როგორ უნდა მივღწიო ისეთ შედეგს როგორიც მქონდა, წინ მაქვს ცოტა დაცვენილი
ერთ ეტაპად შესაძლებელია ბუნებრივთან მიახლოებული სიხშირის მიღწევა, სურვილის
შემთხვევაში კი შესაძლებელია გახშირება განმეორებითი გადანერგვით
თმის ცვენას თუ მკურნალობთ გარანტიით?
ჩვენს კლინიკაში წარმატებით მიმდინარეობს თმის ცვენის მკურნალობა და დიაგნოსტიკა. პაციენტი მოდის უფასო კონსულტაციაზე, სადაც ხდება ანამნეზის დეტალური შეგროვება, პაციენტის დათვარიელება, დგინდება თმის ცვენის ტიპი, იგეგმება მკურნალობის სტრატეგია და მოსალოდნელი შედეგი. თუ პაციენტს აქვს ანდროგენეტიკური და ნაწიბუროვანი (ნორმოტროფული ტიპის) ალოპეცია, თმის აღდგენის ერთადერთი ეფექტური მეთოდია საკუთარი თმის გადანერგვა. ამ შემთხვევაში შედეგი გარანტირებულია. თმის ცვენის არაოპერაციული მკურნალობა კი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე (სოცილური გარემო, ემიციური ფონი, იმუნური სტატუსი, თანმხლები დაავადებები, სტრესისადმი დაქვემდებარება, კვების ტიპი და ა.შ.).
რატომ არის თმის ტრანსპლანტაცია ასეთი პოპულარული მთელს მსოფლიოში?
ალოპეცია მამაკაცების უმრავლესობის მწარე ხვედრია, მიუხედავად ამისა, რომ ზოგიერთი მათგანი ამ მდგომარეობას არ ეგუება, მამაკაცები მაინც კარგავენ თავდაჯერებულობის გრძნობას, და ადრე თუ გვიან ცხოვრებისადმი ნტერესსაც, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მათ მომავალზე.
ტრანსპლანტაციამ მართლაც მოახდინა რევოლუცია ამ საკითხის გადაწყვეტაში, თმის გადანერგვა ძალზედ ეფექტურია და ადვილად გადაიტანება პაციენტების მიერ. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა მელოტი მამაკაცისათვის თავდაპირველი იმიჯის დაბრუნება ხანმოკლე დროში.
გადანერგვის გარდა თუ შეიძლება მკურნალობა შეთხელებული თმის, თმა ღებვის შედეგად დამიზიანდა და გამითხელდა. ვარ 33 წლის ქალბატონი.
თმის გადანერგვის გარდა, ჩვენს კლინიკაში თმის ცვენის მკურნალობის და დიაგნოსტიკის სხვადასხვა კომპლექსური მეთოდი არსებობს. გამოკვლევის გეგმის და მკურნალობის მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის დათვალერების და ანამნეზის ანალიზის შედეგად ხდება. დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდები შესაძლებელია ჩატარდეს სხვა პროფილის ექიმებთან კომპლექსური თანამშრომლობითაც, ამ გამოკვლევების საფუძველზე დგინდება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. კონსულტაცია უფასო და კონფედენციალურია.
რამდენად უსაფრთხოა თმის გადანერგვა, სამომავლოდ რაიმე უარყოფით შედეგებს ხომ არ გამოიღებს?
თმის გადანერგვა, როგორც ქირურგიული მანიპულაცია, გამოირჩევა მაქსიმალურად ზედაპირული ინვაზიით, ხორციელდება კანის ზედა ორ შრეში (ეპიდერმისსა და დერმაში), არ საჭიროებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას და რაიმე განსაკუთრებულ რეაბილიტაციას. ამდენად, თმის გადანეგვა აბსოლიტურად უსაფრთხოა და არც სამომავლოდ არ გამოიღებს რაიმე უარყოფით შედეგებს!
ალოპეციის მკურნალობა სრული შედეგით მთავრდება, თუ არსებობს ეფექტის არმიღების საშიშროება?
