Saturday, 23 September 2017 , 10:27:58

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

დისერტაცია

   

დისერტაცია

   

2010 წლის 18 ნოემბერს მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე შედგა ჩვენი კლინიკის პლასტიკური ქირურგის დეა პაპასკირის დისერტაციის დაცვა თემაზე:"თავის კანის თმიან ნაწილზე ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტთა ქირურგიული მკურნალობა".

დისერტაციაში გადაჭრილია ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის აქტუალური პრობლემა. იგი ეფუძნება თავის თმიან საფარველზე ნაწიბუროვანი დეფექტის მქონე 62 პაციენტის მკურნალობის შედეგების ანალიზს, სხვადასხვა სახის ტრავმებისა და გადატანილი ოპერაციების შემდეგ. ყველა პაციენტი ნამკურნალები იყო ჩვენს კლინიკებში და ყველა პაციენტს ჩატარებული ჰქონდა თმის გადანერგვა ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით.

ნაშრომში შესწავლილია ნაწიბუროვანი ქსოვილის მორფოლოგიური სტუქტურა თმის გადანერგვამდე და გადანერგვის შემდეგ, მკაფიოდაა განსაზღვრული ნაწიბურში თმის გადანერგვის ჩვენებები და მეცნიერულადაა დასაბუთებული თმის ტრანსპლანტაციის მაღალი ეფექტურობა ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის დროს. ნაჩვენებია, რომ ნაწიბურებში გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობამ(გაზრდადობამ) შეადგინა საშუალოდ 93.82%.

ნაწიბუროვანი ქსოვილის მორფოლოგიური კვლევები ტარდებოდა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ექსპერიმენტული პათომორფოლოგიის ლაბორატორიაში(ხელმძღვანელი პროფ. ა. შეხტერი).

დადგინდა რომ, ნაწიბურებში გადანერგვის შემდეგ, თმის ფოლიკულების ნორმალური სტრუქტურა აბსოლუტურად შენარჩუნებულია, ამასთანავე ჰისტოლოგიურად გამოვლინდა ნაწიბუროვანი ქსოვილის სტრუქტურის გაუმჯობესების დინამიკა. შემცირდა მისი სიმკვრივე, განახლდა უჯრედოვანი პოპულაციები, შემცირდა ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები.

დისერტაციამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მსოფლიოს მრავალმა კლინიკამ გამოთქვა ჩვენს კლინიკებთან თანამშრომლობის სურვილი, რათა გადაჭრან ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ნაწიბუროვანი ალოპეცია.

მიღებულია მრავალი დადებითი გამოხმაურება.

     

საბჭოს მდივანი სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს დისერტანტს -

დეა პაპასკირს

   

დეა პაპასკირის მოხსენება

  

    

სამეცნიერო ხელმძღვანელის, პროფესორ ნ. ეფიმენკოს გამოსვლა

    

ოფიციალური ოპონენტის, პროფესორ ს. სმირნოვის გამოსვლა

    

ოფიციალური ოპონენტის, პროფესორ ვ. ასტაშობის გამოსვლა

   

    

დისერტანტი იღებს მილოცვას სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარისგან

 

    

ულოცავს პროფესორი ა. შესტოპალოვი

  

   

ა. გულერი, დ. პაპასკირი, პროფ. ა. შეხტერი, პროფ. ა. მახარაშვილი

 

    

დ. პაპასკირი კოლეგებს და ახლობლებს ურიგებს ავტორეფერატებს

   

   

                                                                                                                              შემდეგ, "სამეცნიერო პუბლიკაციები">>>