რას წარმოადგენს საკუთარი თმის გადანერგვა.

საკუთარი თმის გადანერგვა _ ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოები, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი) და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში.

ზონაში განლაგებულ ფოლიკულებს არ გააჩნიათ ანდროგენმგრძნობიარე რეცეპტორები, ამიტომ ისინი რეზისტენტული არიან გამელოტების ფაქტორების მიმართ და ინარჩუნებენ ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე. მეცნიერულად დასაბუთებული ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში კეფისა და საფეთქლის მიდამოებში თმების მარაგი ჭარბადაა წარმოდგენილი.

სადონორო ზონიდან ფოლიკულები გადანერგვის შემდეგაც განაგრძობენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფენ ნორმალური, ჯანსაღი თმების ზრდას. სწორედ ეს ფენომენი უდევს საფუძვლად საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის მეთოდს.
“ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ში თმის გადანერგვა ამბოლატორიული მანიპულაციაა, ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და გრძელდება 3-5 საათი.

მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში (პაციენტი ზის მოხერხებულად სავარძელში, შეუძლია სასურველი ტელეგადაცემის ან ფილმის ყურება, საუბარი ტელეფონით, მუსიკის მოსმენა და ა.შ.).

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თმის გადანერგვის უახლესი, ატრავმატული ამერიკული ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევიან საუკეთესო შედეგებს, გამორიცხავენ ნაწიბურების განვითარებას, როგორც სადონორო, ასევე სარეციპიენტო არეში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ტრანსპლანტაციის ესთეტიკურ ეფექტს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე და დღესაც მრავალ კლინიკაში თმის გადანერგვა ხორციელდება ე. წ. “დიდი გრაფტების მეთოდით” (გრაფტი –ტრანსპლატანტი, თმის ფოლიკულების შემცველი ქსოვილი). სადონორო ზონიდან ამოიღება 4 მმ. და მეტი დიამეტრის ქსოვილები, რომლებიც ინერგებიან გამელოტებულ ადგილებში. ასეთ შემთხვევებში გადანერგილი თმა ახალ ადგილზე იზრდება ჯგუფებად და იძლევა არაბუნებრივ ეფექტს (“თოჯინის თავის”, “კბილის ჯაგრისის” ეფექტი).

ჩვენს კლინიკაში სადონორო ქსოვილის მიღების შემდეგ კეფისა და საფეთქლის მიდამოებიდან, 10-20ჯერადი გადიდების პირობებში ხდება მისი პრეპარირება უმცირეს ტრანსპლანტანტებად ( დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლები) ე.წ. მონოგრაფტებად_1 თმის ფოლიკულის შემცველ და მიკროგრაფტებად _ 2-3 თმის ფოლიკულის შემცველ გრაფტებად. გადანერგვის შემდეგ, თმის ზრდის ფიზიოლიგიური სტადიურობიდან გამომდინარე, ფოლიკულებიდან სრულფასოვანი, ჯანსაღი თმის ზრდა იწყება 2-3 თვის შემდეგ და მათი გარჩევა დანარჩენი თმებისაგან შეუძლებელია, 6 თვის შემდეგ კი შესაძლებელი ხდება არსებული პრობლემის– ალოპეციის დავიწყება.

ჩვენს კლინიკაში გამიყენება თმის გადანერგვის მოდერნიზებული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველგვარი განაკვეთების, ნაკერებისა და ნაწიბურების გარეშე სადონორო მიდამოდან სპეციალური აპარატურის საშუალებით მივიღოთ იზოლირებული მონო და მიკროგარფტები და გადავნერგოთ სარეციპიენტო არეში.

კითხვის გაგრძელება  

თმის ცვენის დიაგნოსტიკა

  • როგორ ისმება დიაგნოზი, როცა საქმე ეხება თავის კანის და თმების დაავადებებს?
  • გამოცდილი სპეციალისტებით აღჭურვილი კოლექტივი მარტივად დაგისვამთ დიაგნოზს

სრული ინფორმაცია

თმის ცვენის მკურნალობა

(არაქირურგიული მეთოდები)

დღეს არსებობს თმის ცვენის სამკურნალო გაცილებით მეტი არაქირურგიული მეთოდი, ვიდრე წარსულში. ესენია როგორც გარეგანი(სპრეს და მალამოების ) სახით, აგრეთვე per os მისაღები მედიკამენტები. იმის განსაზღვრა, თუ კონჯრეტულად თქვენს შემთხვევაში რომელი მედიკამენტი და მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო რეზულტატი მიიღება მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს.

