Saturday, 23 September 2017 , 10:33:12

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

თმის ცვენის მკურნალობა

  მკურნალობათმის ცვენის მკურნალობა   (არაქირურგიული მეთოდები)

დღეს არსებობს თმის ცვენის სამკურნალო გაცილებით მეტი არაქირურგიული მეთოდი, ვიდრე წარსულში. ესენია როგორც გარეგანი(სპრეს და მალამოების ) სახით, აგრეთვე per os მისაღები მედიკამენტები. იმის განსაზღვრა, თუ კონჯრეტულად თქვენს შემთხვევაში რომელი მედიკამენტი და მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო რეზულტატი მიიღება მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს.
თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატებს შორის უნდა გამოვყოთ ორი მედიკამენტი, რეკომენდირებული ტრიქოლოგების მიერ, მინოქსიდილი და ფინასტერიდი.

მინოქსიდილი

-(რეგაინი) დღეისთვის ანდროგენული ალოპეციის ყველაზე მისაღები საშუალებაა. ამერიკის წამლებისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ ოფიციალურად აღიარა მინოქსიდილი ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალო გარეგან საშუალებად. პრეპარატი გამოიყენება 2-ჯერ დღეში უშუალოდ თავის თმიანი საფარველის მშრალ კანზე.2% ან 5% ხსნარის სპრეის სახით.
მინოქსიდილი ხასიათდება სამმაგი მოქმედებით: ზრდის ანაგენის ფაზის ხანგრძლივობას, „აღვიძებს“ ფოლიკულებს, რომლებიც კათაგენის ფაზაში არიან და ასევე ზრდის თმის ფოლიკულის ზომას. ღინღლოვანი თმები იზრდება და ხდება ტერმინალური.

ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების შედეგად, სადაც მონაწილეობდა 550 ქალი 18დან 45წლამდე, მინოქსის 2% სპრეის გამოყენებამ აჩვენა თმის სიხშირის ზრდა, მეორე ჯგუფში, ქალების 50% , რომლებმაც ჩაიტარეს მინოქსით მკურნალობა აღნიშნეს თითქმის დაკარგული თმების მინიმალური ზრდა, 13% კი თმიანი საფარველის სიხშირის შესამჩნევი გაუმჯობესება.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულებში და არასასურველია 18 წლამდე მოზარდებში. ახალგაზრდებში კოსმეტიკური ეფექტი უფრო ჩქარა მიიღება, ვიდრე ხანდაზმულებში დიდი მოცულობის სიმელოტით! ქალებში მკურნალობის ეფექტურობა რამდენადმე უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში. მკურნალობის ეფექტურობის პიკი თერაპიის დაწყებიდან 1 ეწლიწადშია. შემდგომში ღინღლოვანი თმების ტერმინალიზაცია იკლებს. პრეპეტატი არ გამოიყენება ქიმიოთერაპიით გამოწვეული ალოპეციის დროს.

ფინასტერიდი   (პროპეცია)

ამ პრეპარატმა აჩვენა თავისი ეფექტურობა მხოლოდ მამაკაცების მკურანლობაში. რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრერპარატი არ გამოიყენება, რადგან შეიძლება იმოქმედოს მამარობითი სქესის ნაყოფის გენიტალიების ფორმირებაზე.
პრეპარატი მიეკუთვნება II ტიპის 5 ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორებს. პერორალური მიღებისას ის ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის დონეს, ისე რომ არ იცვლება ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების დონე.
თმის ცვენის სამკურნალოდ მამაკაცებში ფინასტერიდი რეკომენდირებულია 1 მგ 1ჯერ დღეში. პროპეცია ამცირებს თმის ცვენის ინტრენსივობას და ხელს უწყობს ახალი თმების ამოსვლას. პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი მოხმარებისთვის (12-24თვე) , თერაპიული ეფექტი ჩანს უკვე 3-6 თვეზე, მაგრამ მნიშვნელოვანი კლინიკური გაუმჯობესება თერაპიის პირველი წლის თავზე ასეიმჩნევა პაციენტების 48% ში, მეორე წლის თავზე პაციენტების 80%.

