სიახლეები
უახლესი აპარატი თმის გადანერგვაში
24 მაი, 2011

კლინიკაში გამოგონებული და შექმნილია უნიკალური აპარატი მიკროხვრელების ფორმირებისთვის თმის ტრანსპლანტაციის დროს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. ამ გამოგონებაზეც კლინიკა ფლობს პატენტს.
გამოგონების ტექნიკური შედეგია სტანდარტული სიღრმის მიკროხვრელების ფორმირებასთან ერთად უზრუნველყოფა მაპერფორირებელი ძალის რეგულირების შესაძლებლობის კანის ინდივიდუალური სიმკვრივის გათვალისწინებით, ამასთანავე მიკროხვრელების ფორმირება, თვლა და აღრიცხვა ხდება ავტომატურ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ტრანსპლანტაციის ოპერაციის პროცესის ოპტიმიზაციას.
უპროცენტო განვადება
28 თებ, 2011

მხოლოდ საქართველვის მოქალაქეებისთვის.
მხოლოდ საქართველვის მოქალაქეებისთვის, კლინიკაში ფუნქციონირებს- უპრეცენდენტო მსოფლიო ტრანსპლანტოლოგიის სინამდვილეში-თმის გადანერგვის ანაზღაურება უპროცენტო განვადებით.
ქართველი პროფესორის სენსაციური აღმოჩენა
20 ნოე, 2010

პროფესორ თამაზ თამაზაშვილის აღმოჩენა ნიუ იორკში.
პროფესორ თამაზ თამაზაშვილის აღმოჩენა ნიუ იორკში პრეზენტირებული იქნა ამა წლის 5 ოქტომბერს. მისი აღმოჩენის არსი, რომელმაც ფურორი მოახდინა ამერიკის თმის ტრანსპლანტოლოგიასა და ტრიხოლოგიაში, სრულყოფილად ასახულია მისსავე წიგნში " ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიაში და ალოპეციის ეტიოპათოგენეზში".ამ ახალ კონცეფციებზე დაყრდნობით სიმელოტის პროფილაქტიკა და მკურნალობა აბსოლიტურად რეალური ხდება. ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის
ამ აღმოჩენის პრეზენტაცია მოხდა 10 ნოემბერს ავტორის მიერ,
DKC სამკურნალო კომბინატის საკონფერენციო დარბაზში.
წლის საუკეთესო კლინიკა
10 ნოე, 2010

თამაზ თამაზაშვილის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ს , თმის ტრანსპლანტოლოგიაში შეტანილი მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მიენიჭა.
„რობინს ინსტრუმენტს“-ის ( მსოფლიოს მაშტაბით წამყვანი ქირურგიული ინსტრუმენტების მაწარმოებელი ამერიკული კომპანია თმის ტრანსპლანტაციაში) აღიარების სერთიფიკატი.
საგულისხმოა, რომ ამ ნომინაციაში ბოლო კონკურენტები იყვნენ ესპანური და შვეიცარიული კლინიკები.
ხელმძღვანელი
FUE (უნაკერო) თუ STRIP (ზონრის) მეთოდი?
უნაკერო მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თმის ფოლიკულების ამოღება , მათ შორის მიკროგრაფტების , ხდება კანის გაკვეთის გარეშე, სპეციალური მინიატურული ინსტრუმენტის საშუალებით ოპტიკური ხელსაწყოთი კონტროლის ქვეშ. ამ მეთოდის ავტორმა-დოქტორმა როსმანმა (W.RASSMAN) ამ მეთოდს დაარქვა "Follicular Unit Extraction" რაც თარგმანში ნიშნავს „ფოლიკულური გაერთიანებების ამოფხვნას“.
