четверг, 19 октября 2017 , 22:53:44

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

PRP (platelet rich plazma) პლაზმოლიფტინგი– თმის ზრდის მასტიმულირებელი თერაპია

PRP  --- მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი არაქირურგიული და არაინვაზიურია.

მისი მოქმედება ემყარება ადამიანის საკუთარი სისხლის პლაზმის რეგენერაციულ თვისებებს. შეჰყავთ მიკროინექციების სახით კანის პრობლემურ უბნებში. ის საკმაოდ ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, სტომატოლოგიაში და ეხლა უკვე ტრიქოლოგიაშიც და ითვლება გამელოტების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ და სანდო მეთოდად. PRP ის რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმის ცვენა მთლიანად წყდება, აღდგება თმის სტრუქტურა,ნორმალიზდება ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა, იზრდება ჯანმრთელი თმა. თმის საფარველის მდგომარეობის მიხედვით საჭიროებისამებრ შეიძლება ჩატარდეს ორიდან ათ პროცედურამდე.
PRP თერაპია აბსოლუტურად უსაფრთხოა. თრომბოციტებით გაჯერებული პლაზმის ინექციები არატოქსიური და არაიმუნორეაქტიულია, რადგან ის მზადდება პაციენტის საკუთარი სისხლისაგან. ზრდის ფაქტორის დახმარებით, რომლიც შედის ტრომბოციტების შემადგენლობაში, ჩქარდება რეგენერაციის ბუნებრივი მექანიზმები და რადგანაც PRP ააქტიურებს ორგანიზმის ფარულ რეზერვს, ეს პროცედურა მთლიანად გამორიცხავს რაიმე ტიპის ალერგიულ რეაქციას.
პროცედურის მიმდინარეობა:
ვიღებთ 10-20 მლ რაოდენობით სისხლს ვენიდან, ვათავსებთ მას ცენტრიფუგაში და ხდება მისი დანაწილება რამდენიმე ფრაქციად. თრომბოციტებით გაჯერებული ფრაქცია გამოიყოფა სხვა დანარჩენისგან და მიკროინექციების სახით შეგვყავს ის პრობლემურ უბნებში. პროცედურა მეორდება სამ კვირაში.
PRP თერაპია გამოიყენება ანდროგენული, დიფუზური და ბუდობრივი თმის ცვენის, ცხიმიანი და მშრალი სებორეის დროს.