პლასტიკური ქირურგიის და კოსმეტოლოგიის მე-12-ე საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - კოლხიდა 2018

თბილისში 2018 წლის 6 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით, ჩატარდა პლასტიკური ქირურგიის და კოსმეტოლოგიის მე-12-ე საერთაშორისო კავკასიური კონგრესი-

კოლხიდა 2018. კონგრესის მიზანი იყო მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი სპეციალისტების-ექიმების მიერ გამოცდილების, ინოვაციების და მიღწევების გაცნობა- გაზიარება.

კონგრესმა შედეგით მოლოდინს გადააჭარბა. მონაწილეობა მიიღო 39 ქვეყნის დელეგატმა. წარმოდგენილი და მოხსენებული იყო საუკეთესო ნამუშევრები მათი პრაქტიკიდან- უმეტესობა აკადემიურ სტილში.

სასიხარულო იყო ქართველი კოლეგების წარმატებული, საინტერესო და ინოვაციური ნამუშევრების ხილვაც. ვუსურვებთ მათ - ნაყოფიერ მოღვაწეობას .

კონგრესის ორგანიზატორებს კი - კომპანია“ აფტოს“-ს და „ჯეოპრას“-ს( საქართველოს პლასტიკური,რეკონსტრუციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება) კომპანია „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“- ი უსურვებს წარმატებებს და ნაყოფიერ მოღვაწეობას მომავალშიც.

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური XXV კონგრესი

2017 წლის 4-7 ოქტომბერს ქალაქ პრაღაში ( ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური XXV კონგრესი (კონგრესის პრეზიდენტი გახლდათ Ken Washenik-ი).

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკა „hairline International” – ის წარგზავნილმა პირებმაც.

კონგრესს 1002 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მსოფლის წამყვანი თმის ტრანსპლანტოლოგები :William R. Rassman, Bessam K. Farjo, Robert M. Bernstein, Marcelo Pitchon,Sara Wasserbauer,Arthur Tykocinski,Ronald Shapiro, James A. Harris, Bobbi L. Limmer, , Robert S. Haber,Edwin S. Epstein და სხვა .

წარმოდგენილი იყო 121 მოხსენება და 42 სასტენდო პრეზენტაცია, რომლებიც ეძღვნებოდნენ თმის აღდგენის აქტუალურ პრობლემებს.

მთავარი სლოგანი გახლდათ: განათლება, მეცნიერება და კოლეგიალობა. დახელოვნებისადმი სწრაფვასთან ერთად აუცილებლობას წარმოადგენს სამედიცინო ეთიკის დაცვა, კეთილგანწყობა პაციენტების მიმართ და პატიოსნება .

ძალზედ საინტერესო იყო სამხრეთამერიკელი კოლეგების მოხსენებები -გრძელი თმის უნაკერო მეთოდით გადანერგვის აპრობაცია- დანერგვის შესახებ.

პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის X კავკასიური საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2016“. თბილისი, 2016 წ.

2016 წლის 8-10 ივლისს თბილისში ჩატარდა პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის საიუბილეო, მეათე კავკასიური საერთაშორისო კონგრესი - „კოლხიდა 2016“.

ამ ათი წლის მანძილზე კონგრესიადმ ინტრესი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც X კონგრესმაც დაადასტუა. თბილისში ჩამოვიდნენ მედიცინის მედიცინის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები მსიოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

2016 წელი საიუბილეო იყო კომპანია „APTOS“ - ითვისაც.მას 20 წელი შეუსრულდა, რასაც გულწრფელად ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

"ევროპის თმის კვლევის საზოგადოების" (EHRS) XVII კონგრესი. თბილისი, 2016წ.

2016 წლის 24-26 ივნისს, ქ. თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა "ევროპის თმის კვლევის საზოგადოების" (EHRS) XVII კონგრესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ საქართველოში თმის ცვენის პრობლემისადმი მიდგომა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მიერ.

კონგრესის მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოში გახლდათ „კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“ (დირექტორი პროფესორი გიორგი გალდავა).

კლინიკა „ჰეალაინმა“ კონგრესის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. წარმოდგენილი იყო 2 მოხსენება.

მოხსენება „Rational of combined treatment options for androgenetic alopecia” , ეძღვნებოდა ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტიკასა და ამ პათოლოგიის არაქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის დასაბუთებას, როგორც თმის გადანერგვამდე, ასევე გადანერგვის შემდეგ. კვლევამ დაადასტურა რომ მხოლოდ პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა იძლევა საუკეთესო შედეგებს. ვლევის შედეგები უდავოდ უნიკაურია და საფუძვლად შეიძლება დაედოს ანდროგენული ალოპეციის მკურნალობის ახალი ალგორითმების შექმნას.

