Tuesday, 20 November 2018 , 16:14:43

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ტრანსპლანტაციის ისტორია

თმის ტრანსპლანტაციის ისტორია საქართველოში და „ჰეალაინ ინტერნეიშნლ-“ის როლი ამ დარგის განვითარებაში

თმის გადანერგვა საქართველოში დააფუძნა პროფ.თამაზ თამაზაშვილმა,რომელმაც 1998 წელს თბილისში დააარსა პირველი თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა “თალიზი“

პროფ. თ. თამაზაშვილი საქართველოში პირველ თმის გადანერგვის კლინიკის თანამშრომლებთან ერთად. 1998 წელი.


   საქართველოს სამედიცინო წრეები და მთელი საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა ამ ინიციატივას,მითუმეტეს,რომ კლინიკაში თავიდანვე დაინერგა და გამოიყენებოდა  თმის ტრანსპლანტაციის უახლესი ამერიკული მეთოდები და ტექნოლოგიები.

   უნდა აღინიშნოს,რომ თვითონ  პროფ.თამაზ თამაზაშვილმა მნიშვნელოვნად განავითარა თმის ტრანსპლანტაციის სამეცნიერო  და პრაქტიკული ასპექტები.მან პირველმა შეიმუშავა თმის გადანერგვის  უნაკერო მეთოდი, ე.წ “სინგულარული ტრანსპლანტაცია“თავისივე ფოლიკულის  ამომღები ინსტრუმენტით,რომელიც დღეს  მსოფლიოში FUE სახელწოდებითაა ცნობილი.პროფ.თამაზ თამაზაშვილის  მიერვე შემუშავებული და დანერგილი იქნა ფოლიკულოვანი გრაფტების შენახვის კონტეინურ-პროტექტორული მეთოდი,რომელსაც დღეს წარმატებით იყენებენ მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან კლინიკებში.აღნიშნულმა მეთოდმა მნიშვნელოვნად გაზარდა გადასანერგი თმის ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობა და “ბუნებრივია“ გააუმჯობესა თმის გადანერგვის  საბოლოო შედეგები.ახალი მეტოდი მოხსენებულ იქნა ამერიკის კოსმეტიკურ ქირურგთა აკადემიის კონგრესზე 1999წელს

პროფ. თ. თამაზაშვილის მოხსენება ამერიკის კოსმეტიკურ ქირურგთა აკადემიის კონგრესზე. 1999 წელი.


პროფ.თ.თამაზაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ინოვაციებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა .მას იწვევენ მსოფლიოს წამყვან კლილნიკებში:

პარიზში

პროფ. თ. თამაზაშვილი ექიმ მაუჯიმას კლინიკაში


ტორონტოში-კანადა

პროფ. თ. თამაზაშვილი ექიმ მარტინ უნგას კლინიკაში


მიუნხენში-გერმანია


ნიუ-ჯერზი-ა.შ.შ.

პროფ. თ. თამაზაშვილი და "Robbins Instruments" კორპორაციის პრეზიდენტი ჯორჯ მულვანი


ნიუ-იორკში-ა.შ.შ

პროფ. თ. თამაზაშვილი ნიუ-იორკის თმის გადანერგვის ცენტრში


მასთანვე სტუმრად თბილისში ჩამოდიან მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები-ჯ.მულვანი-რობინს ინსტრუმენტის კორპორაციის პრეზიდენტი

"Robbins Instruments" კორპორაციის პრეზიდენტი ჯორჯ მულვანი სტუმრად საქართველოში, პროფ. თ. თამაზაშვილის კლინიკაში


რომელიც აფორმებს მემპრანდუმს პროფ.თ.თამაზაშვილთან ერთობლივი სმეცნიერო-პრაქტიკული  მუშაობის შესახებ.1997 წელს პროფ.თ.თამაზაშვილს ირჩევენ  თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოცოაციის

თმის აღდგენითი ცენტრის საერთაშორისო ასოციაციის წევრის სერთიფიკატი


და ამერიკის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოცოაციის წევრად

ამერიკის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის წევრობის სერთიფიკატი


პროფ.თ. თამაზაშვილმა გასწია ფართე  საზოგადოებრივი -საგანმანათლებლო მუშაობა,რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა საქართველოს მოსახლეობისათვის თმის გადანერგვის შესახებ.შედეგმაც არ დააყოვნა და თმის ტრანსპლანტაციამ მალე საქართველოში მოიპოვა დიდი პოპულარობა.

