Saturday, 16 December 2017 , 02:37:29

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ" დაჯილდოვდა მეტად საპატიო ჯილდოთი

    

2013 წლის 28 ნოემბერს კლუბ "ტრიუმფში" გაიმართა ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი "სოფლის მაშენებელნი 2013". პროექტის მიზანია გამოავლინოს ის წარმატებული კომპანიები, რომელთაც აქტიური როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში.

     

ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტანდარტების დანერგვისთვის, სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ" დაჯილდოვდა მეტად საპატიო ჯილდოთი - "მეცენატი 2013". კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ჯილდო კლინიკის დირექტორს გადაეცა მადლიერი პაციენტის, დათო როსტომაშვილის ხელით.