Saturday, 16 December 2017 , 02:35:45

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ტრიქოპიგმენტაცია –ინოვაცია კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-ში

ტრიქოპიგმენტაცია –ინოვაცია კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ში

 

 ტრიქოპიგმენტაცია თავის თმიანი საფარველის გამელოტებული უბნების დაფარვის  საუკეთესო , უახლესი  მეთოდია. მკურნალობის  პროცესში, უშუალოდ  ამ პროცედურისთვის შექმნილი აპარატურის საშუალებით, ხდება ბუნებრივი პიგმენტის მიკრონაწილაკების შეყვანა კანში.  ამ ტექნიკის ფუძემდებელი მილენა ლარდია (იტალია, მილანი, Beauty Medical), მკურნალობის ეფექტურობა და ბუნებრიობა მისი 17 წლიანი შრომის შედეგია.

ტრიქოპიგმენტაცია მთელს ამიერკავკასიასა და რუსეთში პირველად დანერგა კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის პლასტიკურმა ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა დეა პაპასკირმა.

სკალპის მიკროპიგმენტაცია სრულიად უმტკივნეულოა, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და აბსოლუტურად ბიოშეთავსებადია.

საუკეთესო, ბუნებრივი შედეგის მისაღებად პრინციპული მნიშვნელობა აქვს  ოპერატორის მიერ ამ მეთოდის ღრმა ცოდნას. მისი საშუალებით  მიიღწევა:

   

1.  თმის გახშირების ეფექტი  ( Density)

  • ქალბატონებში და მამაკაცებში დიფუზური ალოპეციის შემთხვევაში
  • თმის  გადანერგვის შემდგომ, ეფექტის სრულყოფისთვის

   

2.  გადაპარსული თმის ეფექტი ( Shave effect)

  • ტოტალური  და უნივერსალური ალოპეციის შემთხვევაში.
  • მე–6-7 ხარისხის ანდროგენული ალოპეციის დროს.

   

3.  ნაწიბურების დასაფარად ( scar treatment)

  • თმის გადანერგვის (Strip და FUE  მეთოდით) შემდგომ  ხილული ნაწიბურის არსებობის შემთხვევაში.
  • ტრავმის ან დამწვრობის შემდგომი ნაწიბურის დასაფარად.

  

   

მკურნალობის ხანგრძლივობა და სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია სამკურნალო ზონების ფართობზე. საშუალოდ სრულყოფილი ეფექტისთვის 3 სეანსი ტარდება  პირველ, მეორე და 30–ე დღეს.