Tuesday, 17 July 2018 , 22:17:43

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ISHRS-XXI

     

"თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISHRS) XXI კონგრესი. აშშ, ქ. სან-ფრანცისკო, 2013 წ.

  

  

2013 წლის 23-26 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში (აშშ) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური XXI კონგრესი (კონგრესის პრეზიდენტი Robert H. True).

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკა „hairline International” – ის დირექტორმა, პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა და პლასტიკურმა ქირურგმა დეა პაპასკირმა, აგრეთვე მოსკოვის ჩვენივე კლინიკის პროფესორმა ალექსანდრე შესტოპალოვმა.

კონგრესს 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის თმის ტრანსპლანტოლოგები (William R. Rassman, Bessam K. Farjo, Robert M. Bernstein, James A. Harris, Bobbi L. Limmer, Jon P. Cole, Robert S. Haber и др.), ლინიკის დირექტორები და სხვადასხვა სპეციალობის ექიმები (ქირეურგები, დერმატოლოგები, ბიოლოგები და ა. შ.).

წარმოდგენილი იყო 137 მოხსენება და 57 სასტენდო პრეზენტაცია, რომლებიც ეძღვნებოდნენ თმის აღდგენის აქტუალურ პრობლემებს და ფოლიკულის ფიზიოლოგიას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფართო განხილვის შემდეგ ყველა თანხმდება ართ აზრზე, რომ Strip მეთოდი რჩება თმის ტრანსპლანტაციის ძირითად მეთოდად, ხოლო FUE მეთოდი ხდება სულ უფრო მეტად პოპულარული.

კონგრესის მუშაობაში დიდი ყურადღება იყო გამახვილებული თმის გადანერგვისშემდგომი რეაბილიტაციის საკითხებზე, სადაც მნიშვნელოვან ადგილი PRP – ის უკავია.

კონგრესის ფარგლებში მიმდინარეობდა თმის ტრანსპლანტაციაში, პოსტოპერაციულ რეაბილიტაციასა და თმის ცვენის მკურნალობაში ახალი მიღწევების პროფესიონალური გამოფენა. ექსპონენტებად წარმოდგენილი იყვნენ სამედიცინო აპარატურისა და ინსტრუმენტების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანიები.

   

ჩვენი კლინიკის ექიმები მიწვეული იყვნენ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) სამეცნიერო კომიტეტის მიერ მოხსენებისთვის პოსტერულ სესიაზე პრეზენტაციით: „მეორადი ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ახალი ასპექტები“. მოხსენებაში სისტემატიზირებული და გაანალიზირებული იყო ჩვენი კლინიკების (მოსკოვში და თბილისში) მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება ნაწიბურებში თმის ტრანსპლანტაციის საკითხში.

  

დღეისათვის, მიუხედავად თმის ტრანსპლანტაციის სწრაფი განვითარებისა და პოპულარიზაციისა, ნაწიბურებში თმის გადანერგვის პრობლემა მსოფლიოს მრავალ კლინიკაში კვლავ რჩება შეუსწავლელი და მეცნიერულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად მათი შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

  

ჩვენი კლინიკის პრეზენტაციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა შორის, განსაკუთრებით გადანერგილი ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობის მაღალმა პროცენტმა. 94% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ჩვენს კლინიკაში ის მიიღწევა ნაწიბურებში თმის გადანერგვის მეცნიერულად დასაბუთებული ტაქტიკით. სასტენდო მოხსენებების სესიის კონგრესის დახურვის დღეს, გალა-ვახშამის დროს, გაიმართა ექიმებისა და ასისტენტების დაჯილდოება, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს თმის ტრანსპლანტაციის განვითარებაში.თავმჯდომარემ რობერტ ჰაბერმა (აშშ) ხაზი გაუსვა შედეგების აბსოლუტურ მეცნიერულ სიახლეს და აღნიშნა, რომ პირველადაა წარმოდგენილი ნაშრომი, სადაც შედარებულია ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევის შედეგები და ნაწიბურებში გადანერგილი გრაფტების გაზრდადობა.

  

უმაღლესი ჯილდო - „ოქროს ფოლიკული - 2013“ წილად ხვდა ჯონ კოულს (აშშ), რასაც ჩვენ მას გულწრფელად ვულოცავთ.

იყო მრავალი თბილი შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, თურქეთიდან და ა. შ.

  

  

   

    

   

                                                                                                                                                         შემდეგ "მზის რადიაცია და სიმელოტე">>>