ალოპეცია არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სცვივა თმა. მისი გამომწვევი მიზეზებისა და კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ანდროგენეტიკურ, დიფუზურ(სიმპტომურ), ბუდობრივ, ნაწიბუროვან (დამწვრობისა, ტრამვის და გაატანილი ოპერაციების შედეგად) ალოპეციას. .ყველა ამ დაავადებისთვის მოწოდებულია მკურნალობისა და თმის აღდგენის სხვადასხვა მეთოდი. შესაბამისად ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ყველა ის მეთოდი და საშუალება, რომელსაც ითვალისწინებს მსოფლიო მედიცინის თანამედროვე სტანდარტები (თმის გადანერგვა როგორც ზონარის -“შტრიპ”, ასევე ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის - “FUE” მეთოდით, მეზოთერაპია, ფიზიოთერაპია, მიკროელემენტების სპექტრომეტრია, ტრიქოსკოპია და ა. შ.)
სწორად დასმული დიაგნოზისა და ადექვატური მურნალობის შებთხვევაში თმის ცვენის მკურნალობა კარგი შედეგით მთავრდება. მაგალითად, ანდროგენეტიკური და ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმის აღდგენის ერთადერთი, ეფექტური მეთოდია საკუთარი თმის გადანერგვა. ამ პროცედურის სწორად შესრულების შემთხვევაში გადანერგილი თმა ყოველთვის ამოდის!
ჩვენი კლინიკა გამოირჩევა პაციენტების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულებით, სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციითა და მკურნალობის დადებითი შედეგებით.
ხდება თუ არა თმის გადანერგვა ქალებში?
თმის გადანერგვა, ისევე ეფექტურია ქალებში როგორც მამაკაცებში, თუ არის ამისთვის ობიქტური ჩვენება, აქვთ
ანდროგენული ან ნაწიბუროვანი ტიპის ალოპეცია (დამწვრობის, ტრამვის ან გადატანილი ოპერაციის შემდეგ). ქალები ხშირად მიმართავენ თმის ტრანსპლატაციას შუბლის ხაზის კორექციის მიზნითაც. გამომდინარე იქიდან, რომ ქალებს აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნა თავის გარეგნობის მიმართ,ტრანსპლანტაციის დაგეგმვა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას ყოველი პაციენტის მიმართ,რათა შემდეგში არ მოხდეს მისი მოლოდინისა რეალური შედეგის შეუსაბამობა. თმის გადანერგვის ჩვენება განისაზრვრება კონსულტაციაზე.
გადანერგვის დროს თავის გადაპარსვა აუცილებელია?
თავის გადაპარსვა აუცილებელი არ არის სტრიპ მეთოდის დროს, რაც შეეხება FUE მეთოდს, სადონორო არეში თავი აუცილებლად იპარსება
როგორ ხდება თმის გადანერგვა განვადებით?
განვადებით თმის გადანერგვის პროცედურა - ჩვენს კლინიკა ში - ხორციელდება პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორ ტულად, არის უპროცენტო ( 0 %-ოვანი) და საკმარისია წარმოადგინოთ მინიმუმ 400 ლარიანი ხელფასის ცნობა. პირველადი შესატანი კი, არის საერთო ღირებულების მხოლოდ 60%.
ვიმედოვნებ თქვენი დახმარებით შეიძლება დაკარგული თმის აღდგენა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში თმის აღდგენითი მედიცინის შესაძლებლობები განსაკუთრებით გაიზარდა, ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების საშუალებით შესაძლებელია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თმის ღერის(10000 და მეტი) გადანერგვა . რაც საშუალებას გვაძლევს ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული სიხშირით აღვადგინოთ დაკარგული თმა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თმის გადანერგვის ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტის პირად მახასიათებლებზეც: თმის ფერი და სტრუქტურა, გამელოტების ხარისხი და ფართობი, სადონორო თმის სიხშირე, კანის სტრუქტურა და ა.შ. ამიტომ აუცილებელია კვალიფიციყრ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც მოგცემთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენს შემთხვევაში თმის გადანერგვის ეფექტურობაზე. ჩვენს კლინიკაში კონსულტაცია უფასოა და კოფედენციალური.
თმა არ მაქვს ბოლომდე გაცვენილი, მაგრამ წინა მხარეს მაქვს შეთხელებული, შეიძლება შეთხელებულ ადგილას თმის გადანერგვა? ასეთი გზით შესაძლებელია სიმელოტე საერთოდ ავიცილო თავიდან?