კლინიკა „ჰეალაინის“ ტრიხოლოგების მუშაობით დაინტერესდა ცნობილი ტრიხოლოგი ვლადისლავ ტკაჩოვი, რომელმაც შექმნა თმის ცვენის დიაგნოსტიკის პროფესიონალური პროგრამა „Tricho science”. რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ვ. ტკაჩოვისთვის იმის ნახვა თუ რაოდენ ეფექტურად გამოიყენება კლინიკა „ჰეალაინში“ მის მიერ შექმნილი პროგრამა „Tricho science”.

“ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის” (GIMPHA) III კონგრესი. თბილისი, 2016 წ.

2016 წლის 21-22 მაისს, თბილისში ჩატარდა “ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის” (GIMPHA) მე-3 კონგრესი. აღსანიშნავია, რომ GIMPHA არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველ ექიმებს და მეტად მნიშვნელოვანია რომ უკვე მესამე წელია ამ ასოციაციის შეკრებამ საქართველოში მიიღო რეგულარული ხასიათი, რაც, რა თქმა უნდა, GIMPHA-ს პრეზიდენტის, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მორფოლოგის, ალექსი ბაიდოშვილს დიდი ძალისხმევის შედეგია.

მე-3 კონგრესიც ჩვეულ ფორმატში გაიმართა. იგი მულტიდისციპლინური ხასიათის იყო და მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს მაღალკვალიფიციური ექიმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

კონგრესის მუშაობისას განხილული იყო ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციური დაავადებების, ნევროლოგიის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის აქტუალური საკითხები.

პლასტიკური ქირურგიის სესიაში მონაწილეობას იღებდა კლინიკა „ჰეალაინიც“.

ჩვენი ამ ნაშრომით გაქარწყლებულია ექიმთა საზოგადოებაში, სამწუხაროდ, დღემდე დამკვიდრებული აზრი იმის შესახებ რომ ნაწიბურში თმა არ იზრდება. კვლევის შედეგებით დამტკიცდა, რომ თმის გადანერგვა არის ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდი თავის თმიან ნაწილზე მიღებული სხვადასხვა სახის ტრავმების შემდეგ (ოპერაცია, დამწვრობა, მექანიკური ტრავმა და ა.შ.). ამით ბევრ პაციენტს მოეხსნა პრობლემა და გაუადვილდა სოციალური ადაპტაცია.

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთშორისო საზოგადოების" (ISHRS) XXIII კონგრესი. აშშ, ილინოისი, ქ. ჩიკაგო, 2015 წ.

2015 წლის 9-13 სექტემბერს ქ. ჩიკაგოში (აშშ) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური, XXIII კონგრესი (პროგრამის ხელმძღვანელი Nilofer Farjo). კონგრესზე წარმოდგენილი იყო კლინიკა „ჰეალაინი“.

კონგრესის მუშაობაში სულ მონაწილეობას იღებდა 734 დელეგატი (567 ექიმი და 167 ასისტენტი), აქედან 210 პირველად იყო დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ISHRS-ს რეგულარულ კონგრესებზე ყოველწლიურად დამსწრეთა რაოდენობა მატულობს, რაც მსოფლიოში თმის ცვენის პრობლემისადმი მზარდ ინტერესსა და თმის გადანერგვის მეტად პოპულარიზაციაზე მიუთითებს.

კონგრესის მუშაობისას კვლავ აქტიურად განიხილებოდა თმის გადანერგვის ორი ძირითადი მეთოდის, Strip და FUE,

შესაძლებლობები. მათი უპირატესობები, ჩვენებები და უკუჩვენებები. FUE მეთოდი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ბოლო წლებში, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ Strip და FUE არ უნდა განვიხილოთ ერთმანეთის კონკურენტებად, პირიქით, ხშირ შემთხვევაში მათი კომბინაციაში გამოყენება იძლევა საუკეთესო შედეგებს. ყველა პაციენტს ჭირდედა ინდივიდუალური მიდგომა და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს თუ თმის გადანერგვის რომელი მეთოდი იქნება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში.

