Hairline International გთავაზობთ თმის აღდგენის არაოპერაციულ მეთოდს, რომელიც საერთაშორისო ქსელის “Hain Replacement Systems”-ის ანალოგია. კომპანია ”Hain Replacement Systems” საერთაშორისო ბაზარზე არსებობს 25 წელზე მეტი და ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციად ითვლება თმის ცვენასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის საკითხში. თმის აღდგენის არაოპერაციული მეთოდი გულისხმობს კოსმეტიკური პროცედურების კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს დაკარგული თმის მოცულობის სრულ აღდგენას ქირურგიული მანიპულაციებისა და სამედიცინო პრეპარატების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანს სრულიდ გაცვენილი აქვს თმა და არ გააჩნია არანაირი სადონორო მარაგი თმის გადანერგვისათვის (ტოტალური ალოპეცია).

თმის აღდგენის არაოპერაციული მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნატურალური თმისაგან ინდივიდუალურად იქმნება ახალი თმის საფარი, ან “თმის სისტემა” ინდივიდუალური შესაბამისი ფერით, სიგრძით და სტრუქტურით, რომელიც ფიქსირდება თავის კანის ზედაპირზე ან თმებზე სხვადასხვა პოლიმერების საშუალებით. თმის სისტემის საფუძველი მზადდება იმდაგვარად რომ ვერავინ, ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შეამჩნევენ რომ ატარებთ თმის სისტემას.

ტექნოლოგია:

1. კონსულტატთან და სტილისტთან ერთად თქვენ განსაზღვრავთ თმის გაცვენის ხარისხს და აღსადგენი თმის მოცულობას, თმის აღდგენის სასურველ მეთოდს (ერთჯერადი ან თანდათანობითი აღდგენა “ბუნებრივი ზრდის” ეფექტით).
2. სპეციალური ლენტის საშუალებით თავიდან აიღება აღსადგენი ფართის ზუსტი ასლი, თავის ზედაპირის რელიეფისა და სახის მოყვანილობის თავისებურების გათვალისწინებით. ხდება ბუნებრივი თმის ნიმუშების აღება.
3. ნატურალური თმებისაგან პატენტირებული ტექნოლოგიით, ინდივიდუალურად შეირჩევა და მზადდება “ახალი თმის სისტემა”.
4 .ახალი თმის ფიქსაცია არაოპერაციული მეთოდით.

ახალი იმიჯის შერჩევა და ვარცხნილობის სტილის შექმნა. თმის შემდგომი მოვლა.

ჩვენი მეთოდის უპირატესობა ჩვეულებრივ პარიკებთან შედარებით.

- შემთხვევით მოძრაობის საშიშროების არ არსებობა
- მხოლოდ ნატურალური თმის გამოყენება
- ნებისმიერი მოცულობის თმის კომპენსაციას
- თმის დაგრძელება 60სმ-მდე
- ახალი თმებით შესაძლებელია ბანაობა, შხაპის მიღება, სპორტული თამაშობები,
ამავე დროს ვერავინ ვერ გაარჩევს თქვენს თმებს ნამდვილისაგან
- თმის ვარცხნილობის შეცვლის შესაძლებლობა
- თქვენ 10 წლით გაახალგაზრდავდებით.