კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ი სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოებით მჭიდროდაა ასოცირებული პარიზის თმის გადანერგვის ცენტრთან (ხელმძღვანელი პ. ბუჯიმა), ამერიკის თმის გადანერგვის ცენტრთან “New Hair Institute” (ხელმძღვ. ვ. როსმანი), კანადის პლასტიკური ქირურგიის ცენტრთან (ხელმძღვ. მ. უნგა), ევრაზიის ტრიხოლოგთა ასოციაცია ETA-თან.

კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ს გააჩნია ერთობლივი კლინიკა ქალაქ მოსკოვში სამედიცინო ცენტრი “მედანა” (ხელმძღვ. ე. შესტოპალოვი). ახლო მომავალში დაგეგმილია ერთობლივი კლინიკების შექმნა ქ. ლეონში (ესპანეთი), ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ქ. პეტერბურგში და ქ. ვლადივოსტოკში.


კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ი ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამეცნიერო სიახლეთა შექმნის და დანერგვის უფლებამოსილების თვალსაზრისით.

კლინიკის თანამშრომლები ფართოდ არიან ჩაბმული სამეცნიერო საქმიანობაში და აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სამეცნიერო კონფერენციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

კლინიკის ხელმძღვანელი პროფ. თ. თამაზაშვილი ერთობლივად მუშაობს ქ. ნიუ-იორკის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრში ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იგი მიწვეულია მთავარ სამეცნიერო კონსულტანტად ამერიკის კომპანია “ რობინს ინსტრუმენტ”-ში, რომელიც თმის ტრანსპლანტაციაში გამოყენებული აღჭურვილობის ძირითადი მწარმოებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული კომპანიის პრეზიდენტი ჯ. მულვანი პირადად ეწვია პროფ. თ. თამაზაშვილს თბილისში. გაეცნო რა მის გამოგონებებს და ტექნიკას ჯ. მულვანმა ქართველი პროფესორი საჯაროდ დაასახელა მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა ოცეულში.

კლინიკის პადაგოგიური საქმიანობა.

კლინიკის ხელმძღვანელი პროფ. თ. თამაზაშვილი ითვლება თმის ტრანსპლანტოლოგიის დამფუძნებლად საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაში. მისი სამეცნიერო, პრაქტიკული და პედაგოგიური საქმიანობის გათვალისწინებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ს მინიჭებული აქვს სერტიფიკატი, რაც მას უფლებამოსილს ხდის აწარმოოს ექიმთა დიპლომის შემდგომი მომზადება თმის ტრანსპლანტოლოგიაში. უახლოესი 7 წლის გამნავლობაში პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ ამ დარგში მომზადდა რიგი ექიმებისა: გ. მარქარიანი, ა. ბერიძე, ლ. მოწყობილი, ა. წილოსანი, ვ. ვადაჭკორია, მ. გუგავა, ე. ყანდიაშვილი, ა. შესტოპალოვი, ა. მახარაშვილი, დ. პაპასკირი, ი. ბებიაშვილი, ქ. ჭუჭულაშვილი, ე. თოდუა, მ. ქარდავა.

კლინიკაში ამჟამად ფუნქციონირებს ექიმთა მომზადების კურსები, სადაც მსურველ ექიმებსა და მედდებს შეუძლიათ გაიარონ მომზადება მათი ბაზისური დონის შესაბამისად.

კლინიკაში შემუშავებულია თმის ტრანსპლანტოლოგიაში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტთა მომზადების გეგმა, რომელიც მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდის ამ დარგში მომუშავე სპეციალისტთა რაოდენობას, რაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთათვის ხელმისაწვდომი ფასების ფორმირების საფუძველია.