Sunday, 23 September 2018 , 08:15:24

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ISA

   

International Summer Academi (ISA) - ს მე-4 საერთაშორისო კონგრესი პრაქტიკულ დერმატოლოგიაში. გერმანია, მიუნჰენი, 2015 წ. 

     

     

2015 წლის 28.07 –  01.08,  ქ. მიუნჰენში (გერმანია) ჩატარდა ISA 2015 (International Summer Academy) - ს  მე-4 საერთაშორიშო კონგრესი პრაქტიკულ დერმატოლოგიაში. იგი მოიცავდა კომპაქტურ და ამავე დროს ყოვლისმომცველ მიმოხილვას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებისა პრაქტიკული დერმატოლოგიის სრულ სპექტრში.

 კონგრესის მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული კურსების,ვორქშოფებისა და მასტერ კლასების საშუალებით გაცნობოდნენ უფრო ახლოს მათთვის საინტერესო საკითხებს დერმატოლოგიის ცალკეულ საკითხებში: ტრიხოლოგიაში, მიკოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში, ლაზერულ და ფოტოთერაპიაში.

პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ცალკე პრაქტიკული კურსი დაეთმო თანამედროვე ტრიხოლოგიის მიღწევებსა და ამოცანებს.  კურსს უძღვებოდა მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის და ალერგოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ჰანს ვულფი.  პრაქტიკულ კურსში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი კლინიკის დერმატოლოგებმაც.

      

            

               კონგრესის პრეზიდენტი- ტომას რუზიჩკა

                           დელეგაცია საქართველოდან

   

   

   

                                                                                                                 შემდეგ, "ISD I კონგრესი", თბილისი, 2014 წ. >>>