Thursday, 23 November 2017 , 04:31:20

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ლაზერული თერაპია

თმის ცვენის მკურნალობა დაბალი სიმძლავრის ლაზერით - LLLT ( Low level laser therapy)

                                                        

    

   

     

      

   

   

    

    

    

       

    

    

    

     

    

      

     

 Apira Science-   საიმედო ლიდერი და პიონერი დაბალი სიმძლავრის ლაზერების ინდუსტრიაში. 

 iGrow- ლაზერის თმის ზრდის სიტემა Apira Sciens-ის ათწლეულების გამოცდილების , მეცნიერული ინოვაციების და LLLT-ის ( Low level laser therapy-დაბალი სიმძლავრის ლაზერით თერაპია)   ღრმა ცოდნის შედეგია.   მრავალი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად მეცნიერთა ჯგუფებმა ფოტო მედიცინაში და ექსპერტებმა ოპტიკურ ინჟინერიაში შეძლეს შეექმნათ Apira Sciense- ის უდიდესი ინოვაცია- ლაზერო და სინათლით თერაპია სახლის პირობებში.

  გარდა ამისა iGrow ლაზერის თმის ზრდის სისტემა აღიარებულია FDA- ის ( American Food and Drug Administration) მიერ თმის ცვენის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ქალებსა და მამაკაცებში. განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, რომლებმაც ამ აღიარებას მიაღწიეს იმის თქმით, რომ მათი პროდუქტი ისეთივეა, როგორც სხვები ბაზარზე,  iGrow-მ ეს თანხმობა მიიღო სამართლიანი გზით: ჩატარდა  ორმაგი- ბრმა კლინიკური კვლევები, რომელთა შედეგები მოწმდებოდა სხვა ინსტიტუციების მიერ და ქვეყნდებოდა პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალებში. შთამბეჭდავი შედეგები - თმის ზრდის მომატება 35% -ით გახდა iGrow- ლაზერის თმის ზრდის სისტემის წარმატების და აღიარების გარანტი.

   

   

    

iGrow თმის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სისტემაა, იგი ეფუძნება LLLT ტექნოლოგიას, რომელიც აერთიანებს თმის ფოლიკულების გასააქტივებლად საწირო ოპტიმალური სიგრძის (650-670 ნმ) ლაზერულ და სინათლის სხივებს. iGrow უზრუნველყოფს მთლიანი სკალპის ერთდროულ დაფარვას. მისი გამოყენება უსაფრთხოა სახლის პირობებში, ოფისში და მოგზაურობის დროს. ტესტირებამ დაამტკიცა რომ iGrow-ს  LLLT სისტემის გამოყენებას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს.


iGrow არ მოითხოვს ხელით მარტვას. უბრალოდ მოითავსეთ იგი თავზე, აირჩიეთ 5- დან ერთი-ერთი პროგრამული სესია, მოკალათდით მოხერხებულად  და მოდუნდით. ამავდროულად შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას ipod-ით ან mp3 ფლეიერით.

  

თმის გაჯანსაღება მკვეთრად შესამჩნევია 24 კვირაში ანუ 6 თვეში.

      

    

     

                         მამაკაცები

                               ქალები

             მკურნალობამდე                             4 თვის შემდეგ

               მკურნალობამდე                           4 თვის შემდეგ

     

              

      

     

             

    

             

   

   

საინტერესო კითხვები:

  

რა არის LLLT?

აბრევიატურა LLLT (Low Level Light Therapy) ნიშნავს სხივურ თერაპიას დაბალი დოზით. იგი   იყენებს ლაზერულ ან სინათლის ენერგიას, რომელსაც სპეციფიური ზღურბლი და ტალღის სიგრძე გააჩნია. LLLT- ში გამოყენებული სინათლის წყარო შესაძლოა იყოს ლაზერული და LED (სხივური დიოდი) მოწყობილობები. მათ ასევე ცივ ლაზერსაც უწოდებენ, რადგან სითბოს არ გამოყოფენ და შესაბამისად უსაფრთხონი არიან, არ იწვევენ დამწვრობას ან კანის დაზიანებას.

  

როგორ მუშაობს LLLT?

მრავალმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა ამ მეთოდის ეფექტურობა თმის ზრდის სტიმულირებისთვის, ანდროგენული ალოპეციის დროს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის, მაგრამ უახლოესმა კვლევამ აჩვენა, რომ LLLT შეიწოვება უჯრედებში და იწვევს მათი აქტივობის ზრდას. ანუ იგი აჩქარებს უჯრედების მომწიფების პროცესს, რაც თმის ეფექტურ ზრდას ხელს უწყობს.

  

არსებობს კლინიკური კვლევები, რომლითაც თმის ზრდისათვის LLLT-ს გამოყენების ეფექტურობაა დამტკიცებული?

დიახ, გთხოვთ გადახვიდეთ აქ, კლინიკური კვლევების გვერდზე.

  

რა უპირატესობა აქვს მოწყობილობას, რომელიც აერთიანებს ლაზერს და LED სხივებს?