დარგის განვითარების პარალელურად საჭირო ხდებოდა სამედიცინო ბაზების შექმნა და 2000 წელს პროფ.თ.თამაზაშვილმა ქ.ბათუმში დააფუძნა თმის გადანერგვის კლინიკა თავისი სამედიცინო პერსონალით

პროფ. თ. თამაზაშვილი ქ. ბათუმის თმის გადანერგვის კლინიკის თანამშრომლებთან ერთად


რომლებიც შესაბამის მომსახურეობას უწევდნენ მთელლი აჭარის რეგიონს.ამ პერიოდისათვის პროფ.თ.თამაზაშვილმა მოამზადა და დაასაქმა თბილისის კლინიკაში რიგი ექიმებისა:აკაკი წილოსანი,ვაჟა ვადაჭკორია,მარი გუგავა,ეკა ყანდიაშვილი

პროფ. თ. თამაზაშვილი და ექიმი აკაკი წილოსანი პროფ. თ. თამაზაშვილი კლინიკაში მიღებულ ახალ ექიმებთან ერთად


მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები აღნიშნულ დარგში მომზადების და მუშაობის  უფლებამოსილების შესახებ.

2003 წელს პროფ.თ.თამაზაშვილმა ქ.მოსკოვში დააარსა თმის გადანერგვის ცენტრი “მედანა“ ,რომელშიც მოამზადა და პარტნიორების სახით მოიწვია როგორც რუსი,ასევე იქ მცხოვრები ქართველი ექიმები:ალექსი მახარაშვილი და დიანა პაპასკირი

პროფ. თ. თამაზაშვილი ქ. მოსკოვის კლინიკის "მედანას" თანამშრომლებთან ერთად


იქვე პროფ.თ.თამაზაშვილის მიერ მოწოდებულ იქნა თმის გადანერგვის ახალი მეთოდი,რომელიც საფუძვლად დაედო ამ კლინიკაში შესრულებულ სადისერტაციო ნაშრომს.აღნიშნულ მეთოდზე მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის   პატენტი


     თმის  გადანერგვა სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდა მთელს მსოფლიოში,იქმნებოდა ახალი მეთოდები,რაც ბუნებრივია,პირდაპირ აისახებოდა ამ დარგის განვითარებაში ჩვენი ქვეყნის მასშტაბითაც.

     2004 წელს პროფ.თ.თამაზაშვილმა თბილისში დააარსა ახალი თმის გადანერგვის კლინიკა,სახელიც თვითონვე შეურჩია “ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ი.მომზადდა ახალი სამედიცინო კადრები და დასაქმდნენ აღნიშნულ კლინიკაში


   “ჰეალაინის“ პარალელურად დაფუძვნდა საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგ ქირურგთა  და ტრიხოლოგთა ასოციაცია,რომლის პრეზიდენთად არჩეულ იქნა პროფ.თ.თამაზაშვილი.

“ჰეალაინს“ აქვს ფართე კავშირები მსოფლიოს წამყვან ანალოგიურ კლინიკებთან.მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთობლივი  თმის ტრანსპლანტაციის კლინიკის შექმნის თაობაზე ქ.ნიუ-იორკში(ა.შ.შ).

   “ჰეალაინში“ ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არა მარტო პაციენტები სამკურნალოდ,არამედ ექიმებიც თმის ტრანსპლანტოლოგიაში მომზადების მიზნით.კლინიკა“ჰეალაინი“უფლებამოსილია მოამზადოს ექიმთა კადრებითმის ტრანსპლანტოლოგიაში შესაბამისი სერტიფიკატის გადაცემით.