თმის გადანერგვა ერთნაირი წარმატებით ხორციელდება როგორც სრულად გამელოტებულ უბანზე, ასევე თმის შეთხელებულ არეშიც. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გადანერგილი თმა არასოდეს არ ცვივა, არსებული თმის ცვენის პროგრესირების შემთხვევაშიც კი ადამიანი არასოდეს არ გამელოტდება, მხოლოდ შეიძლესა კიდევ დასჭირდეს თმის განმეორებით გადანერგვა, რათა სრულფასოვნად აღიდგინოს დაკარგული თმა. აღსანისნავია, რომ საკუთარი თმის გადანერგვას პროფილაქტიკური ეფექტიც აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ თმის გადანერგვის შემდეგ არსებული (არა გადანერგილი) თმის გაცვენის ალბათობა ზოგჯერ მნიშვნელოვნად მცირდება.
რამდენად მტკივნეულია თმის გადანერგვის პროცედურა პაციენტისთვის?
თმის გადანერგვა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, კომფორტულ პირობებში, პაციენტისთვის აბსოლუტურად უმტკივნეულოდ! პროცედურა მიმდინარეობს პაციენტისთვის თავისუფალ რეჟიმში, მას შეუძლია უყუროს ტელევიზორს, მოუსმინოს მუსიკას, ისაუბროს მობილურ ტელეფონზე, ესაუბროს მედპერსონალს და ა.შ. (იხილეთ ვიდეოგალერეა ჩვენს საიტზე)
მაინტერესებს თმის გადანერგვის ფასი. მაგალითად საწყისი ფასი. რა ღირს თმის ერთი ღერის გადანერგვა?
თმის გადანერგვის ფასი დამოკიდებულია გადანერგილი გრაფტების რაოდენობაზე (გრაფტი- არის ფოლიკულების მორფო-ფუნქციონალური გაერთიანება, რომელიც შეიცავს 1-დან 3 თმამდე) დღეისათვის ჩვენს კლინიკაში გრაფტის ფასი არის 1 ლარი ზონრის ექსციზიის (შტრიპ) მეთოდით და 2,0 ლარი – FUE მეთოდით. ფასები მერყეობს 1000-დან 4000 ლარამდე. კონსულტაცია კლინიკაში უფასოა და კონფიდენციალური, ტარდება 10 საათიდან 18სთ-მდე ყოველ დღე კვირის გარდა, შაბათს 10-დან 14სთ-მდე. კონსულტაციაზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ კლინიკის ცხელ ხაზზე 30 00 30 ან 893 62 32 62
მაინტერესებს ყველაფერი ბიოპარიკების შესახებ.
ბიოპარიკი –თმის არაოპერაციული აღდგენის საშუალებაა, მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. ბიოპარიკი შეირჩევა ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად, კონკრეტული ზომების გათვალიწინებით. შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი თმის ფერი, სიგრძე, სტრუქტურა და ვარცხნილობა. ბიოპარიკის საფუძველი მზადდება სპეციალური მასალისაგან რომელიც ადგილობრივად არ იწვევს კანის გაღიზიანებას, ჰაერს ატარებს, კომფორტულადაა მორგებული კონკრეტული ადამიანის თავზე და აბსოლიტურად შეუმჩნეველია გარშემომყოფთათვის. ბიოპარიკი მაგრდება შესაბამისი ბიოწებოთი დაახლოებით ერთი თვის ვადით. ის თავზე იმდენად მჭიდროდ არის მორგებული რომ ადამიანს შეუძლია აკეთოს ნებისმიერი აქტიური მოძრაობა (ცურვა, სირბილი, და ა.შ სპორტის სხვადასხვა სახეობები) ყველანაირი უხერხულობის გარეშე. ყოველ ერთ თვეში ხდება მისი ხელახალი ფიქსაცია. ბიოპარიკის გამოყენება არ არის მუდმივი და ვარგისიანია დაახლოებით 1,5 - 2 წელიწადი.
რამდენად შესაძლებელია გამოხშირულ უბანზე თმის გადანერგვის შემთხვევაში გადანერგილთან ერთად არსებული თმის შენაჩუნება, თუ მანმადე თმის ცვენა ინტენსიურად მიმდინარეობდა.