საინტერესო იყო სესია, რომელიც მიეძღვნა თმის ტრანსპლანტოლოგიის ფუძემდებლის, იაპონელი დერმატოლოგის, შოჯი ოკუდას ბიოგრაფიას და სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობას. ოკუდას წვლილი თმის აუტოტრანსპლანტაციის ევოლუციაში მართლაც განუსაზღვრელია. მის კვლევებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და საფუძვლად უდევს მრავალ თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომს.

კონგრესის მუშაობის მსვლელობისას საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო ანდროგენული ალოპეციის მედიკამენტოზურ მკურნალობას. იყო მრავალი საინტერესო მოხსენება და დისკუსია. ამ მხრივ მინოქსიდილისა და ფინასტერიდის ეფექტურობა ისევ ეჭვგარეშეა.

მედიკამენტოზური მკურნალობის ალტერნატივად აქტიურად განიხილებოდა ლაზეროთერაპია დაბალი სიმძლავრის ლაზერით, Low level laser therapy (LLLT). წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული, მეტად კომფორტული, ინდვიდუალური მოხმარების ლაზერული შლემები. ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ კომპანია “Apira Sciense” - თან (რომელიც გახლავთ ლაზერული ტექნოლოგიების მწარმოებელი უდიდესი კომპანია), რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება ესარგებლა თმის ცვენის მკურნალობის ამ მნიშვნელოვნად ეფექტური ტექნილოგიებით. ინდივიდუალური მოხმარების ლაზერულ შლემს i-Grow ეწოდება. აღსანიშნავია რომ, i-Grow-ს ეფექტურობა, ისევე როგორც ფინასტერიდისა და მინოქსიდილის, აღიარებულია FDA-ს (American Food and Drug Administration) მიერ.

კონგრესის დასრულებისას ტრადიციულად გაიმართა გალა-ვახშამი (ბალ-მასკარადი), რომელიც წელს განსაკუთრებული თეატრალიზებულობით გამოირჩეოდა.

2015 წლის ოქროს ფოლიკულის მფლობელად დასახელდა ბერნარდ ნუსბაუმი, რომელთანაც ბოლო რამდენიმე წელია მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.

International Summer Academi (ISA) - ს მე-4 საერთაშორისო კონგრესი პრაქტიკულ დერმატოლოგიაში. გერმანია, მიუნჰენი, 2015 წ.

2015 წლის 28.07 – 01.08, ქ. მიუნჰენში (გერმანია) ჩატარდა ISA 2015 (International Summer Academy) - ს მე-4 საერთაშორიშო კონგრესი პრაქტიკულ დერმატოლოგიაში. იგი მოიცავდა კომპაქტურ და ამავე დროს ყოვლისმომცველ მიმოხილვას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებისა პრაქტიკული დერმატოლოგიის სრულ სპექტრში.

კონგრესის მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული კურსების,ვორქშოფებისა და მასტერ კლასების საშუალებით გაცნობოდნენ უფრო ახლოს მათთვის საინტერესო საკითხებს დერმატოლოგიის ცალკეულ საკითხებში: ტრიხოლოგიაში, მიკოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში, ლაზერულ და ფოტოთერაპიაში.

პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ცალკე პრაქტიკული კურსი დაეთმო თანამედროვე ტრიხოლოგიის მიღწევებსა და ამოცანებს. კურსს უძღვებოდა მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის და ალერგოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ჰანს ვულფი. პრაქტიკულ კურსში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი კლინიკის დერმატოლოგებმაც.

კონგრესის პრეზიდენტი- ტომას რუზიჩკა

დელეგაცია საქართველოდან

„დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების“ (ISD) პირველი ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონგრესი. თბილისი, 2014 წ.

2014 წლის 16-18 ოქტომბერს თბილისში „დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების“ (ISD) მხარდაჭერით ჩატარდა პირველი ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონგრესი.

კონგრესზე ლექტორებად და ტრენერებად მოწვეული იყვნენ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები აშშ-დან, გერმანიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, მათ შორის, ევროპის აკადემიის (EADV) არჩეული პრეზიდენტი.

პლენარული სხდომების პარალელურად ჩატარდა დერმატოქირურგიის პრაქტიკული კურსი.

კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-მა აქტიური მონაწილება მიიღო კონგრესის მუშაობაში.

"თმის აღდგენითი მედიცინის იტალიის საზოგადოების" (ISHR) XV კონგრესი. იტალია, ქ. სირაკუზა, 2014 წ.

2014 წლის 26 – 29 ივნისს იტალიის ქალაქ სირაკუზაში გაიმართა თმის აღდგენითი მედიცინისადმი მიძღვნილი XV საერთაშორისო კონგრესი.

