Saturday, 16 December 2017 , 06:29:27

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

ISHRS-XXIII

    

"თმის აღდგენითი ქირურგიის საერთშორისო საზოგადოების" (ISHRS) XXIII კონგრესი. აშშ, ილინოისი, ქ. ჩიკაგო, 2015 წ.

   

  

2015 წლის 9-13 სექტემბერს ქ. ჩიკაგოში (აშშ) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური, XXIII კონგრესი (პროგრამის ხელმძღვანელი Nilofer Farjo). კლინიკა „ჰეალაინი“ კონგრესზე წარმოდგენილი იყო შემდეგი დელეგაციით: კლინიკის დირექტორი, პროფ. ალექსი მახარაშვილი, პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი, დერმატოლოგი(ტრიხოლოგი) მაკა დოღოზაშვილი, ანესთეზიოლოგი სოსო ბეგაშვილი.

 

კონგრესის მუშაობაში სულ მონაწილეობას იღებდა 734 დელეგატი (567 ექიმი და 167 ასისტენტი), აქედან 210 პირველად იყო დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ  ISHRS-ს რეგულარულ კონგრესებზე ყოველწლიურად დამსწრეთა რაოდენობა მატულობს, რაც მსოფლიოში თმის ცვენის პრობლემისადმი მზარდ ინტერესსა და თმის გადანერგვის მეტად პოპულარიზაციაზე მიუთითებს.

 

კონგრესის მუშაობისას კვლავ აქტიურად განიხილებოდა თმის გადანერგვის ორი ძირითადი მეთოდის, Strip და FUE,

      

დელეგაცია კლინიკა "ჰეალაინიდან": ს. ბეგაშვილი,
მ. დოღოზაშვილი, დ. პაპასკირი, ა. მახარაშვილი 

შესაძლებლობები. მათი უპირატესობები, ჩვენებები და უკუჩვენებები. FUE მეთოდი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ბოლო წლებში, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ Strip და FUE არ უნდა განვიხილოთ ერთმანეთის კონკურენტებად, პირიქით, ხშირ შემთხვევაში მათი კომბინაციაში გამოყენება იძლევა საუკეთესო შედეგებს. ყველა პაციენტს ჭირდედა ინდივიდუალური მიდგომა და ექიმმა უნდა გადაწყვიტოს თუ თმის გადანერგვის რომელი მეთოდი იქნება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური კონკრეტულ შემთხვევაში.

 

საინტერესო იყო სესია, რომელიც მიეძღვნა თმის ტრანსპლანტოლოგიის ფუძემდებლის, იაპონელი დერმატოლოგის, შოჯი ოკუდას ბიოგრაფიას და სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობას. ოკუდას წვლილი თმის აუტოტრანსპლანტაციის ევოლუციაში მართლაც განუსაზღვრელია. მის კვლევებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და საფუძვლად უდევს მრავალ თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომს.

 

კონგრესის მუშაობის მსვლელობისას საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო ანდროგენული ალოპეციის მედიკამენტოზურ მკურნალობას. იყო მრავალი საინტერესო მოხსენება და დისკუსია. ამ მხრივ მინოქსიდილისა და ფინასტერიდის ეფექტურობა ისევ ეჭვგარეშეა.

მედიკამენტოზური მკურნალობის ალტერნატივად აქტიურად განიხილებოდა ლაზეროთერაპია დაბალი სიმძლავრის ლაზერით, Low level laser therapy (LLLT). წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული, მეტად კომფორტული, ინდვიდუალური მოხმარების ლაზერული შლემები. ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ კომპანია “Apira Sciense” - თან (რომელიც გახლავთ ლაზერული ტექნოლოგიების მწარმოებელი უდიდესი კომპანია), რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება ესარგებლა თმის ცვენის მკურნალობის ამ მნიშვნელოვნად ეფექტური ტექნილოგიებით. ინდივიდუალური მოხმარების ლაზერულ შლემს i-Grow ეწოდება. აღსანიშნავია რომ,  i-Grow-ს ეფექტურობა, ისევე როგორც ფინასტერიდისა და მინოქსიდილის, აღიარებულია FDA-ს (American Food and Drug Administration) მიერ.

თმის ცვენის არაქირურგიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდა მაკა დოოზაშვილი.

 

კონგრესის დასრულებისას ტრადიციულად გაიმართა გალა-ვახშამი (ბალ-მასკარადი), რომელიც წელს განსაკუთრებული თეატრალიზებულობით გამოირჩეოდა.

 

2015 წლის ოქროს ფოლიკულის მფლობელად დასახელდა ბერნარდ ნუსბაუმი, რომელთანაც ბოლო რამდენიმე წელია მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.

  

  

ალექსი მახარაშვილმა და დეა პაპასკირმა ISHRS-პრეზიდენტს,
შარონ კეინს საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ წიგნი გადასცეს

   

გრძელი თმის გადანერგვის ტექნოლოგიის
ფუძემდებელთან, მარსელო პიტჩონთან ერთად

   

ალექსი მახარაშვილი, ჟონ ჰარისი და დეა პაპასკირი

   

სასიამოვნო იყო რუს კოლეგებთან, სერგეი
ფიოდოროვთან და ელენა ურიუპინასთან შეხვედრა

  

ჩვენი მრავალი წლის მეგობარი და პარტნიორი, კომპანია
"Robbins Instruments"-ის პრეზიდენტი ჯორჯ მულვანთან ერთდ

  

ტრიხოპიგმენტაციის ერთერთი ფუძემდებელი,
მილენა ლარდი და დეა პაპასკირი

  

დეა პაპასკირი და მაკა დოღოზაშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ ანდროგენული ალოპეიის
მედიკამენტოზური მკურნალობისადმი მიძღვნილ დისკუსიაში. მათ კოლეგებს გაუზიარეს ჩვენი კლინიკის გამოცდილება

   

                    "ოქროს ფოლიკული 2015"- ის მფლობელი ბერნარდ ნუსბაუმი და ალექსი მახარაშვილი

   

   

   

                                                                                                            შემდეგ: ISA-ს IV საერთაშორისო კონგრესი >>>