Saturday, 16 December 2017 , 02:39:26

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

დერმატო-კოსმეტოლოგი მაკა დოღოზაშვილი

დერმატო-კოსმეტოლოგი მაკა დოღოზაშვილი, რომელსაც რუსეთის წამყვან კლინიკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ეხლა უკვე ჩვენთან ახორციელებს არა მარტო თმის ცვენის მკურნალობას, არამედ სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს როგორც სახეზე, ასევე ტანზე.
 

მეზოთერაპია-ეს არის სპეციალური კოქტეილის შეყვანა მიკროდოზებით და უწვრილესი ნემსებით კანში ან კანქვეშ, პრეპარატი აღწევს კანის იმ შრეებს , სადაც ვერ აღწევს გარეგანი მოხმარების სხვა საშუალებები. კოქტეილის შემადგენლობას ექიმი არჩევს ინდივიდუალურად, პაციენტის პრობლემის მიხედვით.

 სამკურნალო საშუალების შეყვანა ხდება სახის და ტანის ნებისმიერ უბანში. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აღწევს რა კანის სიღრმეში , აჩქარებს კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესს, აუმჯობესებს კანის ტონუსს , ფერს, იწვევს მის გაახალგაზრდავებს
კონტურული (მოცულობითი) პლასტიკა—ეს არის კანის ასაკობრივი ცვლილებების კორექციის არაქირურგიული, არაინვაზიური მეთოდი. თანამედროვე პრეპარატები-ფილერები აბსოლუტურად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. ფილერები ავსებენ კანის დაკარგულ მოცულობას, სურვილისამებრ უცვლიან ფორმას ტუჩებს, კორექციას ექვემდებარება ცხვირ-ტუჩისა და სხვა ნაოჭები.
წარბებს შორის ღრმა ნაოჭი, ტუჩის დაშვებული კუტხეები, რომელიც თქვენ სახეს აძლევს სევდიან იერს კონტურული პლასტიკის პროცედურის დასრულების შემდეგ აღარ შეგაწუხებთ .
ბოტოქსი, დისპორტი-ეს არის მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ მიმართული ძლიერი იარაღი. ეს პრეპარატები ადუნებს კუნთებს და ასწორებს ნაოჭებს თვალის გარშემო და შუბლზე, სახის ოვალს აძლევს მკაფიო იერს. ის შესანიშნავად უმკლავდება მოჭარბებულ ოფლიანობასაც(იღლიებში, ხელის და ფეხის გულზე). თქვენ ხანმოკლე პერიოდში გათავისუფლდებით ასაკობრივი ცვლილებებისაგან და შეინარჩუნებთ ჯანსაღ იერს

- See more at: http://www.hairline.ge/news#id24