Thursday, 23 November 2017 , 04:33:39

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

გრძელი თმის გადანერგვა

    

გრძელი თმის გადანერგვა

    

გრძელი თმის გადანერგვა ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო თმის აღდგენითი ქირურგიის ევოლუციის გზაზე. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტს ანიჭებს უდიდეს დადებით ემოციას.

   

პირველი პუბლიკაციები გრძელი თმის გადანერგვაზე 2004 წელს გაჩნდა და მისი ავტორი იყო ბრაზილიელი ქირურგი მარსელო პიტჩონი (Marcelo Pitchon).

   

მიუხედავად იმისა რომ, გრძელთმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა  ძალიან საინტერესო და პროგრესული მიმართულებაა, დღეისათვის მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთეულ კლინიკებს შეუძლიათ მისი განხორციელება. ის მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, ქირურგისა და მთელი კოლექტივის დიდ გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს.

      

კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ - ში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება გრძელი თმის გადანერგვა.

    

გრძელი თმის გადანერგვა შესაძლებელია მხოლოდ ზონრის (Strip) მეთოდით. ინერგება იმ სიგრძის თმა რა სიგრძისაცაა პაციენტის თმა სადონორო (კეფის) არეში.

   

გრძელი თმის გადანეგვის უპირატესობები:

  1. პაციენტი ოპერაციის დამთავრებისთანავე ხედავს თმის გადანერგვის საბოლოო შედეგს. თვალნათლივ ჩანს გადანერგილი თმის სიხშირე და მიმართულება.

  2. გრძელი თმის გადანერგვის შედეგად შესაძლებელია სრულიად შეინიღბოს ის წერტილოვანი შეწითლებები თმის ჩანერგვის ადგილებში რომლებიც შეინიშნება პროცედურის შემდეგ, პირველი 1 კვირის განმავლობაში. ეს შეუმჩნეველს ხდის ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდს, რაც თავის მხრივ მეტ თავდაჯერებულობას მატებს პაციენტს და იგი ოპერაციის მეორე დღიდანვე უფრო აქტიურად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

      

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გრძელი თმის გადანერგვის შემდგომი ეფექტი დროებითია და გრძელდება 2-3 კვირა. ამის შემდეგ თმა თანდათანობით ცვივა და შემდეგ ამოსვლას იწყებს 2-3 თვიდან, ისევე როგორც ეს ხდება მოკლე თმების გადანერგვის შემთხვევაში. პაციენტი შესამჩნევ კოსმეტიკურ ეფექტს იღებს გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო საბოლოო შედეგი მიიღწევა 12 თვის შემდეგ, როდესაც უკვე  მაქსიმალურადაა გამოხატული გადანერგილი თმის სიხშირე და მოცულიბა, ისეთივე, როგორიც პაციენტმა იხილა ოპერაციის დამთავრებისთანავე.

    

გადანერგილი თმა ინარჩუნებს ყველა მახასიათებელს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს, არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას და  არასოდეს ცვივა.

      

    

იხილეთ ვიდეო გრძელი თმის გადანერგვის მეთოდზე:

      

   

   

     

     

   

                                                                                                                                                                                             შემდეგ "გრაფტების პრეპარირება"