კონგრსის ორგანიზატორი გახლდათ თმის აღდგენითი მედიცინის იტალიის საზოგადოება ( ISHR- Italian Society For Hair Restoration). კონგრესის პრეზიდენტები გახლდნენ Franco Buttafaro da Pietro lorenzetti.

კონგრესზე მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშრისო ქვეყნების სპეციალისტები. იტალიის, ამერიკის, იაპონიის, კორეის, ტაილანდის, გერმანიის, თუქრთის, რუსეთის და საქართველოს ქვეყნებიდან, ამ სფეროში დიდი მეცნიერული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მიღწევები.

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) პრეზიდენტმა, ვინჩენცო გამბინომ თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საზოგადოების სამომავლო გეგმებსა და მისი მუშაობის მნიშვნელოვან როლზე თმის გადანერგვის მეთოდების ევოლუციის საკითხში.

მაღალი კლასის სამეცნიერო კონგრესი გარდა საინტერესო მოხსენებებისა, მოიცავდა პრაქტიკულ „ვორქშოფებს“. მათი უმეტესი ნაწილი ეხებოდა თმის აღდგენის თერაპიულ და ქირურგიულ მეთოდებს, ასევე მკურნალობის ესთეტიურ მხარეს.

კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული ფინასტერიდისა და მინოქსიდილის ეფექტურობა ანდროგენული ალოპეციის მკურნალობასა და თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვაში.

კონგრესის მუშობაში აქტიურმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კლინიკა „ჰეალაინი“ ფეხდაფეხ მისდევს თმის აღდგენითი მედიცინის სფეროში სიახლეებს და ნერგავს ბოლოდროინდელ მიღწევებს საკუთარ პრაქტიკაში, პაციენტების სამკურნალოდ მიმართავს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე , საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს.

ჩვენი კლინიკა მადლობას უხდის ამ საინტერესო კონგრესის ორგანიზატორს - ISHR -ს (Italian Society for Hair Restoration) და მის პრეზიდენტს ფრანკო ბუტაფაროს.

"თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISHRS) XXI კონგრესი. აშშ, ქ. სან-ფრანცისკო, 2013 წ.

2013 წლის 23-26 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში (აშშ) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური XXI კონგრესი (კონგრესის პრეზიდენტი Robert H. True).

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკა „hairline International” – ის თანამშრომლებმა.

კონგრესს 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის თმის ტრანსპლანტოლოგები (William R. Rassman, Bessam K. Farjo, Robert M. Bernstein, James A. Harris, Bobbi L. Limmer, Jon P. Cole, Robert S. Haber и др.), ლინიკის დირექტორები და სხვადასხვა სპეციალობის ექიმები (ქირეურგები, დერმატოლოგები, ბიოლოგები და ა. შ.).

წარმოდგენილი იყო 137 მოხსენება და 57 სასტენდო პრეზენტაცია, რომლებიც ეძღვნებოდნენ თმის აღდგენის აქტუალურ პრობლემებს და ფოლიკულის ფიზიოლოგიას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფართო განხილვის შემდეგ ყველა თანხმდება ართ აზრზე, რომ Strip მეთოდი რჩება თმის ტრანსპლანტაციის ძირითად მეთოდად, ხოლო FUE მეთოდი ხდება სულ უფრო მეტად პოპულარული.

კონგრესის მუშაობაში დიდი ყურადღება იყო გამახვილებული თმის გადანერგვისშემდგომი რეაბილიტაციის საკითხებზე, სადაც მნიშვნელოვან ადგილი PRP – ის უკავია.

კონგრესის ფარგლებში მიმდინარეობდა თმის ტრანსპლანტაციაში, პოსტოპერაციულ რეაბილიტაციასა და თმის ცვენის მკურნალობაში ახალი მიღწევების პროფესიონალური გამოფენა. ექსპონენტებად წარმოდგენილი იყვნენ სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანიები.

ჩვენი კლინიკის ექიმები მიწვეული იყვნენ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) სამეცნიერო კომიტეტის მიერ მოხსენებისთვის პოსტერულ სესიაზე პრეზენტაციით: „მეორადი ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ახალი ასპექტები“. მოხსენებაში სისტემატიზირებული და გაანალიზირებული იყო ჩვენი კლინიკების (მოსკოვში და თბილისში) მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება ნაწიბურებში თმის ტრანსპლანტაციის საკითხში.