ლაზერის წითელი გამოსხივება და LED მოწყობილობის სხივები, რომელთა ტალღის სიგრძე 650-670 ნმ-ია ასტიმულირებენ თმის ფოლიკულის უჯრედებს. ლაზერის სხივი უშუალოდ ფოლიკულზე მოქმედებს, LED-ის ნაზი სხივები კი სკალპის უფრო მეტ ფართობს მოიცავენ. ამ ტექნოლოგიას აქვს უპირატესობა ქალებშიც და მამაკაცებშიც ანდროგენული ალოპეციის დროს, მტკიცებულება შედეგებშია: iGrow თმის ზრდის სისტემამ, თმის ცვენის სხივური თერაპიით მკურნალობის შესახებ აქამდე გამოქვეყნებულ ყველა კლინიკურ კვლევას შორის, თმის ახალი ღერების ამოყვანის მხრივ, უმაღლესი შედეგები აჩვენა.

  

რა გავლენა აქვს ტალღის სიგრძეს თმის ცვენის მკურნალობაზე?

მნიშვნელოვანია, რომ თმის ცვენის სამკურნალოდ ლაზერული სხივების გარკვეული ტალღის სიგრძლის მქონე სპექტრი იყოს გამოყენებული. კვლევების მიხედვით ეს დიაპაზონი 650-670 ნმ-ია. სწორედ ასეთი სიგრძის მქონე ტალღებს ახასიათებთ ყველაზე ეფექტური აბსორბაცია.

  

ყველა LLLT მოწყობილობა იყენებს ლაზერულ და სინათლის სხივებს ერთად?

LLLT მოწყობილობების უმრავლესობა იყენებს ან LED-ს ან ლაზერს. Apira Science Inc.-ის მიერ წარმოებული iGrow მოიცავს სხივების ორივე წყაროს.

  

ყველა ლაზერულ და სხივური თერაპიის მოწყობილობას ერთნაირი გავლენა აქვს სკალპზე?

არა, ყველა მოწყობილობას ერთნაირი სიმძლავრე და ენერგია არ გააჩნია, შესაბამისად ერთნაირ რეზულტატს არ იძლევა. ბევრი აპარატი მხოლოდ ლიმიტირებულ ფართობს მოიცავს, ზოგიერთი მათგანი მოითხოვს ხელით რეგულირებას - სკალპის განმეორებად დამუშავებას სავარცხლით, თითო ჯერზე 10-20 წუთის განმავლობაში. iGrow კი ავტომატიზირებული ხელსაწყოა და მისი გამოყენება ადვილია, იგი უზრუნველყოფს მთლიანი სკალპის ერთდროულ მოცვას 20-25 წუთიანი სამკურნალო სესიის დროს.

  

რამდენად უსაფრთხოა iGrow-ს  სახლში გამოყენება?

iGrow სპეციალურად ისე იქნა შემუშავებული, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა სახლში, ოფისში და მოგზაურობის დროს.

  

iGrow მთლიანად ავტომატიზირებულია?

დიახ, iGrow არ მოითხოვს ხელით მართვას. უბრალოდ მოითავსეთ იგი თავზე, აირჩიეთ 5-დან ერთ-ერთი პროგრამული სესია, დაბრძანდით და მოდუნდით.

  

როდის მივხვდები რომ  iGrow მუშაობს?

ყველა ადამიანი განსხვავებულია. iGrow-ს 12-16 კვირის განმავლობაში გამოყენებისას მომხმარებელთა უმრავლესობამ დაინახა პოზიტიური ცვლილება. თმის გახშირება და გაჯანსაღება მკვეთრად შესამჩნევია 24 კვირაში ანუ 6 თვეში.

  

iGrow-ს გამოყენებამდე თმის დაბანა, ან სპეციალური შამპუნის გამოყენებაა საჭირო?

შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ჩვეულებრივი შამპუნი.

  

აქვს თუ არა iGrow-ს უარყოფითი გვერდითი მოვლენები?

არა. ტესტირებამ დაამტკიცა რომ iGrow-ს LLLTსისტემის გამოყენებას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს.

  

რატომ უნდა გამოვიყენო iGrow და არა ის ლაზერი, რომელიც ექიმის კაბინეტშია?

iGrow თმის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სისტემაა, რომელიც მორგებულია სახლში მოხმარებისათვის და აქვს იგივე შედეგი, რაც ლაზერს, რომელიც კაბინეტებშია. გარდა ამისა iGrow-ს ყურსაცვამი უზრუნველყოფს სკალპიდან 3 სანტიმეტრიანი დისტანციის შენარჩუნებას. მისი გამოყენება შესაძლებელია სახლში, ოფისში და ნებისმიერ ადგილას, თან შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას iPod-ით ან MP3 ფლეიერით.

  

რა უპირატესობა აქვს iGrow-ს სხვა პორტატულ მოწყობილობებთან შედარებით?

iGrow-ს გამოყენებისას ხელები თავისუფალია და იგი უზრუნველყობს მთლიანი სკალპის დაფარვას.შეადარეთ ეს ლაზერულ სავარცხელს, რომელიც უნდა გადაადგილდეს ყოველ 4 წამში 20 წუთის განმავლობაში.

  

რამდენად ეფექტური ინება ჩემთვის iGrow-ს გამოყენება, თუ კი სრულიად მელოტი ვარ?

iGrow არ არის რეკომენდებული თმის ცვენის მძიმე შემთხვევების დროს.

  

  

                                                                                                                                                                                  შემდეგ «დერმატო-კოსმეტოლოგია»