ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2012 , 07:39:21

საიტზე ძიება

პაციენტთა გამოხმაურება პაციენტთა გამოხმაურება

ანზორი 51 წლის

7 მაი, 2011

ჩემი შეფასება „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანამშრომლების მაღალპროფესიონალიზმის თაობაზე არის გულწრფელი და ობიექტური. თუ თმის გადანერგვამდე ცოტა ნიჰილისტურად ვიყავი განწყობილი პროცედურის მიმართ; ოპერაციის შემდეგ მიღებულმა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ჯერ თავიდანვე დამოკიდებულება იყო მეგობრული და უშუალო. ყოველ წვრილმან დეტალზე ხდებოდა კვალიფიციური განმარტება.დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს განუმტკიცეს ფსიქოლოგიურ-მორალური განწყობა, რაც გამოწვეული არის საკუთარი იმიჯის სასიკეთოდ შეცვლით. მოვუწოდებ მამაკაცების, ნუ დაიშურებენ დროს, ენერგიას, მონდომებას და არც ისე დიდ ფინანსურ საშუალებას, იმისთვის, რომ ცხოვრებაში ეზიარონ დიდ კმაყოფილებას საკუთარი იმიჯის გაჯანსაღებით. „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის მეგობრებო. გიხდით უზარმაზარ მადლობას ყველაფრისთვის, გისურვებთ, რომ მრავალი ადამიანი გაგეხარებინოთ.

დათო 60 წლის

28 აპრ, 2011

მეც ძალიან კმაუოფილი ვარ თმის გადანერგვით

ნუგზარი 38 წლის

25 აპრ, 2010

როდესაც ადამიანისთვის გარეგნობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძნელია შეეგუო ყოველდღე სარკეში შენი თმა უფრო მეტად და მეტად შეთხელებული და უზარმაზარი შუბლი დაინახო. სწორედ ამიტომ თმის გადანერგვის პირველი პროცედურა ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ გავიკეთე. მეორე– 2 წელიწადში, ხოლო მესამე გადანერგვის გაკეთება არც ისე დიდი ხნის წინ დავგეგმე. მოქმედებების გადადება არ მიყვარს. თუმცა პირველ პროცედურას და უკანასკნელს ვერ შევადარებ. ოპერაცია სულ რამოდენიმე საათში დამთავრდა. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ნაწიბური საერთოდ არ არსებობს. თმა კი იმდენი მაქვს, მე მგონი ახალგაზრდობაშიც კი არ მქონია. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ექიმებს პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის, განსაკუთრებით ქეთი ექიმს.

ზურაბ დვალი, 48 წლის

15 აპრ, 2010

თმის ცვენა ადრეულ ასაკში დამეწყო. 35 წლისთვის თითქმის მელოტი ვიყავი, გადაწყვეტილება თმის გადანერგვის შესახებ დიდი ხანი ვერ მივიღე, სანამ მეგობარმა არ მირჩია თქვენს კლინიკაში მოვსულიყავი. ექიმმა დამისახა მკურნალობის გეგმა, საკმაო სიზუსტით ამიღწერა, რა რაოგენობით თმის ღერების გადანერგვა იყო საჭირო ჩემს შემთხვევაში და შესაძლო რეზულტატი. პროცედურამ უმტკივნეულოდ ჩაიარა, მესამე დღეს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. თმა ისე წამომეზარდა, ვერც კი შევამჩნიე. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ დღეს მელოტი აღარ მქვია.

ნონა 42 წლის

22 თებ, 2010

ჩემი შეთხელებული თმა სტრესის ძირითადი მიზეზი იყო ჩემს ცხოვრებაში. მუდმივად ვემალებოდი ახლობლებსა და კოლეგებს, გავურბოდი მათთან ერთად ექსკურსიასა თუ სხვა ღონისძიებებზე დასწრებას. როდესაც თქვენი კლინიკის შესახებ სევიტყვე, წუთი არ დამიკარგავს, გამოკვლევების შემდეგ ოპერაციის დღეც დავგეგმეთ. პროცედურა ნამდვილად არ იყო ძალზე მტკივნეული, ღამითაც მშვიდად მეძინა. მოუთმენლად ველოდი, თმის გაზრდას. თავიდან ცოტა შევშინდი, შემდეგ ექიმმა ამიხსნა რომ გადანერგილი თმის სტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში იცვლება და უმჯობესდება. დღეს თავსაბურავის გარეშე დავდივარ, სტრესიც სადღაც გაქრა, თითქოს ძალზე თხელი თმა არც არასოდეს არ მქონია.

დატოვეთ თქვენი (პაციენტის) მოსაზრება კლინიკის შესახებ