Wednesday, 24 October 2018 , 04:04:46

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

KOLKHIDA-2018

   

პლასტიკური ქირურგიის და კოსმეტოლოგიის მე-12-ე საერთაშორისო კავკასიური კონგრესი   -    კოლხიდა 2018.

   

  

თბილისში  2018 წლის   6 ივლისიდან  8 ივლისის ჩათვლით,  ჩატარდა პლასტიკური ქირურგიის და კოსმეტოლოგიის მე-12-ე საერთაშორისო კავკასიური კონგრესი-

კოლხიდა 2018.   კონგრესის მიზანი  იყო მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი სპეციალისტების-ექიმების  მიერ გამოცდილების, ინოვაციების და მიღწევების  გაცნობა- გაზიარება.

კონგრესმა შედეგით მოლოდინს გადააჭარბა. მონაწილეობა მიიღო 39 ქვეყნის დელეგატმა. წარმოდგენილი და მოხსენებული იყო საუკეთესო ნამუშევრები მათი პრაქტიკიდან- უმეტესობა აკადემიურ სტილში.

სასიხარულო იყო ქართველი  კოლეგების  წარმატებული, საინტერესო და ინოვაციური ნამუშევრების  ხილვაც.  ვუსურვებთ მათ - ნაყოფიერ მოღვაწეობას .

კონგრესის ორგანიზატორებს  კი -  კომპანია“ აფტოს“-ს და  „ჯეოპრას“-ს( საქართველოს  პლასტიკური,რეკონსტრუციული და ესთეტიკური ქირურგიის  საზოგადოება) კომპანია  „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“- ი  უსურვებს წარმატებებს  და ნაყოფიერ მოღვაწეობას მომავალშიც.

 

   

   

   

                                                                                                შემდეგ: "EHRS XVII კონგრესი", თბილისი, 2016 წ. >>>