წარბის, ულვაშისა და წვერის გადანერგვა, ნაწიბურები | ჰეალაინი | თმის გადანერგვა

წვერის და ულვაშის კორექცია

ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაცია (საკუთარი თმის გადანერგვა) წარმატებით გამოიყენება წარბების, ულვაშისა და წვერის კოსმეტიკური დეფექტების კორექციისას, მათი ნაწილობრივი ან სრული არ არსებობის დროსაც კი.

ამ შემთხვევაში სადონოროდ გამოიყენება კეფისა და საფეთქლის არეში განლაგებული საკუთარი თმა.

გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება ხორციელდება როგორც Strip (ზონრის) ასევე FUE (უნაკერო) მეთოდით. უნაკერო მეთოდი იძლევა იმ უპირატესობას, რომ გადასანერგად შესაძლებელია შეირჩეს სასურველი სტრუქტურის თმისა და ფოლიკულების შემცველი გრაფტები.

გადანერგილი თმა ზრდას იწყებს გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ და ინარჩუნებს ყველა მის მახასიათებლებს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს და ა. შ. ის არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, იზრდება მთელი სიცოცხლის მანძილზე და არ ცვივა. შესაძლოა მისი შეჭრა, შეღებვა, გაპარსვა და ა.შ.

წარბის აღდგენის შემდეგ საჭიროა მისი პერიოდულად შეჭრა

წარბის კორექცია

წარბის რეკონსტრუქცია თმის ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი ყველაზე რთული ესთეთიკური პროცედურაა, თუმცა როდესაც ამ ოპერაციას ასრულებს პროფესიონალი, შედეგი შთმბეჭდავია.

შეიძლება ვერ შეამჩნიოთ რომ წარბი სქელია ან არასწორი ფორმის, თუმცა შეუძლებელია არ შემჩნოით რომ ძალიან თხელია ან არ არსებობს საერთოდ.ეს მომენტი ხშირად თვითშეფასების დაქვეითებას იწვევს.

წარბის რეკონსტრუქცია(კორექცია) შესაძლებელია როგორც ზონრის ასევე უნაკერო მეთოდით. მთვავრია წარბის ესთეთიკურად დაგეგმვა,რაც გულისხმობს თმის დახრის სწორი კუთხის და სიხშირის ფორმირებას, რომ შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს.

თმის ტრანსპლანტაციის ტექნოლოგიების განვითარებამ ბოლო პერიოდში საშუალება მოგვცა მივიღოთ წარბის რეკონსრუქციის საუკეთესო შედეგები როგორც მამაკაცებში(ტრამვის, დამწვრობის შემდგომი კორექცია), ასევე ქალბატონებში(წარბის სისქის, ფორმის კორექცია).

თმის გადანერგვა ნაწიბურებში

ზოგიერთ შემთხვევაში თმის გადანერგვა, ანუ ტრანსპლანტაცია თმის საფარის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა.

გადანერგვისთვის გამოიყენება თმის ჯანმრთელი ფოლიკულები თავის იმ ნაწილიდან, რომლებიც ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თმის თანამედროვე ტრანსპლანტაცია გამოირჩევა დაბალი ტრამვულობით და რეაბილიტაციის მოკლე პერიოდით, რომლის შემდეგაც თმა ბუნებრივად გამოიყურება.

დღესდღეობით, თმის გადანერგვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მთავარია აირჩიოთ კვალიფიციური კლინიკა და გაიკეთოთ ისეთი პროფესიონალური ტრანსპლანტაცია, რომ მიიღოთ არა მხოლოდ გადანერგილი თმა, არამედ დაუბრუნოთ მას ბუნებრივი ზრდა, სიხშირე და დახრის კუთხე.

საიტის რუკა