Thursday, 23 November 2017 , 04:32:11

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

მეზოთერაპია

       მეზოთერაპია – ესთეტიკისა და მედიცინის უნიკალური კომბინაცია. 

ეს მეთოდი პირველად შეიმუშავა მიშელ პისტორმა პარიზში 1952 წელს.  ეს იყო უმტკივნეულო  მიკროინექციებით ჩატარებული სამედიცინო პროცედურა, რომლის  დროსაც გამოყენებული იყო ვიტამინები, მცენარეული ექსტრაქტები, ჰომეოპათიური საშუალებები და ფარმაცევტული პრეპარატები.

      თანამედროვე მეზოთერაპია ეს არის მიკროდოზებით, უწვრილესი ნემსებით, ინდივიდუალურად პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე შემუშავებული კოქტეილის ზედაპირული შეყვანა(0.5მმ–6მმ). ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს აუცილებელი ვიტამინების, ნუკლეინის მჟავებისა და მინერალების მივაწოდოთ უშუალოდ დერმაში(მეზოდერმაში), სადაც ისინი ვერ მოხვდებიან კანის ზედაპირიდან მალამოების და ლოსიონების სახით.

  

mezotherapia

         ამ „კოქტეილის“ მოქმედების შედეგად უმჯობესდება სისიხლის მიმოქცევა, იშლება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, აქტიურდება მეტაბოლიზმისა და რეგენერაციის პროცესები, შესაძლებელია საჭირო რაოდენობის სითხის შეყვანა.   კანი შესამჩნევად იჭიმება, სწორდება, ღებულობს ლამაზ, ჯანმრთლ იერსახეს,  შესამჩნევად ახალგაზრდავდება, ქრება ნაოჭები, შესაბამისად თქვენ ხდებით უფრო მიმზიდველი და თავში დარწმუნებული. სამკურნალო მეზოთერაპიულ პროცედურას გააჩნია უნივერსალური მოქმედება და მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალი პრობლემის გადასაჭრელად.


  

   

     

  

მეზოთრაპიის უპირატესობები:

*ადგილობრივი მოქმედება ან მოქმედი ნივთიერების შეყვანა პრობლემურ ზონაში.

*მოქმედების ფართო სპექტრი და მაღალი ეფექტურობა.

*გამოსაყენებელი საშუალებების ბუნებრივობა და უსაფრთხოება.

*ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება პროცედურის კურსის ჩავლის შემდეგ(გუნება–განწყობილებისა და ძილის  გაუმჯობესება).

*პრეპარატის  მოქმედების გახანგრძლივება მათი  მარაგის შექმნის გზით.

*ასაკობრივი შეზღუდვებისა და მკაცრი უკუჩვენებების არასებობა(მთავარი უკუჩვენებაა ორსულობა და „ნემსის შიში“).

*სხვა კოსმეტოლოგიურ და თერაპიულ პროცედურებთან ოპტიმალური შეწყობა.

*სარეაბილიტაციო პერიოდის არასებობა.

  წამატებით ჩატარებული მეზოთერაპიის  ერთ–ერთი მთავარი ნაწილი არის სწორად შექმნილი კოქტეილი.ამისათვის გამოიყენება როგორც ლაბორატორიაში  მრავალწლიანი დაკვირვებების და გამოცდილების გამოყენებით დამზადებული ხსნარები და ინდივიდუალურად პაციენტის პრობლემის გათვალისწინებით მიღებული კოქტეილი.  ნებისმიერ შემთხვევაში პროცედურის ჩატარების დროს აუცილებელია პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინება, ამიტომ ის უნდა განახორციელოს კვალიფიციურმა  ექიმმა, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება.

  თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები სახვადასხვაგვარია:ჰორმონალური დისბალანსი, გადატანილი დაავადებები, რკინის, თუთიის მაგნიუმის , სელენის უკმარისობა,სტრესი. მეზოთერაპია ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია დიფუზური, ტელოგენური , ანდროგენული ალოპეციის აღსაკვეთად. შედეგი განპირობებულია არა მხოლოდ ფარმაკოპრეპარატების მოქმედებით, არამედ ადგილობრივად ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით, მათ შორის სისხლძარღვოვანი რეცეპტორებისა და იმუნოკომპლემენტური უჯრედებისაც. ეს აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ააქტიურებს თმის ფოლიკულს.  მეზოთერაპიული პროცედურის გამოყენება წინასწარი გამოკვლევების გარეშე მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა.

  ალოპეციის მკურნალობის დროს თმის ცვენიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ უჯრედულ დონეზე იწყება ანთებითი ცვლილებები:  სისხლძარღვები ჯერ ვიწროვდება, შემდეგ ფართოვდება. სისხლის ფორმიანი უჯრედები(ლეიკოციტები, ერთროციტები, ფიბრობლასტები) გადიან კაპილარის კედლებს,  აღწევენ უჯრედშორის სივრცეში და გროვდებიან .  ფიბრობლასტები, რომლებიც აქტიურდებიან უჯრედების დაშლის ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულებით, ინტენსიურად გამოიმუშავებენ ზრდის ფაქტორს, ეს პროცესი საბოლოოდ მოქმედებს თმის ფოლიკულზე, კანის სტრუქტურაზე და შესაბამისად იწვევს ჯანსაღი,  სტრუქტურულად გაუმჯობესებული ახალი თმის ზრდას. თმა იძენს სიპრიალეს, მუქდება. მეზოთერაპიის დროს დერმატოლოგები ხშირად  ნიშნავენ დამატებით პრეპარატებს და გარეგან საშუალებებს.

შემდეგ «პლაზმოთერაპია»