Tuesday, 20 November 2018 , 23:45:34

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

EHRS

  

"ევროპის თმის კვლევის საზოგადოების" (EHRS) XVII კონგრესი. თბილისი, 2016წ.

   

  

2016 წლის 24-26 ივნისს, ქ. თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა "ევროპის თმის კვლევის საზოგადოების" (EHRS) XVII კონგრესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ საქართველოში თმის ცვენის პრობლემისადმი მიდგომა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მიერ.

კონგრესის მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოში გახლდათ „კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“ (დირექტორი პროფესორი გიორგი გალდავა).

 

კლინიკა „ჰეალაინმა“ კონგრესის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. წარმოდგენილი იყო 2 მოხსენება.

მოხსენება  „Rational of combined treatment options for androgenetic alopecia” , ეძღვნებოდა ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტიკასა და ამ პათოლოგიის არაქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის დასაბუთებას, როგორც თმის გადანერგვამდე, ასევე გადანერგვის შემდეგ. კვლევამ დაადასტურა რომ მხოლოდ პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა იძლევა საუკეთესო შედეგებს. ვლევის შედეგები უდავოდ უნიკაურია და საფუძვლად შეიძლება დაედოს ანდროგენული ალოპეციის მკურნალობის ახალი ალგორითმების შექმნას.

  

კლინიკა „ჰეალაინის“ ტრიხოლოგების მუშაობით დაინტერესდა ცნობილი ტრიხოლოგი ვლადისლავ ტკაჩოვი, რომელმაც შექმნა თმის ცვენის დიაგნოსტიკის პროფესიონალური პროგრამა „Tricho science”.  რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო ვ. ტკაჩოვისთვის იმის ნახვა თუ რაოდენ ეფექტურად გამოიყენება კლინიკა „ჰეალაინში“ მის მიერ შექმნილი პროგრამა „Tricho science”.

 

 

 

  

  

   

    

    

    

                                                                                                                                 შემდეგ, "GIMPHA III კონგრესი", თბილისი, 2016 წ. >>>