სრული ინფორმაცია

თმის ცვენა მამაკაცებში

თმის ცვენა მამაკაცებში უსიამოვნო განცდებს იწვევს. კვლევები გვიჩვენებენ, რომ ადამიანზე აზრი, წარმოდგენა სულ რამოდენიმე წამში გექმნება. მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, რომელსაც ხშირად კარგი გარეგნობა გვიქმნის.

თავიდან თმის ცვენა ნაკლებად შესამჩნევია, აქა-იქ მცირე შეთხელება, რომლის დაფარვა შესაძლებელია ვარცხნილობის შეცვლით. მაგრამ როდესაც თმის ცვენა ძალიან პროგრესირებს და მალე გამელოტებული ადგილებიც ჩნდება, თვითშეფასება დაქვეითებას იწყებს.
სანამ ტრანსპლანტაციაზე საუბარს დავიწყებთ, განვიხილოთ რა არის მამაკაცებში თმის ცვენის მიზეზი.
თმა იზრდება თმის ფოლიკულიდან (თმის ძირიდან) და გამუდმებით ფუნქციონირებს 3-6 წლის განმავლობაში.
ანდროგენების ზემოქმედებით მათი ზრდის ციკლი , ტემპი იცვლება, შესაბამისად ეტაპობრივად მცირდება მათი ხარისხი (ისინი უფრო თხელი და მტვრევადი ხდებიან) და რაოდენობა.
თმის ტრანპლანტაციის თანამედროვე მეთოდები გვაძლევენ საშუალებას , რომ თმა უფრო მეტი სიხშირით გადავნერგოთ და ეფექტიც შესაბამისად უფრო ბუნებრივია.
თმის აღდგენა მამაკაცებში შესაძლებელია ანდროგენული, ნაწიბუროვანი ალოპეციების შემდგომ. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობთ:საუკეთესო და მდგრადი შედეგი მიიღება როდესაც ტრანსპლანტირებულ თმებთან ერთად არსებული თმის გაჯანსაღებაზე ვზრუნავთ.

თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ თქვენ ახალ ადამიანს იხილავთ სარკეში, ახალგაზრდული, გაახლებული მზერით, ყოველგვარი შეზღუდვებისაგან თავისუფალს და თავდაჯერებულს.
თმის აღდგენა მამაკაცებში ზრდის თავდაჯერებულობას და ხშირად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაჰყავს. აქამდე თმის ტრანსპლანტაცია არასაოდეს ყოფილა ასეთი გარანტირებული და ხელმისაწვდომი.

კითხვის გაგრძელება  

თმის ცვენა ქალებში

რადგან მამაკაცების 90-92% თმის გადანერგვა შედეგიანი, ქალბატონებიც დაფიქრდნენ ხომ არ მიემართათ ამ პროცედურისთვის, თმის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში.თუმცა აქ სიტუაცია განსხვავებულია.

ქალბატონებში თმის ცვენას ხშირად დიფუზური ხასიათი აქვს. ამ დროს თმა მთელს საკლპზე ერთნაიარად შეთხელებულია და ტრანსპლანტაცია ამ დროს გამოსავალი არ გახლავთ. თმის ღდგენა არაქირურგიული მეთოდით უფრ მიზანშეწონილია(ტრიქოლოგ-დერმატოლოგის კონსულტაცია,მეზოთერაპია, პლაზმათერაპია).

ანდროგენული ალოპეციის დროს DHT(დიჰიდროტესტოსტერონი) სადონორო და თხემის ზონას ერთნაირად აზიანებს, ამიტომ გადანერგილი თმის ცვენის ალბათობაც დიდია.

რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი თმის გადანერგვა ქალბატონებში?

როდესაც დიდი რაოდენობით თმა არ არის გაცვენილი და სადონორო ზონაც დაზიანებული არ გახლავთ

თმის დაჭიმვითი ვარცხნილობის ხშირად ან მუდმივად ტარებით გამოწვეული ალოპეცია

დაზიანებით და ტრავმით გამოწვეული ალოპეცია

შუბლის ხაზის შესავსებად

კითხვის გაგრძელება  

Strip მეთოდი

თმის აუტოტრანსპლანტაციის „Strip მეთოდი“ თმის გადანერგვის ძირიოთად, კლასიკურ მეთოდს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კეფის მიდამოდან ხდება თმის ფოლიკულების შემცველი კანის „ზონრის „ ამოღება და მისი შემდგომი დამუშავება-დაყოფა ფოლიკულების გაერთიანებამდე-გარფტებამდე და შემდეგ სარეციპიენტო არეში ჩანერგვა. გრაფტი არის ტრანცპლანტატი, რომელიც შეიცავს 1-დან 3 ფოლიკულამდე. იშვიათად გვხვდება 4 ფოლიკულის შემცველი გრაფტებიც.
 

