Tuesday, 17 October 2017 , 04:48:03

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

მზის რადიაცია და სიმელოტე

   

პროფესორ თამაზ თამაზაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია: "მზის რადიაცია და სიმელოტე". თბილისი, 2010 წ.   

  

   

2010 წლის 10 ნოემბერს, ქ. თბილისში DKC-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "მზის რადიაცია და სიმელოტე". კონფერენციის ორგანოზატორმა კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-მა წარმოადგინა პროფესორ თამაზ თამაზაშვილის წიგნი: "ახალი კონცეფციები თმის ფოლიკულის ფიზიოლოგიასა და ანდროგენული ალოპეციია ეტიო-პათოგენეზში", რომლის პირველი პრეზანტაცია შედაგა 2010 წლის 5 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში. წიგნში ასახულია ჩვენი კლინიკის მრავალწლიანი სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცდილების შედეგები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი მეცნიერისთვის ჩვტნი ნჯვაციები სენსაციური აღმოჩნდა. კვეთრადაა ფორმულირებული თმის ზრდის ციკლის სხვადასხვა ფაზები და რაც მთავარია გახსნილია ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარების ეტიო-პათოგენეზი!

  

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სამედიცინო სფეროში მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერები და ექიმები. კონფერენციის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პროფესორი გურამ ტატიშვილი.

მომხსენებელთა შორის იყვნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი დავით თელია, ჩვენი კლინიკის ექიმები: ირაკლი ბებიაშვილიო და ეკატერინე თოდუა. განსაკუთრებული ინტერესი და დისკუსია გამოიწვია პროფესორ თამაზ თამაზაშვილის მოხსენებამ, რომელიც მის ბოლოდროინდელ აღმოჩენებს ეხებოდა.

  

კონფერენცია გახსნა პროფ. გურამ ტატიშვილმა

     

პროფ. თამაზ თამაზაშვილის მოხსენება

     

პროფ. თამაზ თამაზაშვილის მოხსენება

   

თსსუ რექტორი, პროფ. ზურაბ ვადაჭკორია

       

პროფ. ამირან გამყრელიძე

   

პროფ. დავით თელია

      

ირაკლი ბებიაშვილი

კონფერენციის შემდეგ მრავალი თბილი მეგობრული შეხვედრა იყო

   

   

   

                                                                                                                          შემდეგ, საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოსკოვი, 2006 წ.>>>