრთელი ადამიანის თმიანი საფარველის ძირითადი ნაწილი ანაგენშია და მხოლოდ 15% იმყოფება ცვენის ფაზაში. არახელსაყრელი პირობების ზემოქმედებით, შესაძლებელია დაირღვეს თმის განვიარების ნორმალური მიმდინარეობა,რის გამოც ტელოგენში გადადის ჩვეულებრივზე ურფო მეტი რაოდენობის თმა.გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს სტრესი,მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ინფექციური დაავადებები,ოპერაციები,მშობიარობა,აბორტი,

ანტიბიოტიკების მიღება,ორგანიზმის ნებისმერი სახით ზედმეტი დატვირთვა.საგულისხმოა ის ფაქტი რომ,თმის ღერი ამ ფაქტორების ზემოქმედებიდან მერე დღესვე არ ცვივა.ცვენა იწყება დაახლოებით 3-6 თვის შემდეგ, პაციენტისთვის საკმაოდ ძნელია გაიხსენოს რა არის თმის ცვენის მიზეზი,ხშირად მიზეზი ბოლომდე უცნობი რჩება, მოგვიანებით თვითონ ფაქტი თმის ცვენისა ხდება სტრესის მიზეზი და ყალიბდება მანკიერი წრე.

ტრიქოგრამით დგინდება რომ თავის თმიანი საფარველის დიდი ნაწილი ტელოგენის ფაზაშია.

დიაგნოსტიკა

სწორი დიაგნოზის დასადგენად მნიშვნელოვანიაპაციენტის დეტალური გამოკითხვა, კვების ტიპის,ჯანმრთელობის მდგომარეობის,თმის მოვლის საშუალებების,მემკვიდრული ფაქტორების  დადგენა.

მკურნალობა

ალოპეციის მკურნალობა შეუძლებელია გარეგანი საშუალებბების გამოყენების გარეშე,ტრიქოლოგიურ თერაპიაში აქტიურად გამოიყენება ფიზიოთერაპიული პროცედურები,კერძოდ დარსონვალიზაცია.

გარდა ამისა თმის მიკროსკოპია (კომპუტერული დიაგნოსტიკა) გვაძლევს საშუალებას სწორად შევარჩიოთ ადგილობრივად გამოსაყენებელი თმის მოვლის სამკურნალო შამპუნი და სხვა პეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ ლოკალურად თმის ცვენის არეში  მიროცირკულაციის გაუმჯობესებას,ამავე დროს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სკალპიზე არსებული სხვადასხვა პრობლემების კორექცია.


შემდეგ «ნაწიბუროვანი ალოპეცია»