Saturday, 23 September 2017 , 10:26:46

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ჯილდოები

  

ჯილდოები

    

   1.

2013 წლის 28 ნოემბერს კლუბ "ტრიუმფში" გაიმართა ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი "სოფლის მაშენებელნი 2013". პროექტის მიზანია გამოავლინოს ის წარმატებული კომპანიები, რომელთაც აქტიური როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში.       ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტანდარტების დანერგვისთვის, სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ" დაჯილდოვდა მეტად საპატიო ჯილდოთი - "მეცენატი 2013". კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ჯილდო კლინიკის დირექტორს გადაეცა მადლიერი პაციენტის, დათო როსტომაშვილის ხელით. 

   

   

  

   

   


2.

2012 წლის 25  დეკემბერს  შერატონ მეტეხი-პალასში გაიმართა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო  „პროფილის“  მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი „ქართული ბრენდის დღე“.  ნაციონალური ბრენდების დაჯილდოვება უკვე მეათე წელია რაც იმართება.  სააგენტომ წელს 2012 წლის გამარჯვებული ქართული ბრენდები გამოავლინა  შემდეგი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ბრენდის პოზიციონირება, ცნობადობა, იმიჯი და რეპუტაცია, კრეატიულობა,მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება. წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიალზე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა „ გამოვლინდა გამარჯვებული: თმის გადანერგვის კლინიკა  „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“.  

 „ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ და ვიქნებით შედეგზე და დიდი მადლობა საზოგადოებას,  რომ ეს დაგვიფასა ნდობით“-აღნიშნა  "ჰეალაინის"  ხელმძღვანელმა პროფ. ალექსი მახარაშვილმა.

  

   

იხილეთ დაჯილდოების ცერემონიალის ვიდეო:

   

  

   

   


3.

   

    

2008 წლის დეკემბერში კომპანია  “Robbinstruments, Inc”-მა (თმის გადანერგვისათვის საჭირო არჭურვილობისა და ინსტრუმენტების მწარმოებელი და გამყიდველი უდიდესი კომპანია მსოფლიოში) დააჯილდოა კლინიკა “Hairline International”, თმის ტრანსპლანტაციის განვიტარებაში მისი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პრაქტიკული წვლილის შეტანისთვის. აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში ევროპისა და ამერიკის წამყვანი კლინიკები მონაწილეობდნენ. 

   

   

   

    

      

      


    

     

4.

ტრანსპლანტოლოგიაში მიღწეული წარმატებებისათვის 2005 წელს პროფ.თ თამაზაშვილს გადაეცა ამერიკის ქსოვილთა ბანკის „MTF“-ის უმაღლესი ჯილდო „ოქროს ხელთათმანი“.