Tuesday, 21 May 2019 , 11:40:29

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული და პროგრესირებადი მიმართულებაა. პლასტიკური ოპერაციის
გაკეთების მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. სპექტრი საკმაოდ დიდია
და მოიცავს რამოდენიმე ძირითად მიმართულებას:

1.რინოპლასტიკა(ცხვირის პლასტიკა) თამამად შეიძლება ითქვას, რომ
რინოპლასტიკა საქართველოში ყველაზე გავრცელებული ესთეტიკური ოპერაციაა,
რამაც ქართველ პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაში დიდი გამოცდილება
შესძინა.
ოპერაციის დაგეგმვისას აუცილებელია თითოეულ პაციენთან ინდივიდუალური
მიდგომა, ვინაიდან არარსებობს სტანდარტული ცხვირები და სახის პროპორციები.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციულად შესატყვისი
ცხვირის ფორმა.
2.მკერდის ქირურგიული კორექცია.

მკერდზე ესთეტიკური მიზნით ოპერაციული ჩარევა ორ ძირითად მიზანსემსახურება:
1. მკერდის ფორმის გაუმჯობესება;
2. მკერდის ზომის შეცვლა (გადიდება ან შემცირება)
3. -აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა)
4. -ფეისლიფტინგი (სახის რბილი ქსოვილების პლასტიკა აწევა)
5. -ლიპოასპირაცია(ლიპოსაქცია) - ცხიმოვანი ჯიბების შიგთავსის ამოტუმბვა.
6. -ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა)
7. -აურიკულოპლასტიკა; ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარების პლასტიკა)

მნიშვნელოვანია პაციენთან ინდივიდუალური მიდგომა, რაც შემდგომში შედეგის
ბუნებრივობას მოგვცემს.