FUE ( უნაკერო) თუ STRIP (ზონრის) მეთოდი?
უნაკერო მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თმის ფოლიკულების ამოღება, მათ შორის მიკროგრაფტების, ხდება კანის გაკვეთის გარეშე, სპეციალური მინიატურული ინსტრუმენტის საშუალებით ოპტიკური ხელსაწყოთი კონტროლის ქვეშ. ამ მეთოდის ავტორმა-დოქტორმა როსმანმა (W.RASSMAN) ამ მეთოდს დაარქვა "Follicular Unit Extraction" რაც თარგმანში ნიშნავს "ფოლიკულური გაერთიანებების ამოფხვნას". ეს მეთოდი შეიქმნა მცირე მოცულობის გადანერგვებისთვის (წარბების, წამწამების, ულვაშების გადანერგვისთვის, მცირე ზომის ნაწიბურებში და ალოპეციის დაწყებით სტადიებში თმის გადანერგვისთვის). შემდგომში ამ მეთოდს უწოდეს უნაკერო, რაც პაციენტებისთვის ერთობ მაცდუნებლად ჟღერდა. კლინიკებს შორის მზარდი კონკურენციის პირობებში კი ამ მეთოდის ფართედ რეკლამირებას მიჰყვეს ხელი.
მაგრამ, თმის გადანერგვით მიღებული (ოსმეტიკური თვალსაზრისით) სასურველი ეფექტური შედეგის მიღწევა განისაზღვრება არა მარტო ფოლიკულური გაერთიანებების ამოღების მეთოდით და გადასანერგი გრაფტების რაოდენობით, არამედ თმის გადანერგვის შემდეგ ამოსული თმის რაოდენობითა და თმის ღერის სტრუქტურის ხარისხით.
STRIP მეთოდის გამოყენების დროს ამოღებული სადონორო ზონარიდან გრაფტების დამზადება ხდება გამოცდილი ასისტენტების მიერ სტერეომიკროსკოპების ქვეშ (10-12 ჯერადი გადიდებით) ხელით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს თმის ფოლიკულების დაზიანებას. "უნაკერო" მეთოდის დროს კი სადონორო არიდან გრაფტების ამოღება ხდება აპარატით (მბრუნავი, მჭრელი ცილინდრი 1მმ-მდე დიამეტრის) ან ამოიხვნება ხელით ორი პინცეტის საშუალებით-წინსწარ ფოლიკულური გაერთიანების, გრაფტის ირგვლივ წრიული განაკვეთის გაკეთების შემდეგ. ასეთ პირობებში კი ფოლიკულების დაზიანების ალბათობა ძალზედ დიდია.
STRIP მეთოდით ამოღებული გრაფტების გადანერგვისშემდგომი აღმოცენება შეადგენს 98-100%-ს, რაც შესწავლილი და მეცნიერულად დამტკიცებულია. ანალოგიური მონაცემები FUE-მეთოდის შემთხვევაში - სამეცნიერო ლიტერატურაში არ მოიძებნება. გამოქვეყნებულია მხოლოდ პოპულისტური ხასიათის ერთეული სტატიები, რომლებსაც არ გააჩნიათ მეცნიერული საფუძვლები და რომლებშიც არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული სანდო დასკვნები.
იმის მტკიცება, რომ FUE მეთოდს უპირატესობა მივანიჭოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კეფის არეში არ რჩება ნაწიბური ერთობ სადავო საკითხია. თუ გავითვალისწინებთ ჭრილობის შეხორცების პირობებს, სათანადოდ გამოვთვლით ამოსაკვეთი ზოლის ზომებს და პროფესიონალური თვალსაზრისით წუნის გარეშე - ტრიხოფიტური ნაკერებით გავაკეთებთ სადონორო არის პლასტიკას, ნაწიბური რჩება ძალზედ წვრილი და ნაზი, თითქმის შეუმჩნეველი მოკლე ვარცხნილობის შემთხვევაშიც კი.
ქვემოთ გთავაზობთ FUE და STRIP მეთოდების უპირატესობებს და ნაკლს:
- FUE-ს დროს კეფის არედან ერთი პროცედურის განმავლობაში შესაძლებელია 2500 გრაფტის ამოღება, დიდი ხარისხის სიმელოტის დროს კარგი კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად საჭიროა განმეორებითი პროცედურები. STRIP მეთოდის დროს კი ერთი პროცედურის ფარგლებში კარგი სადონორო სიხშირის პირობებში შესაძლებელია 4000-5000 გრაფტამდე გადანერგვა, რაც დიდი ხარისხის სიმელოტის შემთხვევაშიც კი ხშირად საკმარისია კარგი კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად.
- FUE მეთოდის დროს აუცილებელია თმის გადაპარსვა კეფისა და საფეთქლის არეებში. მხოლოდ 500 გრაფტამდე გადანერგვის შემთხვევაში საკმარისია კეფის არეში ვიწრო ზოლად თმის გადანერგვა , რომელიც შეიძლება დაიფაროს თმით. STRIP-მეთოდის დროს კი თმის მთლიანად გადაპარსვა კეფის არეში არაა საჭირო. ნაკერი კეფაზე იფარება თმით და არ არის შესამჩნევი ოპერაციის დამთავრებისთანავე.
- FUE-ს დროს რეაბილიტაციის პერიოდი ხანგრძლივია, სამსახურში გასვლა შესაძლებელია 10-12 დღის შემდეგ, როცა შეხორცდება და შეინიღბება თმებით მრავალრიცხოვანი წვრილი 1მმ- მდე ზომის მრგვალი ჭრილობები კეფისა და საფეთქლის არეებში, რომლებიც კეპკითაც ვერ დაიფარება. STRIP მეთოდის დროს კი რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა, სამსახორში გასვლა შესაძლებელია მეორე დღესვე.
- FUE -ს დროს ოპერაციის ხანგრძლივობა 6-10 საათია, პროცედურა იწვევს დისკომფორტს. STRIP მეთოდის დროს ოპერაციის ხანგრძლივობა 2-5 საათია, გადასანერგი გრაფტების რაოდენობიდან გამომდინარე. პროცედურა პაციენტისთვის უფრო მეტად კომფორტულ პირობებში მიმდინარეობს.
- FUE-ს დროს სახის შეშუპების ალბათობა მეტია STRIP მეთოდთან შედარებით, ვინაიდან პაციენტს სახით დაბლა წოლა უწევს რამოდენიმე საათის განმავლობაში.
- FUE-ს დროს გრაფტების ექსტრაქცია-ამოღება ხდება აპარატით ( მბრუნავი ცილინდრი 1მმ-მდე დიამეტრის) ან ამოიფხვნება ორი პინცეტით ფოლიკულური გაერთიანების ირგვლივ დერმის ცილინდრული გაკვეთის შემდეგ. რის გამოც ფოლიკულების დაზიანების ალბათობა მაღალია. STRIP დროს კი გრაფტების პრეპარირება ხდება გამოცდილი ასისტენტების მიერ სტერეომიკროსკოპების ქვეშ, ამოკვეთილი სადონორო ზონარიდან, რის გამოც ფოლიკულების დაზიანებას ადგილი თითქმის არა აქვს.
- FUE-ს დროს გადანერგილი გრაფტების გაზრდადობა, სტრუქტურის ხარისხი შესწავლილი არ არის. STRIP დროს კი გაზრდადობა 98-100%-ია.
- FUE-ს დროს ოპერაციის ღირებულება 2-ჯერ მეტია STRIP-თან შედარებით.
- FUE-ს დროს ნაკერის დადების აუცილებლობა არაა. STRIP-ს დროს კი კეფის არეში ედება ნაკერი თვითგაწოვადი ძაფით.
- FUE-ს დროს რჩება პატარა ზომის 1მმ-მდე დიამეტრის ნაწიბურები, რომლებიც მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი შეუმჩნეველია, მაგრამ კანის ტიპიდან გამომდინარე გამორიცხული არაა გადაპარსული თავის შემთხვევაში შესამჩნევი იყოს. STRIP-ის დროს კი კეფის არეში რჩება ხაზოვანი წვრილი, ნაზი ნაწიბური, რომელიც ასევე შეუმჩნეველია მოკლე ვარცხნილობის შემთხვევაში, მაგრამ 0-ზე გადაპარსვის შემთხვევაში კი შესამჩნევი იქნება.
- FUE-ს დროს სადონოროდ გამოიყენება თმა არა მარტო კეფის და საფეთქლის არეებიდან, არამედ-მკერდიდან, ზურგიდან, მხრებიდან და სხეულის ნებისმიერი თმიანი არიდან. შესაძლებელია STRIP მეთოდის დამატებადაც კი გამოვიყენოთ მეგასესიების დროს (4000 და მეტი გრაფტის გადანერგვები) სადონორო ზოლის მიმდებარე არეებიდან, მის ზევიდან და ქვევიდან, და ამით ვუზრუნველყოთ საკმარისი რაოდენობის გრაფტების გადანერგვა დიდი ხარისხის ალოპეციის დროს, თავის კანის დაბალი მობილობის დროს. STRIP მეთოდით გადანერგვის დროს ვიყენებთ მხოლოდ კეფის და საფეთქლის არეების თმას.