Wednesday, 18 October 2017 , 06:34:18

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ქართული ბრენდის დღე 2012 "ჰეალაინ ინტერნეიშნლ" გამარჯვებული ნომინაციაში "რეპუტაცია და ნდობა.".

ქართული ბრენდის დღე 2012 ____   თმის გადანერგვის კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-ი      გამარჯვებულია  ნომინაციაში "რეპუტაცია და ნდობა".

2012 წლის 25  დეკემბერს  შერატონ მეტეხი-პალასში გაიმართა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო  „პროფილის“  მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი „ქართული ბრენდის დღე“. 

ნაციონალური ბრენდების დაჯილდოვება უკვე მეათე წელია რაც იმართება.  სააგენტომ წელს 2012 წლის გამარჯვებული ქართული ბრენდები გამოავლინა  შემდეგი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ბრენდის პოზიციონირება, ცნობადობა, იმიჯი და რეპუტაცია, კრეატიულობა,მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება.

წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიალზე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა „ გამოვლინდა გამარჯვებული: თმის გადანერგვის კლინიკა  „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“.

   „ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ და ვიქნებით შედეგზე და დიდი მადლობა საზოგადოებას,  რომ ეს დაგვიფასა ნდობით“-აღნიშნა  "ჰეალაინის"  ხელმძღვანელმა პროფ. ალექსი მახარაშვილმა.

   ვულოცავთ   კლინიკას და მის თანამშრომლებს   ასეთ  საუკეთესო რეპუტაციას!