   “ჰეალაინის“თანამშრომელთა ინიციატივით და მათი აქტიური მონაწილეობით თბილისში ორჯერ ჩატარდა სამეცნიერო-პაქტიკული კონფერენცია ,მიძღვნილი თმის ტრანსპლანტაციის  აქტიური საკითხებისადმი 2005 წელს


სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  თბილისი  2010წელი


 ამჟამად პროფ.თ.თამაზაშვილის მიერ მოწოდებულია თმის შერეული ტრანსპლანტაციის მოდიფიცირებული მეთოდი,რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის უნაკერო ტრანსპლანტაციის შედეგებს.აღნიშნულ მეთოდზე გაფორმებულია განაცხადი  საავტორო უფლების-პატენტის მოსაპოვებლად.ახალი მეთოდის გამოყენების უპირატესობაზე კლინიკის ქირურგი ირაკლი ბებიაშვილი ახორციელებს სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობას. ეს ნაშრომი წარმოადგენს პირველ დისერტაციას თმის ტრანსპლანტოლოგიაში,რომელიც სრულდება და დაცული იქნება საქართველოში.

პროფ.თ.თამაზაშვილმა პირველმა მსოფლიოში შეისწავლა თმის უჯრედების ტრანსლოკალიზაციური ცვლილებები, ფოლიკულის განვითარების სხვადასხვა ფაზები და შედეგი მოახსენა საერთაშორისო კონგრესზე კანადაში 2007წ

პროფ. თ. თამაზაშვილი მოწვევა საერთაშორისო კონგრესზე


პროფ.თ.თამაზაშვილის სამეცნიერო არეალი მოიცავს  ასევე თმის ფიზიოლოგიის შესწავლას და თმის ცვენის ეტიოპათოგენეზის დადგენას.ამ მიზნით მის მიერ ჩატარებულ იქნა უნიკალური ჰისტომორფოლოგიური კვლევები,რომლის შედეგებიც გადმოცემულია წიგნში:“ახალი კონცეფციები თმის ფიზიოლოგიაში“ და ანდროგენული ალოპეციის ეტიო-ფათოგენეზში

პროფ. თ. თამაზაშვილის წიგნი


პრეზენტაცია მოეწყო ქ.ნიუ-იორკში(აშშ) დიდი წარმატებით.აგი აღიარებულია საუკუნის საუკეთესო წიგნად ამ დარგში.აღნიშნულ წიგნში მოყვანილი შედეგები დანერგილია კლინიკა “ჰეალაინში“ პაციენტთა თმისცვენის მიზეზების და ადეკვატური მკურნალობის განსაზღვრის თვალსაზრისით.

პროფ.თ.თამაზაშვილმა“ჰეალაინის“ დირექტორ ირაკლი ბებიაშვილთან ერთად შეიმუშავეს თმის ფოლიკულოვანი გრაფტების სწრაფი კონტროლის მეთოდი,რომელიც  პაციენტს აძლევს შესაძლებლობას თვითონვე სწრაფად დაითვალოს თმის გადასანერგი გრაფტების რაოდენობა,რაც მნიშვნელოვნად ზრდის “ჰეალაინის“მიმართ პაციენტების ნდობის ფაქტორს და განსხვავებით სხვა კლინიკებისაგან,არ ბადებს არავითარ კითხვებს.სტატია აღნიშნული მეთოდის შესახებ გამოქვეყნდა  მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჟურნალში “Forum International“ 2008წ

სტატია ახალი მეთოდის შესახებ ამერიკულ ჟურნალში "Hair Transplant Forum International"


    “ჰეალაინი“ დღეს    უდავოდ წამყვანი კლინიკაა საქართველოში თმის ტრანსპლანტაციის დარგში.კლინიკაში რეგულარულად მიმდინარეობს კადრების თვითგაჯანსაღების პროცესი სამედიცინო პერსონალის პერიოდული ცვლილებების გზით.კლინიკიდანწასული სამედიცინო პერსონალის  სანაცვლოდ მოდიან უფრო  ენერგიული და პაციენტზე ორიენტირებული კადრები,რომლებიც უფრო მაღლა სწევენ კლინიკის პრესტიჟს.ამჟამად კლინიკაში პროფ.თ.თამაზაშვილის მხარდამხარ მუშაობენ ექიმენი:ირაკლი ბებიაშვილი,არჩილ შათირიშვილი,ქეთი ჭუჭულაშვილი,მაკო ქარდავა,ლელა ბიწაძე


ნებისმიერი ცვლილებების მიუხედავად კლინიკა“ჰეალაინის“მთავარი ლოზუნგი ყოველთვის იყო და რჩება :

“კმაყოფილი პაციენტი უპირველეს ყოვლისა“