სრული ინფორმაცია 


Fue მეთოდი

ამ მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თმის ფოლიკულების ამოღება, (კერძოდ მიკროგრაფტების), ხდება კანის განაკვეთის გარეშე, სპეციალური მინიატურული ინსტრუმენტის საშუალებით, ოპტიკური ხელსაწყოს კონტროლის ქვეშ.

სრული ინფორმაცია 

Strip Vs Fue

რომელი მეთოდია უმჯობესი?

Strip Fue
არ არის აუცილებელი თმის გაპარსვა კეფაზე. ნაკერი იმალება თმის ქვეშ და არ ჩანს უშუალოდ პროცედურის შემდეგაც. საჭიროა თმის მთლიანად გადაპარსვა. ხოლო 1000–1500 გრაფტის გადანერგვის დროს იპარსება ვიწრო ზოლი კეფაზე, რომელიც ასევე შეიძლება თმებით დაიფაროს.
მოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი, უკვე მეორე დღესვე შესაძლებელია რომ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სამუშაოს. სარეაბილიტაციო პერიოდი გრძელდება 5-7 დღე, სანამ არ შეხორცდება და თმებით არ დაიფარება მრავალრიცხოვანი, მცირე ზომის ნაჩხვლეტები სადონორო ზონაში.
პოსტოპერაციული პერიოდში არ არის გამოხატული სისხლჩაქცევები და სახის შეშუპება. პოსტოპერაციულ პერიოდს აგრეთვე არ ახასიათებს არანაირი შეშუპება და სისხლჩაქცევა.
ოპერაციის ხანგრძლივობა 2–5 საათია და დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე. ოპერაციის ხანგრძლივობა 2–7 საათია (გადასანერგი გრაფტების რაოდენობიდან გამომდინარე), მიმდინარეობს შესვენებებით, პაციენტისთვის კომფორტულ პირობებში.
გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა ძალიან მაღალია (98-100%). გრაფტების სიცოცხლისუნარიანობა ზოგიერთ შემთხვევაში რამდენადმე მცირეა.
ოპერაციის ღირებულება არ არის მაღალი. ოპერაციის ღირებულება Strip მეთოდთან შედარებით მეტია.
კეფაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი. არ იდება არანაირი ნაკერი.


სრული ინფორმაცია 



CHOI იმპლანტერები

პირდაპირი თმის იმპლანტაცია (DHI) ტექნოლოგია საქართველოში არის თმის გადანერგვის ახალი და ინოვაციური გზა .
Choi Implanter Pen- ის გამოყენებით, გამოცდილ ქირურგს შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ფოლიკულის ზუსტი და ეფექტიანი ტრანსპლანტირება გადანერგილი და გადარჩენილი ფოლიკულების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

ჰეალაინი გთავაზობთ სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი შედეგი ჩვენი ინოვაციური DHI თმის გადანერგვის მეთოდის და გამოცდილი ქირურგების დახმარებით.



გრძელი თმის გადანერგვა

გრძელი თმის გადანერგვა ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო თმის აღდგენითი ქირურგიის ევოლუციის გზაზე. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტს ანიჭებს უდიდეს დადებით ემოციას.

სრული ინფორმაცია 


გრაფტების დამუშავება

გრაფტების დამუშავება მიმდინარეობს სტერეომიკროსკოპების ქვეშ, 10-20 ჯერადი გადიდებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გრაფტების დამუშავების ხარისხს და ამავე დროს ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება პროცედურის შედეგზე.
ეს სამუშაო ითხოვს პერსონალისგან სპეციალურ უნარ-ჩვევებს. სიფრთხილისა და სიზუსტის გარდა აუცილებელია სისწრაფეც. რაც უფრო ნაკლები დრო არის სადონორო მასალა ორგანიზმის გარეთ, მით უფრო მეტია მათი სისციცხლის უნარიანობის შენარჩუნების პროცენტი. გრაფტები ინახება შპეციალურ ხსნარში გიპოთერმიის პირობებში. პარალელურად მიმდინარეობს გარფტების დათვლა- აღრიცხვა, მათი ზუსტი რაოდენობის დასადგენად.