ISHRS XXV
თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური XXV კონგრესი
2017 წლის 4-7 ოქტომბერს ქალაქ პრაღაში ( ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) ყოველწლიური XXV კონგრესი (კონგრესის პრეზიდენტი გახლდათ Ken Washenik-ი).
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს კლინიკა „hairline International” – ის წარგზავნილმა პირებმაც.
კონგრესს 1002 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მსოფლის წამყვანი თმის ტრანსპლანტოლოგები :William R. Rassman, Bessam K. Farjo, Robert M. Bernstein, Marcelo Pitchon,Sara Wasserbauer,Arthur Tykocinski,Ronald Shapiro, James A. Harris, Bobbi L. Limmer, , Robert S. Haber,Edwin S. Epstein და სხვა .
წარმოდგენილი იყო 121 მოხსენება და 42 სასტენდო პრეზენტაცია, რომლებიც ეძღვნებოდნენ თმის აღდგენის აქტუალურ პრობლემებს.
მთავარი სლოგანი გახლდათ: განათლება, მეცნიერება და კოლეგიალობა. დახელოვნებისადმი სწრაფვასთან ერთად აუცილებლობას წარმოადგენს სამედიცინო ეთიკის დაცვა, კეთილგანწყობა პაციენტების მიმართ და პატიოსნება .
ძალზედ საინტერესო იყო სამხრეთამერიკელი კოლეგების მოხსენებები -გრძელი თმის უნაკერო მეთოდით გადანერგვის აპრობაცია- დანერგვის შესახებ.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |