Thursday, 23 November 2017 , 04:32:51

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

FUE თუ Strip ?

  

FUE (უნაკერო) თუ Strip (ზონრის) მეთოდი?

     

უნაკერო  (FUE)  მეთოდის  თავისებურება არის ის, რომ თმის ფოლიკულების (გრაფტების) მოპოვება ხდება ყოველგვარი განაკვეთების გარეშე, სპეციალური მინიატურული ხელსაწყოს საშუალებით, ოპტიკური მოწყობილობის კონტროლის ქვეშ. მეთოდის ავტორმა, ვ, რასმანმა მას უწოდა „Follicular Unit Extraction”,  რაც ნიშნავს „ფოლიკულური გაერთიანების ექსტრაქციას“. მეთოდი შეიქმნა მცირე რაოდენობის  თმის აღსადგერნად (წარბის, ულვაშის აღდგენა, თმის გადანერგვა მცირე ზომის ნაწიბურებში, გამელოტების საწყისი  სტადიებისთვის).  შემდგომ მეთოდს უწოდეს  “ უნაკერო“, „არაოპერაციული“, „გადანერგვა ნაწიბურების გარეშე“ და ა.შ.  ბოლო წლების განმავლობაში მეთოდის  ტექნოლოგიის დახვეწასა და ახალი ინსტრუმენტების გაჩენასთან ერთად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში შესაძლებელი გახდა FUE მეთოდის  გამოყენება გამელოტების მაღალი ხარისხის დროსაც.

  

Strip (ზონრის) მეთოდის დროს გრაფტები პრეპარირდება (მოიპოვება) კეფის არედან ამოღებული სადონორო ზონრიდან, გამოცდილი ასისტენტების მიერ  სტერეოსკოპული მიკროსკოპების გამოყენებით (12–20 ჯერადი გადიდების პირობებში), რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას. უნაკერო მეთოდის დროს  გრაფტები მოიპოვება სადონორო მიდამოდან  ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, აპარატის (0,6–0,9 მმ დიამეტრის მბრუნავი ცილინდრი) საშუალებით ან ხდება ამოღება ასისტენტის მიერ ფოლიკულური ჯგუფის–გრაფტის გარშემო ცილინდრული განაკვეთის გაკეთების შემდეგ. ასეთ პირობებში ხვეული თმის დაზიანების ალბათობა იზრდება.

  

მოსაზრება, მივნიჭოთ უპირატესობა FUE (უნაკერო) მეთოდს  Strip (ზონრის) მეთოდთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ კეფაზე არ რჩება ნაწიბური, არის სადაო. თუ Strip მეთოდის დროს ქირურგი ითვალისწინებს ჭრილობის შეხორცების პირობებს, სწორად განსაზღვრავს ამოსაღები ზონრის ზომებს, პროფესიონალურად ასრულებს სადონორო ზონის პლასტიკას ნაკერის ტრიქოფიტური დახურვის გამოყებებით, მაშინ წარმოიქმნება ძალზე ნაზი ნაწიბური, რომლის შემჩნევა შეუძლებელია ძალიან მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი.

  

მნიშვნელოვანია იცოდეთ! მსოფლიოში  არსებობს თანამედროვე ფოლიკულური მიკროტრანსპლანტაციის მხოლოდ ორი მეთოდი: ზონრის (Strip) და უნაკერო(FUE). ორივე მეთოდი (FUE და Strip), ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში.  ორივე მეთოდს გააჩნია თავისი უპირატესობები, თავისებურებები, ჩვენება და უკუჩვენება, და  მათი განხილვა ერთმანეთის კონკურენტად (საპირისპიროდ) არ შეიძლება. პირიქით, მაღალი ხარისხის გამელოტების დროს  ამ ორივე მეთოდის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ 30–35%  მეტი გრაფტი ვიდრე მხოლოდ Strip ან   FUE მეთოდის გამოყენების დროს. ეს თავის მხრივ საშუალებას გავძლევს თმა გადავნერგოთ უფრო მეტი სიხშირით და შევამციროთ პროცედურების რაოდენობა.

       

    

Strip  და  FUE მეთოდების უპირატესობები და ნაკლოვანებები.

       

STRIP (ზონრის) მეთოდი

FUE (უნაკერო) მეთოდი

1

კარგი სადონორო თმის სიხშირის დროს ერთ პროცედურაში შეასაძლებელია დიდი რაოდენობის (5000 და მეტი) გრაფტის (~11500 ფოლიკულის) გადანერგვა, რაც ხშირად საკმარისია კარგი კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად.

  

ერთ პროცედურაში შესაძლებელია 4000 გრაფტის მოპოვება (~9200 ფოლიკული). თუმცა ასეთი მასშტატბები სრულდება მხოლოდ მსოფლიოს  ერთეულ კლინიკებში, მათ შორის ჩვენს კლინიკაშიც. გამელოტების მაღალი ხარისხის დროს, კარგი კოსმეტიკური ეფექტის მისაღებად ზოგჯერ საჭიროა განმეორებითი გადანერგვა.

   

   

2

არ არის აუცილებელი თმის გაპარსვა კეფაზე. ნაკერი იმალება თმის ქვეშ  და არ ჩანს უშუალოდ პროცედურის შემდეგაც.

  

.საჭიროა თმის მთლიანად გადაპარსვა. ხოლო  1000–1500 გრაფტის გადანერგვის დროს იპარსება ვიწრო ზოლი კეფაზე, რომელიც ასევე შეიძლება თმებით დაიფაროს.

   

3

მოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი, უკვე მეორე დღესვე შესაძლებელია რომ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სამუშაოს.

   

სარეაბილიტაციო პერიოდი გრძელდება 5-7 დღე, სანამ არ შეხორცდება და თმებით არ დაიფარება მრავალრიცხოვანი, მცირე ზომის ნაჩხვლეტები სადონორო ზონაში.

   

  

4

პოსტოპერაციული პერიოდში არ არის გამოხატული სისხლჩაქცევები და სახის შეშუპება.

   

პოსტოპერაციულ პერიოდს აგრეთვე არ ახასიათებს არანაირი შეშუპება და სისხლჩაქცევა.

   

   

5

ოპერაციის ხანგრძლივობა 2–5 საათია და დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე.

   

ოპერაციის ხანგრძლივობა 2–7 საათია (გადასანერგი გრაფტების რაოდენობიდან გამომდინარე), მიმდინარეობს შესვენებებით, პაციენტისთვის კომფორტულ პირობებში.

   

6

გრაფტების პრეპარირება (მომზადება) ხდება კეფის არედან ამოღებული სადონორო ზონრიდან გამოცდილი ასისტენტების მიერ, სტერეომიკროსკოპების გამოყენებით, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად  ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას.

 

გრაფტები მოიპოვება ყოველგვარი განაკვეთის გარეშე აპარატით (0,6–0,9 მმ დიამეტრის მბრუნავი ცილინდრი)  ან მათი ამოღება ხდება პინცეტის საშუალებით ფოლიკულების გარშემო ცილინდრული განაკვეთის გაკეთების შემდეგ. გრაფტების დაზიანების ალბათობა იზრდება ხვეული თმის მოპოვებისას.

  

  

7

გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა ძალიან მაღალია (98-100%).

 

გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა ზოგიერთ შემთხვევაში რამდენადმე მცირეა.

 

8

ოპერაციის შემდეგ არ არის აუცილებელი ნახვევის დადება.

 

ოპერაციის შემდეგ კეფაზე იდება ნახვევი ერთი დღით.

   

  

9

ოპერაციის ღირებულება  არ არის მაღალი.

 

ოპერაციის ღირებულება Strip მეთოდთან შედარებით მეტია.

 

10

კეფაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი.

 

არ იდება არანაირი ნაკერი.

 

11

კეფაზე რჩება წვრილი , ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც შეუმჩნეველია ძალიან მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი, თუმცა ჩანს გადაპარსულ თავზე.

   

კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური.

  

  

  

12

სადონორო მასალად გამოიყენება მხოლოდ კეფისა და საფეთქლის თმები.

    

   

    

  

   

მეთოდი გვაძლევს საშუალებას მოვიპოვოთ თმა სხეულის სხვა ნაწილებიდან: წვერიდა, გულმკერდიდან, ზურგიდან, და ა.შ. 

შეიძლება გამოყენებული იქნას კომბინაციაში ზონრის მეთოდთან ერთად მეგასესიების დროს (5000 და მეტი გრაფტის გადანერგვა ერთი პროცედურის ფარგლებში). ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას მოვიპოვოთ გრაფტები განაკვეთის (ნაკერის) ზემოდან და ქვემოდან და ამით ვუზრუნველყოთ საკმარისი გრაფტების რაოდენობის გადანერგვა მაღალი ხარისხის გამელოტებისა და სკალპის ცუდი მობილობის დროსაც კი.

   

უნაკერო მეთოდი განსხვავდება სტრიპ მეთოდისაგან მხოლოდ სადონორო მასალის მოპოვების ტექნოლოგიით. ყველა სხვა ეტაპი (მიკროხვრელების ფორმირება, ფოლიკულების ჩასმა მიკროხვრელებში) მიმდინარეობს ანალოგიურად. ორივე მეთოდის დროს ინერგება 1-დან 3-მდე  ფოლიკულის  შემცველი     მიკროგრაფტები. ამიტომ მეთოდის მიუხედავად (FUE თუ Strip  ) გადანერგვის შემდგომი  კოსმეტიკური ეფექტი   აბსოლურტურად ბუნებრივია.

    

    

                                                                                                                                                                                   შემდეგ "დიაგნოსტიკა"