ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2012 , 07:33:20

საიტზე ძიება

"ფუე" მეთოდი"ფუე" მეთოდი

თმის უნაკერო აუტოტრანსპლანტაციის მეთოდი

XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში აშშ-ში გამოჩნდა პუბლიკაციები თმის უნაკეროდ ამოღების და გამელოტების ადგილზე მათი ჩანერგვის მეთოდის შესახებ.

ჩვენს კლინიკაში თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდი წარმატებით გამოიყენება კლინიკის დაარსების დღიდან.
ამ მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თმის ფოლიკულების ამოღება, (კერძოდ მიკროგრაფტების), ტარდება კანის განაკვეთის გარეშე, სპეციალური მინიატურული ინსტრუმენტის საშუალებით, ოპტიკური ხელსაწყოებით კონტროლის ქვეშ.
მეთოდს ავტორმა - ვ.როსმანმა (W.Rassman) - დაარქვა  "Follicular Unit Exration  (FUE) 

FUE  მეთოდისათვის პირველი ავტომატიზირებული აპარატი- გრაფტების ექსტრაქტორი- შექმნა პროფ. თამაზ თამაზაშვილმა.

თმის უნაკერო აუტოტრანსპლანტაციის მეთოდის  ჩვენება


თმის უნაკერო აუტოტრანსპლანტაციის მეთოდი ნაჩვენებია მცირე მოცულობის ჩარევის (კორეგირების) დროს, ისეთების როგორიც არის წამწამების სიხშირის გაზრდა, წვერის, ულვაშების, წარბების ფორმის და სიხშირის კორეგირება, პოსტოპერაციული ნაწიბურების კორექცია (მათ შორის თავის თმიან ნაწილზე პლასტიკური ოპერაციების შემდგომი), თავის თმიანი ნაწილების პოსტტრავმული ნაწიბურების კორექცია, პლასტიკური ოპერაციების შემდეგ შუბლის წინა ხაზის და  საფეთქლის ხაზის კორექცია.

თავზე სადონორო მარაგის დეფიციტის შემთხევში, უნაკერო მეთოდი საშუალებას გვაძლევს ამოვიღოთ თმის ფოლიკული სხეულის სხვა ნაწილებიდან:  გულმკერდი, ზურგი, მხრები და ა. შ.
თმის უნაკერო გადანერგვის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია "სტრიპ" მეთოდთან ერთად მეგასესიების დროს (3000 და მეტი გრაფტის გადანერგვა ერთ პროცედურაში) რაც საშუალებას  გვაძლევს მიკროგრაფტები მოვიძიოთ განაკვეთის ხაზის ზემოთ და ქვემოთ, და ამით ვუზრუნველყოთ გრაფტების საკმარისი რაოდენობა მარალი ხარისხის გამელოტების და სადონორო ზონაში სკალპის ცუდი მობილობის დროსაც კი.
FUE ტრანსპლანტაცია, როგორც ტანასპლანტაციის სხვა სახეები, მიმდინარეობს 3 ეტაპად:

1. სადონორო  მსალის  მოძიება, 

2. მიკროხვრელების  ფორმირება  სარეციპიენტო  ზონაში, 

3. მიკროგრაფტების  იმპლანტაცია  (გადანერგვა)  გამელოტების ზონებში.


FUE მეთოდიუნაკერო მეთოდი "სტრიპ" მეთოდისაგან განსხვავდება მხოლოდ სადონორო მასალის მოძიების ტექნოლოგიით,  სხვა ეტაპები იდენტურია.  FUE მეთოდით ერთი პროცესის დროს რეკომენდირებულია  1000-მდე  გარფტის ექსტრაგირება, თუმცა ჩვენს კლინიკაში  ერთ ეტაპად, კეფის არიდან, 2000 გრაფტის გადანერგვასაც ვახდენთ.




თმის უნაკერო აუტოტრანსპლანტაციის მეთოდის უპირატესობა
  • სადონორო ზონაში ნაწიბურების არარსებობა
  • ნაკერების დადების აუცილებლობის არარსებობა.
  • თმის გადანერგვის შესაძლებლობები სხეულის სხვა ნაწილებიდან.
  • განსაზღვრული სტრუქტურის და შემადგენილობის ექსტრაგირებული გრაფტების რაოდენობის ზუსტი გათვლა.

შემდეგ «გრაფტების დამუშავება»