დღეისათვის, მიუხედავად თმის ტრანსპლანტაციის სწრაფი განვითარებისა და პოპულარიზაციისა, ნაწიბურებში თმის გადანერგვის პრობლემა მსოფლიოს მრავალ კლინიკაში კვლავ რჩება შეუსწავლელი და მეცნიერულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად მათი შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

ჩვენი კლინიკის პრეზენტაციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა შორის, განსაკუთრებით გადანერგილი ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობის მაღალმა პროცენტმა. 94% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ჩვენს კლინიკაში ის მიიღწევა ნაწიბურებში თმის გადანერგვის მეცნიერულად დასაბუთებული ტაქტიკით. სასტენდო მოხსენებების სესიის კონგრესის დახურვის დღეს, გალა-ვახშამის დროს, გაიმართა ექიმებისა და ასისტენტების დაჯილდოება, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს თმის ტრანსპლანტაციის განვითარებაში.თავმჯდომარემ რობერტ ჰაბერმა (აშშ) ხაზი გაუსვა შედეგების აბსოლუტურ მეცნიერულ სიახლეს და აღნიშნა, რომ პირველადაა წარმოდგენილი ნაშრომი, სადაც შედარებულია ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევის შედეგები და ნაწიბურებში გადანერგილი გრაფტების გაზრდადობა.

უმაღლესი ჯილდო - „ოქროს ფოლიკული - 2013“ წილად ხვდა ჯონ კოულს (აშშ), რასაც ჩვენ მას გულწრფელად ვულოცავთ.

იყო მრავალი თბილი შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, თურქეთიდან და ა. შ.

პროფესორ თამაზ თამაზაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია: "მზის რადიაცია და სიმელოტე". თბილისი, 2010 წ.

2010 წლის 10 ნოემბერს, ქ. თბილისში DKC-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მზის რადიაცია და სიმელოტე". კონფერენციის ორგანოზატორმა კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-მა წარმოადგინა პროფესორ თამაზ თამაზაშვილის წიგნი: "ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიასა და ანდროგენული ალოპეციია ეტიო-პათოგენეზში", რომლის პირველი პრეზანტაცია შედაგა 2010 წლის 5 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში. წიგნში ასახულია ჩვენი კლინიკის მრავალწლიანი სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცდილების შედეგები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი მეცნიერისთვის ჩვტნი ნჯვაციები სენსაციური აღმოჩნდა. კვეთრადაა ფორმულირებული თმის ზრდის ციკლის სხვადასხვა ფაზები და რაც მთავარია გახსნილია ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარების ეტიო-პათოგენეზი!

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სამედიცინო სფეროში მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერები და ექიმები. კონფერენციის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პროფესორი გურამ ტატიშვილი.

მომხსენებელთა შორის იყვნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი დავით თელია, ჩვენი კლინიკის ექიმი, დირექტორი, თანადამფუძნებელი: ირაკლი ბებიაშვილი. განსაკუთრებული ინტერესი და დისკუსია გამოიწვია პროფესორ თამაზ თამაზაშვილის მოხსენებამ, რომელიც მის ბოლოდროინდელ აღმოჩენებს ეხებოდა.

კონფერენცია გახსნა პროფ. გურამ ტატიშვილმა

პროფ. თამაზ თამაზაშვილის მოხსენება

ირაკლი ბებიაშვილი

კონფერენციის შემდეგ მრავალი თბილი მეგობრული შეხვედრა იყო

პროფ. თამაზ თამაზაშვილის მოხსენება

თსსუ რექტორი, პროფ. ზურაბ ვადაჭკორია

პროფ. ამირან გამყრელიძე

პროფ. დავით თელია

პირველი საერთაშორისო კონგრესი "ალოპეციის აქტუალური საკითხები". თბილისი, 2005 წ.

2005 წელს დაარსდა "საქართველოს ტრიქოლოგთა და თმის ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია". ასოციაციის პრეზიდენტია პროფესორი თამაზ თამაზაშვილი. 2005 წლის 3-4 ნოემბერს, თბილისში, თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრმა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-მა და "საქართველოს რიქოლოგთა და თმის ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ" ორგანიზება გაუწიეს და უმასპინძლეს პირველ საერთაშორისო კონგრესს "ალოპეციის აქტუალური საკითხები". კოკნგრესმა დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით პრობლემის მიმართ თანამედროვე მიდგომებისა და კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-ის თანამშრომელთა ორიგინალური სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით. ტარდებოდა მასტერკლასები თმის აღდგენის როგორც ქირურგიული ასევე არაქირურგიული მეთოდებით.