გადანერგილი თმა არასოდეს არ სცვივა! გადანერგილთან ერთად არსებული თმების შენარჩუნება სავსებით შეაძლებელია. აღსანისნავია, რომ საკუთარი თმის გადანერგვას პროფილაქტიკური ეფექტიც აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ თმის გადანერგვის შემდეგ არსებული (არა გადანერგილი) თმის გაცვენის ალბათობა ზოგჯერ მნიშვნელოვნად მცირდება. თუ თმის ცვენა ინტენსიურად მიმდინარეობს შეგვიძლია თმის ტრანსპლანტაციის პარალეურად დავგეგმოთ სხვა სამკურნალო ღონისძიებები (მეზოთერაპია, ფიზიოთერაპია და ა. შ.). მკურნალობის სტრატეგიის უფრო კონკრეტულად დაგეგმვისათვის აუცილებელია კვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია. კონსულტაციაზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ტელეფონზე 30-00-30, ან 8 93 62-32-62. ჩვენს კლინიკაში კონსულტაცია უფასოა!
რამდენად შენარჩუნდება გადანერგილი თმა ტრანსპლანტაციის შემდეგ, შესაძლებელია თუ არა მათი გაცვენა?
სადონორო ზონაში (კეფის და საფეთქლის მიდამოები) განლაგებულ ფოლიკულებს არ გააჩნიათ ანდროგენმგრძნობიარე რეცეპტორები, ამიტომ ისინი რეზისტენტული არიან გამელოტების ფაქტორების მიმართ და ინარჩუნებენ ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე. მეცნიერულად დასაბუთებული ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში კეფისა და საფეთქლის მიდამოებში თმების მარაგი ჭარბადაა წარმოდგენილი. საკუთარი თმის გადანერგვა _ ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში, კანის გარკვეულ სიღრმეში, სადაც აღინიშნება ოპტიმალური სისხლმომარაგება, რაც უზრუნველყოფს ფოლიკულის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.
სადონორო ზონიდან ფოლიკულები გადანერგვის შემდეგაც განაგრძობენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფენ ნორმალური, ჯანსაღი თმების ზრდას. გადანერგილი თმა არასოდეს არ ცვივა! სწორედ ამიტომ., მთელს მსოფლიოში, ანდროგენეტიკური ალოპეციის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ მეთოდად ითვლება თმის გადანერგვა!
რამდენი თმის ღერის გადანერგვა არის შესაძლებელი?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში თმის გადანერგვის ტექნოლოგია ძალიან დაიხვეწა. ის საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გაიზარდოს ერთ ეტაპად გადანერგილი თმის რაოდენობა, ეს დამოკიდებულია ორ ძირითას ფაქტორზე, აუცილებლობა და შესაძლებლობა.
აუცილებლობის ქვეშ იგულისხმება გამელოტებული ადგილების ფართი და გრაფტების ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კარგი კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად. ხოლო შესაძლებლობაში - პაციენტის სადონორო ზონის მდგომარეობა. ეს ფაქტორები ინდივიდუალურია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მაქსიმალური აუცილებლობის დროს, სადონორო მარაგის მაქსიმალურად შენარჩუნების შემთხვევაში, ერთ ეტაპად შესაძლებელია 10000 მდე თმის ღერის გადანერგვა, რაც სავსებით საკმარისია ნორმალური სიხშირის მისაღწევად და დაკარგული გარეგნობის დასაბრუნებლად.
16 წლის ვარ და მაწუხებს თმის ცვენა უკვე 2 წელია საკმაოდ შემითხელდა. ჩამოთვლილი პროცედურებიდან და წამლებიდან რომლის მიღება არ მიღება შემიძლია?
საიტზე მითითებული პროცედურებიდან თამამად შეგიძლიათ ჩაიტაროთ მეზოთერაპია და გარკვეული ფიზიოპროცედურები
დღეისათვის რომელ მეთოდზე უფრო მეტი მოთხოვნაა სტრიპ-ზე თუ ფუე-ზე?
რა თქმა უნდა სტრიპ მეთოდზე, უფრო ამომწურავად იხ. სტატიაში ფუე თუ სტრიპ მეთოდი ჰოუმ პეიჯზე.