მკურნალობა

მეზოთერაპია -

ეს არის თანამედროვე, ძალზედ ეფექტური მეთოდოლოგია თავის კანის პრობლემის გადაჭრასა და თმის ცვენის მკურნალობაში. მიკროინექციების საშუალებით ხდება კანში სპეციალური სამკურნალო კოქტეილის შეყვანა, რომელიც აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას და საკვები ნივთიერებებით თმის ფოლოიკულის მომარაგებას, რაც ხელს უწყობს თმის ცვენის შეწყვეტას, ახალი თმის ზრდას, ცხიმის წარმოქმნის ნორმალიზებას, თავის კანის გაწმენდას. ეს პროცედურები, სასურველია, დაწყებულ იქნას პათოლოგიური პროცესის საწყის ეტაპზევე. პროცედურა ტარდება აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, მცირე ზომის ( 30 გ) ნემსით. სამკურნალო კოქტეილის შემადგენლობა შეირჩევა ინდივიდუალურად. პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად კი საჭიროა 8-10 პროც ედურის ჩატარება.

ფიზიოთერაპიული პროცედურები

კლინიკაში გამოყერნებულია დარსონვალიზაცია_პირველი მეთოდი მაღალი სიხშირის თერაპიაში, რომელიც 1892წ. ფრანგი ექიმის და ფიზიოლოგის დარსონვალის მიერ იქნა შემუშავებული. ფიზიოთერაპიული ზემოქმედება ხდება იმპულსური ცვლადი მაღალი სიხშირის (110კგც), მაღალი ძაბვის(15-20კბ) და მცირე ძალის (15-20მკა) სინუსური დენით. ადგილობრივი დასონვალიზაციის დროს მაღალი სიხშირის მუხტები აღიზიანებენ კანის რეცეპტორებს, ლორწოვან გასებს და ქვეშმდებარე ქსოვილებს, წარმოქმნილი ნერვული იმპულსები ხვდებიან რა ც.ნ.შ. ში ძირითადად ქერქქვეშა უბანში, სადაც ფორმირდება საპასუხო რეაქცია: პირველადად ვლინდება ვაზომოტორული რეაქციები(კაპილარების გაფართოვება, არტერიოლების ვენების ტონუსის მომატება, ქსოვილების კვების გაუმჯობესება, სტიმულირდება ქსოვილოვანი ცვლა. ადგილობრივი დარსონვალიზაცია ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და შეშუპებისსაწინააღმდეგო ზემოქმედებას. მაღალი სიხშირის მუხტი ტარდება მინის მილების ფორმის ვაკუუმიანი ელექტროდების საშუალებით! ელექტროდის სხეულზე შეხებით იქმნება თავისებური კონდენსატორი, რომლის ერთი ბოლო მინის მილში არსებული დენის მუხტია, მეორე ბოლო, ადამიანის სხეული. დარსონვალიზაციის ზემოქმედება არის ბაქტერიოციდული ეფექტის, რის გამოც იზრდება კანის არასპეციფიკური იმუნიტეტი, ჩქარდება რეგენერაციის პროცესი.

   

თმის ცვენის მკურნალობა დაბალი სიმძლავრის ლაზერით - LLLT (Low level laser therapy)

კლინიკა "ჰეალაინი" პაციენტებს სთავაზობს თმის ცვენის მკურნალობის ინდივიდუალური მოხმარების ლაზერული თერაპიის სისტემას - iGrow - ს.

iGrow თმის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სისტემაა, იგი ეფუძნება LLLT ტექნოლოგიას, რომელიც აერთიანებს თმის ფოლიკულების გასააქტივებლად საწირო ოპტიმალური სიგრძის (650-670 ნმ) ლაზერულ და სინათლის სხივებს. iGrow უზრუნველყოფს მთლიანი სკალპის ერთდროულ დაფარვას. მისი გამოყენება უსაფრთხოა სახლის პირობებში, ოფისში და მოგზაურობის დროს. ტესტირებამ დაამტკიცა რომ iGrow-ს  LLLT სისტემის გამოყენებას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს.

iGrow არ მოითხოვს ხელით მარტვას. უბრალოდ მოითავსეთ იგი თავზე, აირჩიეთ 5- დან ერთი-ერთი პროგრამული სესია, მოკალათდით მოხერხებულად  და მოდუნდით. ამავდროულად შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას ipod-ით ან mp3 ფლეიერით.

თმის გაჯანსაღება მკვეთრად შესამჩნევია 24 კვირაში ანუ 6 თვეში.

შემდეგ «მეზოთერაპია»