Thursday, 23 November 2017 , 04:33:14

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

წარბის, ულვაშისა და წვერის გადანერგვა

   

წარბის, ულვაშისა და წვერის გადანერგვა

  

ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაცია (საკუთარი თმის გადანერგვა) წარმატებით გამოიყენება წარბების, ულვაშისა და წვერის კოსმეტიკური დეფექტების კორექციისას, მათი ნაწილობრივი ან სრული არ არსებობის დროსაც კი.

 

ამ შემთხვევაში სადონოროდ გამოიყენება კეფისა და საფეთქლის არეში განლაგებული საკუთარი თმა.

 

გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება ხორციელდება როგორც Strip (ზონრის) ასევე FUE (უნაკერო) მეთოდით. უნაკერო მეთოდი იძლევა იმ უპირატესობას, რომ გადასანერგად შესაძლებელია შეირჩეს სასურველი სტრუქტურის თმისა და ფოლიკულების შემცველი გრაფტები.

  

გადანერგილი თმა ზრდას იწყებს გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ და ინარჩუნებს ყველა მის მახასიათებლებს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს და ა. შ. ის არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, იზრდება მთელი სიცოცხლის მანძილზე და არ ცვივა. შესაძლოა მისი შეჭრა, შეღებვა, გაპარსვა და ა.შ.

   

წარბის აღდგენის შემდეგ საჭიროა მისი პერიოდულად შეჭრა

    

     

                       

      ტრავმირებული წარბის მიდამო

              წარბის გადანერგვის შემდეგ

      

   

                            

წვერის გადანერგვამდე   

წვერის კორექციის შემდეგ

                                                                                         

   

    

 იხილეთ ვიდეო:   წვერის გადანერგვა FUE (უნაკერო) მეთოდით კლინიკა "ჰეალაინში"

      

      

    

     

გაგრძელება:   

იხილეთ ვიდეო:    წვერის გადანერგვიდან 10 თვის შემდეგ

  

  

     

    

                                                                                                                                                                         შემდეგ: "FUE თუ Strip?">>>