Wednesday, 18 October 2017 , 06:49:09

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ISHR

      

"თმის აღდგენითი მედიცინის იტალიის საზოგადოების" (ISHR) XV კონგრესი. იტალია, ქ. სირაკუზა, 2014 წ.

   

  

2014 წლის   26 – 29 ივნისს  იტალიის ქალაქ სირაკუზაში გაიმართა  თმის აღდგენითი მედიცინისადმი მიძღვნილი  XV საერთაშორისო კონგრესი.

კონგრსის ორგანიზატორი გახლდათ    თმის აღდგენითი მედიცინის  იტალიის საზოგადოება ( ISHR- Italian Society For Hair Restoration). კონგრესის პრეზიდენტები გახლდნენ Franco Buttafaro da Pietro lorenzetti.

   

კონგრესზე მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი  და საერთაშრისო ქვეყნების სპეციალისტები. იტალიის, ამერიკის, იაპონიის, კორეის, ტაილანდის, გერმანიის, თუქრთის, რუსეთის და საქართველოს   ქვეყნებიდან, ამ სფეროში დიდი მეცნიერული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა  ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მიღწევები. 

   

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) პრეზიდენტმა, ვინჩენცო გამბინომ თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საზოგადოების სამომავლო გეგმებსა და მისი მუშაობის მნიშვნელოვან როლზე თმის გადანერგვის მეთოდების ევოლუციის საკითხში.

   

კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-დან  კონგრსზე წარმოდგენილნი იყვნენ: კლინიკის დირექტორი ალექსი მახარაშვილი, პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი და კლინიკის დერმატოლოგი მაკა დოღოზაშვილი.

საქართველოს დელეგაცია კონგრესის გახსნის დღეს.

დ. პაპასკირი, ა. მახარაშვილი მ. დოღოზაშვილი.

   

მაღალი კლასის სამეცნიერო კონგრესი გარდა საინტერესო მოხსენებებისა, მოიცავდა   პრაქტიკულ  „ვორქშოფებს“.     მათი უმეტესი ნაწილი ეხებოდა  თმის აღდგენის თერაპიულ და ქირურგიულ მეთოდებს, ასევე მკურნალობის ესთეტიურ მხარეს.

   

კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული ფინასტერიდისა და მინოქსიდილის ეფექტურობა ანდროგენული ალოპეციის მკურნალობასა და თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვაში.

       

კონგრესის მუშობაში აქტიურმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კლინიკა „ჰეალაინი“ ფეხდაფეხ მისდევს თმის აღდგენითი მედიცინის სფეროში სიახლეებს და ნერგავს ბოლოდროინდელ მიღწევებს საკუთარ პრაქტიკაში, პაციენტების სამკურნალოდ მიმართავს  მსოფლიოში ყველაზე  თანამედროვე , საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს.

    

ჩვენი კლინიკა მადლობას უხდის ამ საინტერესო კონგრესის ორგანიზატორს - ISHR -ს  (Italian Society for Hair Restoration) და მის პრეზიდენტს ფრანკო ბუტაფაროს.

   

  

პლენარული სხდომების დარბაზი

   

   

ა. მახარაშვილი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) პრეზიდენტი ვ. გამბინო, დ. პაპასკირი

    

  

ალექსი მახარაშვილმა ვინჩენცო გამბინოს სუვენირი გადასცა

    

  

დ. პაპასკირი, თმის აღდგენითი მედიცინის იტალიის საზოგადოების (ISHR) პრეზიდენტი ფ. ბუტაფარო, ა. მახარაშვილი, კონგრესის პრეზიდენტი პ. ლორენზეტი

      

   

კლინიკა "ჰეალანის" მიღწევებმა დიდი ინტერესი გამიწვია იტალიელ კოლეგებს შორის. ალექსი მახარაშვილი პერსონალურად მიიწვიეს კლინიკაში გამოცდილების გასაზიარებლად 

        

იყო თბილი შეხვედრა მეგობართან, 2013 წლის ოქროს ფოლიკულის მფლობელთან, ჯონ კოულთან

   

   

მ. დოღოზაშვილი, ე. ურიუპინა (რუსეთი), ა. მახარაშვილი,

დ. პაპასკირი

   

   

მოეწყო FUE "ვორქშოფი", სადაც თურქმა ტრანსპლანტოლოგმა კ. ერდოღანმა ფოლიკულების ექსტრაქციის DES ტექნიკა წარმოადგინა

   

   

კ. ერდოღანი დაინტერსდა კლინიკა "ჰეალაინში" გამოყენებული FUE ტექნიკით, რომელიც ერთ სესიაზე 4000-მდე გრაფტის გადანერგვის საშუალებას იძლევა

 

     

კ. ერდოღანი და ა. მახარაშვილი

    

   

ა. მახარაშვილი და პ. მოჰები

   

   

PRP "ვორქშოფი" თავად ფრანკო ბუტაფარომ ჩაატარა

   

    

   

მაკა დოღოზაშვილი აქტიურად მონაწილეობდა კონგრესის მუშაობის        იმ ნაწილში რომელიც თმის აღდგენის თერაპიულ მეთოდებს

ეძღვნებოდა

       

     

მაკა დოღოზაშვილი დისკუსიაში ბიანკა მარია პირაჩინისთან

მ. დოღოზაშვილი და ბ. მ. პირაჩინი (ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, დერმატოლოგი)

   

    

                                                                                                                                                        შემდეგ "ISHRS XXI კონგრესი", აშშ, 2013 წ.>>>